აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტებას აკეთებს

„ბევრი ჭორი ვრცელდება პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ის ზედმეტად ჯანმრთელადაა“, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნმა კოლორადოში უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასატაბილურია ან ის ავად არის. „ის დარწმუნებულია, რომ მისი, როგორც რუსეთის ლიდერის დანიშნულებაა, აღადგინოს რუსეთი, როგორც დიდი ძალის მქონე სახელმწიფო. მას მიაჩნია, რომ ამისთვის საკვანძოა რუსეთის სამეზობლოში გავლენის სფეროს ხელახლა შექმნა და მას არ შეუძლია ამის გაკეთება უკრაინის კონტროლის გარეშე“,  – განაცხადა უილიამ ბერნსმა.

მეტი...

„ვაი, თუ კარგად არ არის ინფორმირებული”- მიხეილ სარჯველაძე ნედ პრაისზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, ნედ პრაისი კელი დეგნანის მიმართ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით “კარგად ინფორმირებული არ არის”. „ვაი, თუ კარგად არ არის ინფორმირებული ან მისკომუნიკაციას აქვს ადგილი კვლავ, რადგან ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აშშ-ის ელჩზე თავდასხმას. ამას ვერ დავეთანხმები და არ მგონია, რომ სწორი შეფასება იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მეტი...

,,ნებისმიერი ბუნდოვანება, შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი იყოს საქართველოსა და ამერიკის მეგობრობასთან მიმართებაში”- თამარ ტალიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. ტალიაშვილის თქმით, ნედ პრაისის განცხადებაში “მთავარი ხაზი” საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა იყო. ,,ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი ბუნდოვანება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი იყოს საქართველოსა და ამერიკის მეგობრობასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვაზე რა თქმა უნდა პასუხი უნდა იქნეს გაცემული. ნედ პრაისის განცხადებაში მთავარი, გენერალური ხაზი არის საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. ,,საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში”- ნედ პრაისი – (mcm.ge)

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ €500 მილიონის სამხედრო დახმარების მობილიზებაზე. მისივე თქმით, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად. ,,ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ €500 მილიონის სამხედრო დახმარების მობილიზებაზე, რაც დახმარების მეხუთე ტრანშია უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი მხარდაჭერისთვის. ევროკავშირი ორიენტირებულია და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად”, – წერს ჯოზეფ  ბორელი Twitter-ზე.

მეტი...

,,როცა ნედ პრაისი საუბარს იწყებს საქართველოს თემატიკით, ეს ნიშნავს, რომ აშშ ძალიან გაბრაზებულია”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე  აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებას ეხმიანება. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, აღნიშნულ განცხადება დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ აშშ ძალიან გაბრაზებულია ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებით. „ეს განცხადება მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება” უნდა იყოს ფრთხილად, როცა სტრატეგიულ პარტნიორზე საუბრობს, მით უმეტეს, როცა მას ლამის ომის დაწყება დააბრალონ, რაში სჭირდებოდათ იმ სამი დეპუტატის გამოყოფა, როცა კობახიძე და ღარიბაშვილი უფრო მეტ ანტიდასავლურ და დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებენ. როცა ნედ პრაისი საუბარს იწყებს საქართველოს თემატიკით, ეს დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ აშშ ძალიან გაბრაზებულია ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებით.…

მეტი...

საოკუპაციო ძალები ხარკოვს მასობრივად ბომბავენ – არიან დაჭრილები

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით,  საოკუპაციო ძალები ხარკოვს მასობრივად ბომბავენ. სარაკეთო თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე გართულებულია. “რუსები თავს ესხმიან ხარკოვს. მაცხოვრებლების საყურადღებოდ: დარჩით თავშესაფრებში, არ გახვიდეთ გარეთ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალებს”,- განაცხადა სინეგუბოვმა. ხარკოვის მერი მოსახლეობას სიფთხილისკენ მოუწოდებს.

მეტი...

„ხორბლის მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სახელმწიფო კომპანიის 80-მდე კომბაინი“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორბლის და ქერის მოსავლის აღების პროცესს დედოფლისწყაროში გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით და სამინისტროს მხარდაჭერით, კერძო სექტორის მიერ 30-ზე მეტი ახალი კომბაინი იქნა შეძენილი. „კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება ხორბლის და ქერის მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესი, რის შემდეგაც კომბაინები შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გადაინაცვლებს. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სახელმწიფო…

მეტი...

„ქართული ოცნება” ძალიან ცუდ მიმართულებაზე დგას, თუ ასე გააგრძელებენ, საკუთარ თავსაც „გაშარავენ” და ამ ქვეყანასაც”- იაგო ხვიჩია

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, გაურკვეველია რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოსნაირ ქვეყანას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბრძოლა გამოუცხადოს”. მისივე თქმით,  ხელისუფლების ქმედებები ასევე გაუგებარია რუსეთ – უკრაინის ომთან დაკავშირებით. „ჩემი აზრით, „ქართული ოცნება” ძალიან ცუდ მიმართულებაზე დგას, თუ ასე გააგრძელებენ, საკუთარ თავსაც „გაშარავენ” და ამ ქვეყანასაც. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მომავალში მაინც ვეცადოთ, რომ ერთი პარტია, ერთი ადამიანი მთელ ქვეყანას არ მართავდეს. ამით დარჩები მარტო სამყაროში დიდი მტრის წინაშე, რომლისკენაც თითქოს სიტუაციის დალაგებას ესწრაფვი. რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოსნაირ ქვეყანას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბრძოლა გამოუცხადოს” და თქვას, რომ…

მეტი...

ნენსი პელოსმა ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა

გამოცემა „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა. კონგრესში აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო დეპარტამენტის გარეშეც შეუძლიათ, რითაც დამოუკიდებლად გაზრდიან ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე. „არ არსებობს სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც კონგრესი ვერ მიიღებს კანონს, რომელიც ფაქტობრივად აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. კონგრესის მიერ მსგავსი კანონმდებლობის მიღება უფრო რთული გზაა, ვიდრე ამას სახელმწიფო მდივანი გააკეთებდა, მაგრამ ეს მისცემს ბაიდენის ადმინისტრაციას პოლიტიკურ საფარს, რომელიც საჭიროა ეკონომიკური ზეწოლისა და პუტინის წინააღმდეგ რიტორიკის გასაძლიერებლად“, – განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა.  

მეტი...

,,თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის”- არასამთავრობო ორგანიზაციები კარლ ჰარცელს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს, კარლ ჰარცელს ღია წერილით მიმართავენ და გაწეული მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისა და  მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად. “ბატონო ჰარცელ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან – და პირადად თქვენგან. თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში – ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ…

მეტი...

რუსებმა უკრაინაში 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა  24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. უწყების ცნობით, სულ რეგისტრირებულია 24 208 სამხედრო დანაშაული, რომელთაგან 23 316 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, 73 აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას და წარმოებას, 21 ომის პროპაგანდას, 798 კი სხვადასხვა დანაშაულებს მოიცავს. ამასთან, გენერალურ პროკურატურაში განმარტევენ, რომ სამხედრო დანაშაულებთან ერთად ფიქსირდება 11 ათასზე მეტი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ.

მეტი...

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1”- მა მუშაობა განაახლა

გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს პრეზიდენტის, კლაუს მიულერის განცხადებით, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა აღდგა. მისივე  ინფორმაციით, გაზსადენის მუშაობა 30 პროცენტით აღდგა და მინიმუმ ორი საათი შეფერხება არ იქნება. მიულერის თქმით, ნაკლებსავარაუდოა, დღის განმავლობაში რაიმე შეიცვალოს და მიწოდება შეწყდეს. შეგახსნებთ, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობა, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მთელ ევროპას მიეწოდება, 11 ივლისს შეწყდა. რუსულმა მხარემ მიზეზად  გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები დაასახელა. ევროპაში არსებობდა გარკვეული ეჭვები,  რომ რუსეთი გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს შანტაჟისთვის გამოიყენებდა და ბუნებრივი აირის მიწოდებას გააჭიანურებდა.

მეტი...

ლიეტუვა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს

ლიეტუვის  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ​ლიეტუვა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამასთან, ქვეყანა მზადყოფნას გამოთქვამს, სამხედრო წვრთნების ფართო სპექტრის ორგანიზებისთვის. ,,ლიეტუვა მალე უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის M13 და M577 ჯავშანტრანსპორტიორების სახით. გარდა ამისა, ქვეყანა მზად არის სამხედრო წვრთნების ფართო სპექტრის ორგანიზებისთვის”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

ნიდერლანდებში დააკავეს ქართველი კაცი, რომელმაც ქალს შპრიცით ნარკოტიკული ნივთიერებები უნებართვოდ გაუკეთა

ნიდერლანდებში დააკავეს 31 წლის ქართველი კაცი,  რომელმაც  ახალგაზრდა ქალს, ჰააგის ფესტივალზე შპრიცით გაუკეთა ნივთიერება, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ზუიდერპარკში, ფესტივალზე 18 ივნისს მოხდა. ახალგაზრდა კაცი სცენაზე დააკავეს. პოლიციამ ჩხრეკისას აღმოაჩინა შპრიცები, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავდა. დაკავებულ  ქართველს სასამართლომ  5-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს : “მაბრალებენ იმას, რაც არ გამიკეთებია”.

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიას  უკრაინაში 358 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას  უკრაინაში 358 ბავშვი ემსხვერპლა, 681-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 361, ხარკოვის ოლქში – 194, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 40. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 185 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 221 სრულად განადგურდა. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია, შესაბამისად აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის.

მეტი...

,,საქართველოს გვერდით ვდგავართ მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით”- ნედ პრაისი

,,საქართველოს გვერდით ვდგავართ, ქართული დემოკრატიის მშენებლობის მცდელობების გვერდით მრავალი წელია, მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან,”- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. ნედ პრაისმა ქართველი მოსამართლის (ლაშა ჩხიკვაძის) განცხადების გარშემო არსებულ კითხვებსა და მის შესაძლო დასანქცირების შესახებაც ისაუბრა. „არ ვარ ამ კონკრეტულ საკითხში გარკვეული, მაგრამ თუ რაიმე სპეციფიკური წინადადება გვექნება, ვიტყვით. უფრო ფართოდ რომ ვისაუბრო, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს გვერდით ვდგავართ, ქართული დემოკრატიის მშენებლობის მცდელობების გვერდით მრავალი წელია, მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. დემოკრატიის მშენებლობა დაუსრულებელია და ეს სიმართლეა, ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც. მაგრამ…

მეტი...

,,ევროპარლამენტარებს ვუთხარი, როდესაც რომელიმე გააკეთებს ისეთ განცხადებას, რაც ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება, პასუხს დავუბრუნებ”- დეპუტატი

,,ქართული ოცნების” წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა სრულად დაეთმო ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მისივე თქმით, თუ რომელიმე  ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც მისთვის შეურაცხმყოფელი იქნება, სამხარაძე მას პასუხს აუცილებლად დაუბრუნებს. ,,შეხვედრა სრულად დაეთმო ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, არ გვილაპარაკია შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე. მე ზუსტად ეს ვუთხარი (ევროპარლამენტარებს) რომ როდესაც ვინმე ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის პირადად როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის იქნება შეურაცხმყოფელი, მე მას პასუხს აუცილებლად დავუბრუნებ. ეს ჩვეულებრივად მიიღეს,”- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მეტი...

,,რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მისივე თქმით,  უკრაინისთვის რომ მოესმინათ, ახლა არ გახდებოდა დამატებითი გზების ძიება გაზის დეფიციტის შესავსებად. „როდესაც ჩვენ მივმართავთ პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ამა თუ იმ რჩევითა თუ მოთხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას, იმას, რაც უკვე გამოვიარეთ. რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს დაიწყო გაზის ომებით და დასრულდა სრულმასშტაბიანი შემოჭრით, სარაკეტო ტერორით და უკრაინის გადამწვარი ქალაქებით. ეს რომ სხვას არ დაემართოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ…

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში”- ნედ პრაისი

,,ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ, ამ მისწრაფებას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ,”-  ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხდა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში ხელი შეუშალოს. ,,ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ, ამ მისწრაფებას, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას ამ მიზნისკენ სწრაფვაში…

მეტი...

„ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც ასეთი პატივი პირველ ლედის მიენიჭა

აშშ-ში უკრაინის პირველი ლედის ვიზიტსა და კონგრესში სიტყვით გამოსვლას უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება აფასებს და ამბობს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ის  ისტორიაში. „ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც ასეთი პატივი პირველ ლედის მიენიჭა და ეს იყო ზუსტად უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის მსგავს გამოვლინებას. პირველმა ლედიმ შეერთებულ შტატებში კონგრესის წევრებს ძლიერი სიტყვით მიმართა, რომელსაც ისინი თვალცრემლიანი უსმენდნენ. ოლენა ზელენსკა საუბრობდა არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტის მეუღლე, არამედ როგორც დედა და შვილი, რომელიც საუბრობს უკრაინის შვილებისა და მშობლების სახელით. ეს ეხებოდა ენით აუწერელ ტკივილს, ადამიანებზე, რომელთა სიცოცხლეც…

მეტი...

ორი პირველი ლედის ფეხსაცმელი უკრაინის დროშის ფერებში – აშშ და უკრაინა “ერთ ტალღაზე”

უკრაინაში ვიზიტად მყოფი პირველი ლედის ოლენა ზელენსკასა და აშშ-ის პირველი ლედის ფეხსაცმელებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ორმა პირველმა ლედიმ ყვითელი და ცისფერი ფეხსაცმელი სიმბოლურად, უკრაინის დროშის ფერებს შეუხამა ერთმანეთს და ამით, მხარდაჭერა სიმბოლურადაც გამოხატა. აღნიშნულა უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულებაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რონ უკრაინა და შეერთებული შტატები ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან. მისი შეფასებით, ეს არც დამთხვევა ყოფილა და არც შეთანხმება. „სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროტოკოლის ან ჩაცმულობის ერთ დეტალს ყველა განცხადებაზე მეტის თქმა შეუძლია. ბევრი კითხულობს: ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი დამთხვევაა თუ გააზრებული პროტოკოლური ჟესტი. სინამდვილეში, არც პირველია და არც მეორე.…

მეტი...

აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის ელჩს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და გაკვირვებულია მასზე თავდასხმებით

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ამერიკის ელჩთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მას სრული მხარდაჭერა აქვს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, ქართველი პოლიტიკოსების რიტორიკა დეზინფორმაციაა. „ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას“, – აღნიშნა პრაისმა. ნედ პრაისის განცხადებით, ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და აშშ-ის საელჩო საქართველოში ერთგულია საქართველოს ხალხთან იმუშაოს და მხარი დაუჭიროს მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. „ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს.…

მეტი...