,,რუსეთს მიაქვს უნიკალური ისტორიული ადგილი ბიჭვინთა, ამაზე სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია”- თეონა აქუბარდია 

,,როცა აცხადებთ, რომ არ გაუტარებთ აშშ-ის ელჩს და ღიად ატარებთ ოკუპაციას და შემდგარ ანექსიას, ამაზე დუმილს ამჯობინებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი გული დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა. დეპუტატის თქმით,  როდესაც მმართველი გუნდი ღიად არ ეწინააღმდეგება აფხაზეთში აქტიურად მიმდინარე ანექსიურ პროცესებს, საქართველოს აყენებს საფრთხის წინაზე, რომ მარტო დარჩეს რუსეთთან. „2 დღეა აფხაზეთში მიმდინარეობს მძიმე პოლემიკა და პროტესტი იმ ე.წ. ხელშეკრულებაზე, რომელიც ბიჭვინთის რუსეთისთვის მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებს. საუბარია ისტორიულ კომპლექსზე თავის სანაპირო ზოლით, საუბარია იმაზე, რომ რუსეთს მიაქვს უნიკალური…

მეტი...

რუსულმა ძალებმა  ხარკოვი დაბომბეს – დაიღუპა 3 ადამიანი

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა  გამთენიისას ხარკოვის ოლქი დაბომბეს.  შემთხვევის შედეგად სალტივის რაიონში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 13 წლის ბავშვია. ,,სამწუხაროდ, ოკუპანტების მიერ ხარკოვში, სალტივის რაიონის დაბომბვას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – 13 წლის ბიჭი, კაცი და ქალი. დაშავდა 72 წლის ქალბატონი”, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა. გუბერნატორის ცნობით, დაღულთა და დაშავებულთა რაოდენობა საბოლოო არ არის.

მეტი...

,,თურქმენეთის პრეზიდენტთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალი შესაძლებლობები განვიხილეთ”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ  ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალი შესაძლებლობები განიხილეს. “ნაყოფიერი საუბარი მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს ისეთი პროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის ათვისებას გულისხმობს ურთიერთსასარგებლო მიზნების მისაღწევად”,-წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.

მეტი...

,,სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისაგან”- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ჩხიკვაძეს მხარდაჭერას უცხადებენ 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს მხარდაჭერას უცხადებენ. საბჭოს ყოფილი წევრები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ეცდება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და რაღაც ხათრის თუ თავშეკავების გამოჩენა, ჩანასახშივე ანადგურებს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას. მათივე თქმით, აღნიშნულია ფაქტი არის საქართველოს კონსტიტუციის და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. „რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, სადაც მან ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მას აშშ-ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი კევინ ბურკი შეხვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს…

მეტი...

,,როცა ხელისუფლება თავს ესხმის დასავლეთს, ამით ომისგან არათუ გვიცავს, პირიქით გვასუსტებს”- მიხეილ დაუშვილი

,,როცა ხელისუფლება თავს ესხმის დასავლეთს, ამით ომისგან არათუ გვიცავს, პირიქით, ყოველდღიურად გვასუსტებს, რადგან რეალური დაცვა არის დასავლეთი, რომელიც სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში გვეხმარება,”- ამის შესახებ  პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილი, ნიკა გვარამის საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე, მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავს ესხმიან დასავლეთს. „ოცნების“ პროპაგანდისტული ლოგიკა არის, რომ დასავლეთი გვთხოვს ომში ჩართვას. „ოცნება“ ცდილობს მოსახლეობა მოატყუოს, რომ ერთადერთი გადამრჩენია, რომელიც ომისგან გვიცავს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ როცა ხელისუფლება თავს ესხმის დასავლეთს, პირველ რიგში აშშ-ს, რომელიც სტრატეგიული…

მეტი...

საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვიდა

საქართველოს საგანგებო ვიზიტით ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვიდა. ევროპის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას დევიდ მაკკალისტერი უხელმძღვანელებს. ევროპარლამენტარები  შეხვედრებს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან გამართავენ. არსებული ინფორმაციით, ქართველ პოლიტიკოსები  და  ევროპელი კანონმდებლები  ევროკომისიის მიერ დადგენილი  12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელებენ.

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 38 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 38 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გენშტაბის ინფორმაციით , რუსეთის  სამხედრო დანაკარგი ასეთია : ჯარისკაცი – დაახლოებით 38 750; ტანკი – 1 700; ჯავშანტექნიკა – 3 905; საარტილერიო სისტემა – 856; სარაკეტო სისტემა – 250; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113; თვითმფრინავები – 221; ვერტმფრენი – 188; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 703; საკრუიზო რაკეტები – 16; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 775; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 70. აღნიშნული მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 20 ივლისამდე პერიოდს.

მეტი...

,,ხერსონს პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის“- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

,,რუსეთი დონბასში მიზნების მინიმალურ დონეზე მიღწევას აგრძელებს. 19 ივლისს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვსკის ხიდს დაარტყეს,”- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი. დაზვერვის ინფორმაციით, ანტონოვსკის ხიდი მნიშვნელოვან  როლს შეასრულებს  რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. „სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა აჩვენა აშკარა საბრძოლო დაზიანება ხიდის სავალ ნაწილზე. დიდი ალბათობით, ხიდი გამოყენებადი იქნება, მაგრამ ეს არის ძირითადი დაუცველი ადგილი რუსული ძალებისთვის. ეს ხიდი არის ერთ-ერთი იმ ორი გადასასვლელიდან მდინარე დნეპრზე, რომლებითაც რუსეთს შეუძლია გადაიყვანოს თავისი ჯარები ამ მდინარის დასავლეთით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს…

მეტი...

რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა – დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი

დნიპროს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით კვლავ მიზანმიმართულად დაბომბეს ნიკოპოლში არსებული საცხოვრებელი ტერიტორიები. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი, ცხრა კი დაშავდა. ამასთან დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. „წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა. ექვსი დაშავებული უკვე საავადმყოფოშია, რომელთა შორის ოთხი ბავშვია. ყველაზე ახალგაზრდა დაშავებული სამი წლისაა. სახლში, მძინარე ბავშვს „გრადებიდან“ ესროლეს“, – წერს ვალენტინ რეზნიჩენკო ,,ტელეგრამზე”.  

მეტი...

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით სამინისტრო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ამ მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებს. „ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული…

მეტი...

,,ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე მეტე ჰარცელი საქართველოს მოქალაქეებისადმი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებენ. როგორც, კარლ ჰარცელი აღნიშნავს, გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. ,,გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ ალბათ  იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა,…

მეტი...

„უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა შეთანხმების შესრულებაზე”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ  ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობა უკრაინულმა მხარემ ჩაშალა. პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა  შეთანხმების შეუსრულებაზე. „მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად ჩვენი ჯარები გავიდნენ უკრაინის ცენტრიდან, კიევიდან. კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად მიღწეული იყო. ასე რომ, საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული შუამავლებზე, არამედ მხარეების სურვილზე, შეასრულონ მიღწეული შეთანხმებები. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ კიევის ხელისუფლებას ასეთი სურვილი არ აქვს“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მეტი...

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს​

,,დადგა ის დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი,”- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი,  ქართველი ხალხისადმი მიძღვნილ გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში აცხადებს. ელჩმა კარლ ჰარცელმა დაასრულა თავისი ოთხწლიანი დიპლომატიური მისია, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოში. ,,დადგა ის დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო  უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით.…

მეტი...

,,თუ დროულად მივიღებთ საკმარის იარაღს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას”- ოლექსი რეზნიკოვი

,,ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი. უნდა გავათავისუფლოთ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფელი და ქალაქი,”- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვის თქმით, რუსეთის დამარცხება დამოკიდებულია თავისუფალი სამყაროს სურვილზე, დაეხმაროს და გადასცეს იარაღი უკრაინას. ,,რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება. უკრაინამ უკვე აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზადაა თავისუფალი სამყარო ჩვენს დასახმარებლად. თუ დროულად მივიღებთ საკმარის იარაღს, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას,”- განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

მეტი...

,,რუსეთი ნიშნავს არალეგიტიმურ, მარიონეტ ჩინოვნიკებს მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში”- ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელის ჯონ კირბის განცხადებით,  რუსეთი უკრაინის მეტი ტერიტორიის ანექსიას უყრის საფუძველს და მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში არალეგიტიმურ, მარიონეტულ ლიდერებს ნიშნავს. „რუსეთი იწყებს იმ ვერსიის გამოშვებას, რომელსაც შეიძლება, ეწოდოს ანექსია და ეს ძალიან ჰგავს 2014 წელს, როდესაც ის შეიჭრა ყირიმში და მისი ანექსია მოახდინა. რუსეთი უკვე ნიშნავს არალეგიტიმურ, მარიონეტ ჩინოვნიკებს მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში. ძალის გამოყენებით ანექსია გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა იქნება და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის დარჩეს დაუსჯელი“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბის განმარტებით, რუსები გეგმავენ, მოაწყონ „მოჩვენებითი რეფერენდუმები“ მათ მიერ ოკუპირებულ…

მეტი...

,,რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული მარცვლეულისთვის დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების მოხსნის სანაცვლოდ, რუსეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს შეუწობს ხელს. „ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტისთვის მოხსნასთანაა დაკავშირებული. ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩათვლით“, – აღნიშნა პუტინმა. პუტინის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად შეზღუდვები მოიხსნება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე. „მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე ამერიკელების მიერ რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმავეს იმედი მაქვს რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუ…

მეტი...

უკრაინის პირველმა ლედიმ აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. უკრაინელი პირველი ლედის მასპინძელი ამერიკის პირველი ლედია. ოლენა ზელენსკას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მეუღლესთან ჯილ ბაიდენთან ერთად უმასპინძლა. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, უკრაინისა და ამერიკის პირველმა ლედიმ ისაუბრეს უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერასა და მუდმივ გვერდი დგომაზე, ასევე, რუსეთის მიმართ სანქციებზე, რომ მან შეაჩეროს ომი. „ქალბატონ ბაიდენთან საუბრის შემდეგ ზელენსკა შეხვდება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის მეუღლეს, მეორე ჯენტლმენ დუგლას ემჰოფს, აშშ-ის ელჩს გაეროში ლინდა თომას გრინფილდსა და აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებს”,…

მეტი...

პუტინმა და ირანის სულიერმა ლიდერმა  სირიაში პოლიტიურ დიალოგსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტი სირიელი ხალხის „სიმშვიდისა“ და „განვითარებისთვის“ ირანის სულიერ ლიდერს შეხვდა. როგოც პუტინმა აღნიშნა, სირიელმა ხალხმა საკუთარი განვითარების გზა საგარეო ჩარევის გარეშე უნდა განსაზღვროს. „უახლოესი მომავლის ამოცანაა, შევთანხმდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ ხელი შევუწყოთ სირიის შიდა, ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს. შევქმნათ პირობები, რომლითაც თავად სირიელებს, საგარეო ჩარევის გარეშე, შეეძლებათ, განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი. ფაქტობრივად, სწორედ ამისთვის წამოიწყო ჩვენმა სამმა სახელმწიფომ 2018 წელს, სოჭში, სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის თაობაზე“, – აღნიშნა პუტინმა. როგორც პუტინმა  ირანის ისლამურ რესპუბლიკის სულიერ ლიდერთან –  აიათოლა ალი ხამენეისთან შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე პროცესების შემდეგ,…

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას მილიარდიან მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს

ევროკავშირსა და უკრაინას შორის მორიგი ფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი აცხადებს, საუბარია მაკროფინანსურ დახმარებაზე. „ევროკავშირის სახელით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, გადაუდებელი დაფინანსების სახით, უკრაინისთვის მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარებისთვის. ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს, უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად. უკრაინის ეკონომიკა ომშია. ევროკავშირი აქ არის დასახმარებლად“, – წერს „ტვიტერზე“ ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი.  

მეტი...