,,ბახმუტი იქნება რუსების შემდეგი სამიზნე, თუ სევერსკის დაიკავებენ” – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ  ​სევერსკის აღების შემთხვევასი, ბახმუტი გახდება მათი შემდეგი სამიზნე დონბასში. დაზვერვის ცნობით,  რუსული არმია ნელა მიიწევს დასავლეთისკენ ლისიჩანსკიდან სევერსკზე დაბომბვისა და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გაეხსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის. ბრიტანელების აზრით, შემდეგი სამიზნე ბახმუტი იქნება,  სევერსკის კონტროლის შემთხვევაში. ასევე აღნიშნულია, რომ ზმეინის  კუნძულიდან გაქცევის შემდეგ რუსეთი ცდილობს უარყოს ის ფაქტი, რომ უკრაინამ კუნძულზე კონტროლი დაიბრუნა.

მეტი...

შსს-მ თბილისში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი დააკავეს. უწყების ცნობით, 1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 წელს დაბადებული კ.მ., 1960 წელს დაბადებული მ.ლ. 1981 წელს დაბადებული ა. მ., 1978 წელს დაბადებული ლ.მ, 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1978 წელს დაბადებული თ.ბ., 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1976 წელს დაბადებული გ.მ. ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული. დანაშაულები 4-დან 7…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში  დაახლოებით 38 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 15 ივლისამდე , უკრაინაში  დაახლოებით 38 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ტანკი – 1 672; ჯავშანტექნიკა – 3 866; საარტილერიო სისტემა – 842; სარაკეტო სისტემა – 247; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109; თვითმფრინავები – 220; ვერტმფრენი –188; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 681; საკრუიზო რაკეტები – 155; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 731; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 67.  

მეტი...

,,უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის”- ემანუელ მაკრონი

„ჩვენ ვართ ე.წ. ჰიბრიდულ ომში. ასე რომ, ენერგეტიკა არ არის ჩვენი სანქციების შედეგი. ფაქტობრივად, რუსეთი ენერგეტიკას, ისევე როგორც სურსათს, ომის იარაღად იყენებს,”- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონი მოსახლეობას მოუწოდებს შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება, რადგან დასავლეთი უნდა მოემზადოს რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის. ,,ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის. ეს სცენარი არ არის თეორიული. ეს ძალიან მკაცრი სცენარია და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ყველა უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი უდავოდ ძალიან რთული იქნება“,- აღნიშნა მაკრონმა.

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 352 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში უკვე 352 ბავშვი ემსხვერპლა, 657-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 352, ხარკოვის ოლქში – 191, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 31. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ტრამპი დარწმუნებულია, რომ თუ მონაწილეობას მიიღებს, არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს. „ჩემს თავში უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, მასზე ამიერიდან გავლენას არაფერი მოახდენს. აცნობეთ ხალხს. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი კენჭისყრაშიც კი არ მიიღებს მონაწილეობას, მე რომ ეს გავაკეთო. თუ გამოკითხვებს შეხედავთ, ისინი არც კი რეგისტრირდებიან. ხალხს უნდა, რომ მე კენჭი ვიყარო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

,,კონფლიქტი გახანგრძლივდება, თუ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის”- რუსეთის ელჩი

გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი, ანდრეი კელინი აცხადებს, რომ თუ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, ეს ომის ხანგრძლივობაზეც აისახება. მისი თქმით, კონფლიქტი მალე დასრულდება, თუ დიდი ბრიტანეთი გაიაზრებს, რომ რუსეთზე გამარჯვების შესაძლებლობა არ არსებობს. ,,კონფლიქტი შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან დიდი ბრიტანეთი გაიაზრებს, რომ რუსეთზე გამარჯვების შესაძლებლობა არ არსებობს. კონფლიქტი გახანგრძლივდება, თუ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას, რომელიც ახლა დონბასსა და სხვა რაიონებში, ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის გამოიყენება”,- განაცხადა ანდრეი კელინმა.

მეტი...

,,მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის ისეთი ტერორისტული საფრთხე, როგორც რუსეთი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთმა აჩვენა თავისი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის, ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს მიმართ,”- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. ზელენსკი დაუყონებლივ ითხოვს რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებას. ,,მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის ისეთი ტერორისტული საფრთხე, როგორც რუსეთი. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აძლევს თავს უფლებას, ყოველდღიურად გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება ფრთოსანი რაკეტებით და რეაქტიული არტილერიით. ჩვენს ქალაქ ვინიცაში მხოლოდ ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი. სამი ათ წლამდე ბავშვი. და ეს, სამწუხაროდ, არ არის საბოლოო რიცხვი. მიმდინარეობს ანალიზი. განუსაზღვრელი ვადით დაკარგულთა სიაში…

მეტი...

,,სანქციებს თუ შევამსუბუქებთ, ჩვენი დაშანტაჟება უფრო მარტივი იქნება”- ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების წინააღმდეგია. მინისტრის განმარტებით, სანქციების შემსუბუქების შემთხვევაში, რუსეთს დასავლური ქვეყნების შანტაჟი უფრო გაუმარტივდება. ,,რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თუ შევამსუბუქებთ, ჩვენი დაშანტაჟება უფრო მარტივი იქნება. ეს იქნება მოწვევა ყველასთვის, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას და დემოკრატიას, რადგან რუსეთმა დაარევია საერთაშორისო სამართალი ყველაზე სასტიკი გზით. სწორედ ამიტომ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ სანქციებს და მივაქცევთ ყურადღებას, რომ ჩვენი საზოგადოება არ გაიყოს,”- განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მეტი...

გაერო უკრაინაში მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო განცხადებას ავრცელებს  

გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში, ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა დამნაშავეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. „გენერალური მდივანი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ასეთი დარღვევების გამო პასუხისმგებლობისკენ“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. შეგახსენებთ, რომ მორიგ სარაკეტო თავდასხმას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვს

მეტი...

თურქეთში წამლები ძვირდება, რაც საქართველოშიც აისახება   

თურქეთის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებით ფარმაცევტულ პროდუქტებზე ახალი ტარიფები წესდება. აღნიშნული საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებით აიხსნება. ეს კი საქართველოშიც აისახება. კერძოდ, იმ მედიკამენტებზე, რომელიც თურქეთიდან შემოდის. მომწოდებლებმა ქართული მხარე უკვე გააფრთხილეს, რომ ახალი წამლების შეკვეთა 25%-იანი მატებით მოხდება.

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვს

ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებისა და ადამიანთა ხოცვის გამო, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ითხოვს, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. „ვინმეს რომ დალასში, სამედიცინო ცენტრზე იერიში განეხორციელებინა,  ან დრეზდენში, რაც ღმერთმა არ ქნას, რა დაერქმეოდა ამას?  ტერორიზმი არა?“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვინიცაზე მიტანილი იერიშიც შემდეგ. მისი თხოვნაა, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს. „მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფო წარმოადგენს ასეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორც რუსეთი. არც ერთი სახელმწიფო აძლევს საკუთარ თავს უფლებას, ყოველდღიურად რაკეტებით გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და მოქალაქეები. ერთი სარაკეტო იერიშით ვინიცაში 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი ათ წლამდე ასაკის იყო.  სამაშველო სამუშაოები…

მეტი...

აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს უკრაინა სასწრაფოდ დატოვონ

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს უკვე მეორედ მოუწოდებს რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საელჩომ უკრაინაში საელჩოც დახურა და დიპლომატები გამოიწვია, თუმცა, რამდენიმე თვის უკან, საელჩო ისევ გახსნა. დღეს კი სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მიმართავს, უკრაინის ტერიტორიაზე არ შევიდნენ. „აშშ-ის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეები არ შევიდნენ უკრაინაში, ხოლო უკრაინაში მყოფი მოქალაქეები დაუყოვნებლივ გაემგზავრონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებების გამოყენებით, თუ ეს უსაფრთხოა… მოერიდეთ დიდ შეკრებებს და საზოგადოებრივ ღონისძიებებს, რადგან ისინი შეიძლება გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე უკრაინაში ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მის დასავლეთ რეგიონებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.…

მეტი...