„მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად მამაკაცებში ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან“

ალეგროლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად მამაკაცებშია გავრცელებული. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, დაინფიცირებისთვის საჭიროა ინფიცირებულთან 2 საათზე მეტი პერიოდის კონტაქტი. „ეს ახალი შემთხვევა კი მნიშვნელოვანი და საგულისხმოა იქიდან გამომდინარე, რომ არაენდემურ დასახლებებში გავრცელდა. შემთხვევები ძირითადად არის მამაკაცებში. ძირითადად ვრცელდება კანით კანთან ახლო კონტაქტით. აფრიკაში მოგზაურობის ისტორია ან ცხოველებთან კავშირი არცერთ მათგანს უკავშირდება. ამიტომ, ეს ყველაფერი ეპიდემიოლოგიურად ცოტა გაურკვევლობას ტოვებს“ – აღნიშნა ალერგოლოგმა „მედიაცენტრ მთავართან“. რაც შეეხება გადაცემის გზებს, მისივე ინფორმციით, შემდეგია: „ინფექციის გადაცემისას აუცილებელია ადამიანებთან 2 მეტრიანი კონტაქტი და 3 საათზე მეტხანს ყოფნა; ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი;  კანით კანთან კონტაქტი; ინფიცირებული ადამიანის ტანსაცმლისა და სხვადასხვა ნივთების გამოყენება.…

მეტი...

“ეს არის გაზის ღია ომი, რომელსაც რუსეთი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ეს არის ტერორი“ – ასეთ შეფასებას აძლევს უკრაინის პრეზიდენტი  რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირებას. მისივე შეფასებით, სწორედ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი აამოქმედოს. „ჩვენ ვიხილეთ ევროპის მისამართით გაზთან დაკავშირებული მორიგი მუქარა. “ჩრდილოეთ ნაკადისთვის” ტურბინის საკითხზე დათმობების მიუხედავადაც კი, რუსეთი არ აპირებს ევროპული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, როგორც ეს ხელშეკრულებით ევალება. რუსეთი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ევროპელებს ზამთრისთვის მომზადება გაუჭირდეთ“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი განმარტავს, ეს არის გაზის ღია ომი. „მათ არ აინტერესებთ, რა მოუვა ხალხს, როგორ დაიტანჯებიან ისინი  ნავსადგურის ბლოკირებით გამოწვეული შიმშილით, ზამთრის სიცივისა…

მეტი...