,,სურათის წარმოჩენა, თითქოს პარლამენტი არ მუშაობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა”- შალვა პაპუაშვილი

„როგორ წარმოგიდგენიათ, ინკლუზიურობა, როდესაც, ერთის მხრივ, მზა კანონპროექტების მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, რომლებიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ნაცვლად იმისა, რომ იყოთ მონაწილენი იმ ინკლუზიური პროცესისა, რომელიც პარლამენტმა დაიწყო უკვე და მიმდინარეობს, როგორც კომიტეტების მუშაობის ფორმატში, ისე სამუშაო ჯგუფებში“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს. ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართვის და მიმართვაში შემოთავაზებული რიგგარეშე სესიის დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა. „რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს საერთოდ არ შედის 12 პუნქტის საკითხებში, ანუ, საერთოდ არ ეხება ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი საკითხს. მეორე საკითხი, რომელიც…

მეტი...

პროკურორმა გოგაშვილის სხდომის დახურვა მოითხოვა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში  მიმდინარეობს. გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ, 17 ივლისს წარედგინა. საქმის პროკურორმა, მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და სხდომის დახურვა მოითხოვა. პროკურორის განცხადებით, სასამართლო სხდომის სრული დახურვის მიზეზი, საქმის მასალებში არსებული პერსონალური მონაცემების და გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციის არსებობაა. ცნობითვის,გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს პირადი მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

მეტი...

სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრები სასამართლოში იმყოფებიან, ამ წუთებში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში  მსჯელობს. გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ, 17 ივლისს წარედგინა. გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს პირადი მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. სოსო გოგაშვილის შვილის განცხადებით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დიდი ხანია ებრძვის რუსული მმართველობის სქემას და მისი ლიკვიდირებაც სურდათ გარკვეულ პირებს. ამასთან, გოგაშვილის მეუღლე, თეა დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახი მუქრის წერილებს იღებს, მისივე თქმით, სახლსა და ავტომობილებში მოსასმენი აპარატურებია დამონტაჟებული. მისივე თქმით, ხელისუფლება მისგანაც “მიიღებს საჩუქარს”.

მეტი...

„საპარლამენტო მუშაობა მიდის და სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს ამ საპარლამენტო სამუშაოს”- შალვა პაპუაშვილი

„საპარლამენტო მუშაობა მიდის და სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს ამ საპარლამენტო სამუშაოს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ თითქოს პარლამენტი არ მუშაობს. მისი თქმით, საპარლამენტო მუშაობა მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი, საქმიანობაში ჩართვას ბოიკოტს უცხადებს. „მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ, შეცდომაში რომ არ იყოს შეყვანილი,  იცოდეს, რომ საპარლამენტო საქმიანობა მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, აქამდე უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო, კომიტეტის სხდომებიც ამას ეძღვნებოდა. დღეს, მაგალითად, თავდაცვის კომიტეტს აქვს ჩანიშნული სხდომა,…

მეტი...

მმართველი გუნდი რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას თანხმობა მისცა და დოკუმენტს ხელი მოაწერა, სხდომა ვერ შედგება. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, რიგგარეშე სხდომა შედეგის თვალსაზრისით ვერაფრის მომცემი იქნება, ამიტომ, ისინი მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვორუმი ვერ შედგენა და სხდომა არ გაიმართება. როგორც უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, სხდომის ჩანიშვნის მიზანია პოლარიზაციის გაღრმავება. „18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ…

მეტი...

სოსო გოგაშვილს სასამართლოში 13:00 საათზე მიიყვანენ

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე გადაიყვანენ. სწორედ ა, დროსაა სასამართლო სხდომა ჩანიშნული. სასამართლომ სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვს, პროკურატურა კი პატიმრობას. გოგაშვილს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავებიან.  

მეტი...

ლიზ ტრასი მზაობას გამოთქვამს, პუტინს პირისპირ შეხვდეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლიზ ტრასი მზადაა,  აა, “დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი კომუნიკაცია გამართოს. როგორც ტრასი განმარტავს, ის ამ გამოწვევას თავად პუტინსაც გაუგზავნის. „მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს და გამოვიწვიო სასაუბროდ ისეთი დიდი ქვეყნების მონაწილეობით, როგორიცაა ინდოეთი და ინდონეზია. ანუ, წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ, ”- ასეთია ლიზ ტრასის გზავნილი. თუმცა, უცნობია, როგორი იქნება თავად პუტინის პასუხი აღნიშნულ გამოწვევაზე. სასაუბრო თემა კი ისევ და ისევ უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება, რომელსაც რუსული მხარე სამხედრო ოპერაციად აფასებს.

მეტი...

„გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება რუსეთის მოქალაქის საჩივრის გამო დაიწყო“ – ადვოკატი

როგორც გოგაშვილის სს საქმის მასალებიდან ირკვევა, მისი  დაკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის მოქალაქის საჩივარი გახდა. კერძოდ, საუბარია შაბათის ეთერზე, სადაც გოგაშვილმა ქართული წარმომავლობის რუსეთში მცხოვრები ადამიანის გვარი ახსენა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობის შესახებ ყველაფერი იცოდა.  ეს ადამიანები რუსეთიდან საქართველოში სწორედ 2021 წელს ჩამოვიდნენ. სწორედ ამ ორ ადამიანზეა საუბარი, როცა პროკურატურა სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას ედავება. როგორც ადვოკატი აცხადებს, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი მისი დაკავების. „ბრალის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი ეხება ორი მოქალაქის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას. ეს პიროვნებები გახლავთ ქართველი წარმომავლობის რუსეთში მცხოვრები ადამიანი კონსტანტინ რომანოვსკი და დავით…

მეტი...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე დრეს ბრიუსელში იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან. მთავარი განსახილველი თემა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება იქნება. „ვგეგმავთ, გავამკაცროთ ევროკავშირის სანქციები კრემლის წინააღმდეგ, რომ  უფრო ეფექტურად გახანგრძლივდეს ის  2023 წლის იანვრამდე. მოსკოვმა უნდა გააგრძელოს აგრესიისთვის მაღალი ფასის გადახდა“, – ასეთია ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილი. საკითხს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელიც ეხმიანება და ამბობს, რომ პუტინი მთავარი სამიზნეა. „ჩვენი სამიზნე კვლავ პუტინი და კრემლთან დაახლოებული პირები არიან. ასევე წარვადგენ წინადადებებს სასანქციო სიაში მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციაში შეტანის შესახებ, მათი აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის შეზღუდვის შესაძლებლობით“, – აცხადეს ჯოზეფ ბორელი.  

მეტი...

თხილის კრეფაზე დასაქმებულებს დღეში საშუალოდ 50 ლარს ან კილო თხილის შეგროვებაზე  0.50 ლარს გადაუხდიან

თხილის მოსავალი ჭარბია, თუმცა, მუშახელი არ არის. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ არ გამორიცხავენ, დასავლეთ საქართველოში მუშახელის ჩაყვანა აღმოსავლეთ საქართველოდან მოუწიოთ. რაც შეეხება ანაზღაურებას – თხილის კრეფაზე დასაქმებულებს  ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 50 ლარს გადაუხდიან, ასევე განიხილება ანაზღაურების მეორე ვარიანტიც, რომელიც თხილის წონადობით განისაზღვრება – კილო თხილზე 0.50 ლარი. თხილის კრეფის სეზონი კი აგვისტოდან იწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

მეტი...

„როგორ შეიძლება ამ ფონზე გვქონდეს განწყობა, რომ რუსეთთან ყოფნა ჯობია“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზ ანდია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ფონზე, რასაც რუსეთი ახორციელებს შეუძლებელია, ქვეყანას ჰქონდეს განწყობა, რომ ევროპას რუსეთი სჯობს.  როგორც დეკანოზი აცხადებს, ევროკავშირში შესვლა ტრადიციების უგულვებელყოფას არ ნიშნავს. „როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როდესაც რუსეთი გვეუბნება, რომ ჩვენი იურისდიქცია მათ მიერ ოკუპირებამდე არსებულ ტერიტორიაზე აღიარებულია და მიუხედავად ამისა, ჩვენ შეზღუდულები ვართ იქ რაიმე მსახურება შევასრულოთ და პირიქით, ვხედავთ, რომ შეუფერებელი განცხადებებია – მილოცვები არჩევნებში გამარჯვებული დე-ფაქტო ლიდერების მიმართ, იქ სასულიერო პირები ჩადიან, მსახურებას აღასრულებენ, როგორ შეიძლება ამ ფონზე გვქონდეს განწყობა, რომ რუსეთთან ყოფნა ჯობია? – აცხადებს დეკანოზი. მისივე შეფასებით, ევროკავშირის წევრობა არ…

მეტი...

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება

იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი  ტექნიკით  (4 ერთეული სატვირთო ავტომობილი,  3 „პიკაპის“  მარკის ავტომობილი,  1 ტრაქტორი და  3 ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მეტყევეებს  პერსონალური უსაფრთხოების  ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი და 3 კვადროციკლი გადაეცემათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას შეუწყობს ხელს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე,  იაპონიის  ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა, ადგილობრივი თვითმმართველობის…

მეტი...

ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოში ჩადის

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს აზერბაიჯანში ჩავა. ვიზიტის თემა ბუნებრივ აირს უკავშირდება. „რუსეთის მიერ ენერგომომარაგების უწყვეტი შეიარაღების პარალელურად,  ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიცირება ევროკავშირის პრიორიტეტია. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში იქნებიან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – ნათქვამია   ევროკომისიის განცხადებაში.

მეტი...

სამშობლოს ღალატის და ოკუპანტებთან თანამშრომლობის ბრალდებით უკრაინაში 600-ზე მეტი საქმე აღიძრა 

ვინც რუსეთს უკრაინის საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს, სამშობლოს ღალატისთვის დაისჯება. უკრაინის პრზიდენტის განცხადებით, სამშობლოს ღალატის ბრალდებით უკვე 651 სს საქმე აღიძრა. პრეზიდენტი ზელენსკი პასუხისმგებლობას ჰპირდება ყველას, ვინც რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. მან გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებაც მიიღო. „პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. უკრაინის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები ძალიან სერიოზულ კითხვებს უქმნის შესაბამის ლიდერებს. თითოეული ეს კითხვა მიიღებს სათანადო პასუხს.  მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენების…

მეტი...

„ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანი“ – პოდოლიაკი მედვედევზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის დიმიტრი მედვედევის მუქარას, რო უკრაინას „განკითხვის დღე“ ელოდება, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება. ის მედვედევს ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანს უწოდებს. „თანამედროვე რუსეთის პორტრეტი – დიმიტრი მედვედევი, რომელიც ვიღაცას “განკითხვის დღით” ემუქრება. ისტორიის მიერ დავიწყებული პატარა ადამიანია, რომელიც ცდილობს სერიოზულად და საშიშად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. “კიდევ ცოტაც და ყველას გაჩვენებთ!” რას აჩვენებ? კიდევ ერთი ბავშვის მოკვლას?” – აცხადებს პოდოლიაკი. თუ ყირიმზე თავდასხმა მოხდება, რუსეთი უკრაინას „განკითხვის დღეს“ მოუწყობს

მეტი...

პერსონალური მონაცემების მოპოვება, შენახვა, გავრცელება, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა – სოსო გოგაშვილის ბრალდება

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე. „იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ…

მეტი...