,,ათობით კომპანიაა საქართველოში, რომელიც რუსულ, სისხლიან ნავთობს ეზიდება საქართველოში”- ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობის მოწოდების კუთხით, ბოლო 5 თვის განმავლობაში, პირველ ადგილზეა. ხაბეიშვილის თქმით, კონკრეტულ ბიზნესმენებს,  საქართველოში რუსული ნავთობი შემოაქვთ. „იმ ფონზე, როცა უკიდურესად ძვირდება საწვავი საქართველოში და მოსახლეობას შეძენა ძალიან უჭირს და უკანასკნელი ლარების გაღება უწევთ, ამასობაში საქართველოს მთავრობამ და ოპერატორებმა, კონკრეტულმა ბიზნესმა რუსული ნავთობით, სისხლიანი ნავთობით გაავსო საქართველოს პორტები და ტერმინალები. ამასობაში, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში რუსეთი გადავიდა სამწუხაროდ, პირველ ადგილზე მომწოდებელთა შორის, რაც ცხადია, აქამდე ასე არ იყო. ამასობაში უკრაინაში გენოციდის დაწყების დღიდან დღემდე 124 მილიონი დოლარის ნავთობი შემოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა. საზოგადოებამ…

მეტი...

,,ომი, რომელსაც პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ”- გერმანიის პრეზიდენტი

გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ. ,,ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ასევე არის ომი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ დაგვყონ. არ უნდა დავუშვათ გაერთიანებული ევროპის დიდი საქმის განადგურება. საუბარია ორმაგი გაგებით ჩვენი ღირებულებების და ჩვენი სამყაროს სისტემის საერთოობაზე“,- განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. გერმანიის პრეზიდენტი, უკრაინაში არსებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე,  ევროპას ერთიანი პოზიციის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

მეტი...

პარლამენტის წევრები – თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი განცხადებას ავრცელებენ

პარლამენტის წევრები – თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. ოპოზიციონერი დუპუტატების განცხადებით, გასულ წელს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები მკვეთრად უარყოფითად შეფასდა. განცხადების ავტორების შეფასებით, საკითხის  განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ,,დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარუდგინა 12 წინაპირობა, რომელთა შორისაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ევროკავშირი და აშშ აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გაძლიერებას. გასულ წელს ნაჩქარევად და არაინკლუზიურად…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 39 700 სამხედრო დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 39 700 ჯარისკაცი დაკარგა. საოკუპაციო ძალების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 39 700; ტანკი – 1 730; ჯავშანტექნიკა – 3 950; საარტილერიო სისტემა – 876; სარაკეტო სისტემა – 257; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 116; თვითმფრინავები – 222; ვერტმფრენი – 188; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 719; საკრუიზო რაკეტები – 174; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 832; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 73. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 25 ივლისამდე პერიოდს.

მეტი...

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დილემის წინაშეა – გააძლიერონ თავდასხმა აღმოსავლეთით თუ დასავლეთით

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, დონბასსა და ხერსონში უშედეგო ბრძოლები გრძელდება. დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ძალების მეთაურები დილემის წინაშე არიან, გააძლიერონ თავდასხმა აღმოსავლეთში, თუ დასავლეთის მიმართულებით. ამასთამ, დაზვერვა იტყობინება, რომ საკადრო პრობლემებთან ერთად, რუსეთი, სავარაუდოდ, ათასობით დაზიანებული მანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც განიცდის.

მეტი...

ჩაიძირა გემი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა – დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი

ბაჰამის კუნძულების სანაპიროებთან ჩაიძირა გემი, რომელზეც ათობით ჰაიტელი მიგრანტი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა 25 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაღუპულთა შორის იყო 15 ქალი, ერთი კაცი და ერთი ჩვილი. მიგრანტები ფლორიდაში მიდიოდნენ, სავარაუდოდ, გემი ამოტრიალდა.

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი სამხედროების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, სიაში ქართველებიც არიან

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში შეიარაღებული ძალების 92 წევრს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ალექსანდრე ბასტრიკინის განცხადებით, რუსეთში ამ მიმართულებით 1 300-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე, რომლებსაც ბასტრიკინი მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებაში ადანაშაულებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი დასავლეთს “უკრაინული ნაციონალიზმის” ღიად დაფინანსებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი სასამართლო პროცესი “უკიდურესად საეჭვოა”. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული “დაქირავებულ” მებრძოლებზე დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან.

მეტი...

,,პუტინმა რუსები არა მხოლოდ გაასულელა, არამედ მორალურად დაშალა”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუს დედებს უკრაინაში დაღუპული შვილების ცხედრების გადასვენება არ სურთ. მისივე თქმით, კომპენსაციისთვის რუსეთის ხელისუფლება გარდაცვლილთა ოჯახებს ავტომობილებს ყიდულობს. „ჩვენ გვქონდა ათობით შემთხვევა, როცა პატიმარს მიეცა საშუალება დაერეკა ნათესავებთან და დედების პირველი შეკითხვა იყო: „ვერაფერს მივიღებ შენთან საუბრით?“ და არა კითხვა „როგორ ხარ?“ მთელი დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი ოკუპანტის დედამ გამოაგზავნა წერილობითი დასტური, რომ მზად იყო წაეყვანა შვილი ტყვეობიდან, მაგრამ, ცხადია, ახლობლებმა შეაჩერეს იგი და ის არასოდეს მოსულა. არაერთი ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ ყიდულობენ რუსებს ავტომობილებს შვილის, ქმრის, მამის ან ძმის გარდაცვალების კომპენსაციისთვის. პუტინმა…

მეტი...

,,ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის. „ამავდროულად, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ აწვდის გაზს თორმეტ წევრ ქვეყანას. ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს ყველაზე უარესი სცენარისთვის: გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, ადრე თუ გვიან“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკავშირის კომისიის გეგმის მიხედვით, ევროკავშირის ყველა სახელმწიფო ნებაყოფლობით მიმართავს ყველა საჭირო ძალისხმევას, რათა შეამციროს გაზის მოხმარება მინიმუმ 15 პროცენტით 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.

მეტი...

,,უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ. მისივე თქმით, ამის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავლენ. „უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ. კონტრშეტევის მთავარი პირობაა მტრის შეტევის უნარის შეჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას აზრი არ აქვს, რადგან საპასუხო კონტრშეტევებს წავაწყდებით და ყველა დაგროვილი ძალა საპასუხო ბრძოლებზე დაიხარჯება. ჩვენ ამას ვაკეთებთ მანევრული თავდაცვის ჩატარებით იმ ადგილებში, სადაც ისინი ცდილობენ შეტევას, სადაც რუსული ძალების 60 პროცენტი კონცენტრირებულია იზიუმიდან ბახმუტამდე და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების საზღვრამდე. ახლა იმ 130-150 ათასი…

მეტი...

საბერძნეთში 47 წლის ქართველ კაცს მშენებლობაზე დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა საბერძნეთში – 47 წლის ქართველი კაცი დენის დარტყმის შედეგად, გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთი კერძო კომპანიის დაქირავებული მუშა იყო და სათბურის მშენებლობაზე მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის დენის ღია სადენს შეეხო. კაცი ვოლოსის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მეტი...

,,ბიჭებო, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე”- დავით არახამია

,,ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე,”- ამის შესახებ  უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია აცხადებს. არახამიას თქმით, სანქციები შესაძლოა შეეხოს როგორც, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. „დამნაშავეებს რად უნდათ მტკიცებულებები?! ჩვენ მათ გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც სანქციებით არიან დაკავებული. ამას ყველა შემთხვევაში ნახავენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით თქვენს გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე. ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. ახლა თამამები არიან პოლიტიკური ლიდერები, მედიას აკონტროლებენ, ციხეში ჩასვეს…

მეტი...

,,უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, ისინი არ გატყდებიან შიგნიდან”- ვოლოდიმირ ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტ  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  სრულმასშტაბიანი ექვსთვიანი ომის მიუხედავად, მიმდინარე კვირაში ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დღეს აღნიშნავს. მისი თქმით, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, ისინი არ გატყდებიან შიგნიდან. „ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ საუკუნეების განმავლობაში, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, ისინი არ გატყდებიან შიგნიდან. ჩვენ შევძლებთ იმას, რაც წინა თაობებმა ვერ გააკეთეს აქამდე. ეს ეხება ჩვენს თავდაცვას დამოუკიდებლობისთვის ამ ომში და ჩვენს მოძრაობას ერთიანი ევროპისკენ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ და ჩვენს უნარს, გავხდეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო. ახლა არავინაა, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება. არიან მხოლოდ…

მეტი...

ირანი რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებით ეხმარება

რუსეთის სამხედრო აღჭურვილობას „შაჰედ 129“-ის უპილოტო საფრენი აპატარები შეემატა, რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ ირანიდან მიიღო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამხედრო დახმარება რუსეთში  კასპიის ზღვით უკვე გაიგზავნა. მისი მიმართულება კი ასტრახანისა და ვოლგოგრადის გავლით უკრაინის საზღვრამდეა. მისი ფრენის ფრენის სიჩქარე 150 კმ/სთ-მდეა და ჰაერში 24 საათამდე  გაჩერება შეუძლია.  

მეტი...

რუსული მხარე თანახმაა, უკრაინიდან მარცვლეულის გატანა მესამე ქვეყანამაც გააკონტროლოს

რუსეთი მზადაა, უკრაინული მარცვლეულის ნავსადგურიდან უსაფრთხო გატანის პროცესში მესამე მხარეც ჩართოს. როგორც რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, ვინ იქნება ეს მესამე ქვეყანა, მოგვიანებით დასახელდება. „შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების უსაფრთხო გადაადგილებას, რუსეთთან და თურქეთთან ერთად, მესამე ქვეყანაც უზრუნველყოფს, რომელიც მოგვიანებით განისაზღვრება“ – აცხადებს სერგეი ლავროვი. რუსული მხარე მსოფლიო ბაზარზე სასურსათო კრიზისს პანდემიით ხსნის და განმარტავს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არაფერ შუაშია. „კრიზისი წარმოიშვა პანდემიის დროს მიწოდების ჯაჭვების მოშლის გამო. ასევე, ფულის უკონტროლო ბეჭდვით აშშ-სა და ევროკავშირში. კრიზისზე  გვალვამაც იმოქმედა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა“ –…

მეტი...

„მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო“ – დავით არახამია საქართველოს

უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვის უახლოესი წევრი, „ხალხის მსახურის” ლიდერი დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას გზავნილს უთვლის. როგორც არახამია აცხადებს, მზად არის, ჩამოვიდეს საქართველოში და ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დააკავშიროს. “სამწუხაროდ, ვერ ვგრძნობ, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. ადამიანი აბსოლუტური ძალაუფლებით ევროინტეგრაციასთან ერთად თავის ბერკეტებს დაკარგავს. მერე კი იქნება უფრო დაცული, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავში უნდა გადახარშოს. თქვენი ხელისუფლება ამ ტრაფსფორმაციისთვის მზად არ არის, მაგრამ რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ევროპა უნდა, ისინიც ვალდებულები არიან ამ იდეის გარშემო იცეკვონ და თავი მოაჩვენონ, თითქოს ამაზე მუშაობენ“ – აცხადებს არახამია. ის საქართველოს დახმარებას ჰპირდება, თუმცა…

მეტი...