,,რუსეთი ბულგარეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებას ფოთის გავლით გეგმავს”- Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის თხევადი ნავთობის გაზის ექსპორტიორები საქართველოს პორტს ბულგარეთში ექსპორტისთვის გამოიყენებენ. გამოცემის ცნობით, ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების დახურვის გამო,ექსპორტიორები თხევადი ნავთობის გაზის მიწოდებას ბულგარეთში საქართველოს შავი ზღვის პორტის ფოთის გავლით ივლისში დაიწყებენ. “LPG (თხევადი ნავთობის გაზი) მიწოდება განიხილება ფოთის გავლით, გაყიდვების შეზღუდული შესაძლებლობების გამო სხვა ძირითადი საექსპორტო მარშრუტებით. LPG სარკინიგზო გადაზიდვები სურგუტიდან ფოთის გავლით ბულგარეთში დაახლოებით 50%-ით აღემატება ევროკავშირისთვის უკრაინის გავლით მიწოდების ფასს, სარკინიგზო მარშრუტი სურგუთიდან ფოთამდე ღირს დაახლოებით $260-280 ტონაზე, ხოლო ბორანი ფოთსა და ვარნას შორის $130-150. ტონაზე”- ნათქვამია Reuters-ის სტატიაში.  

მეტი...

შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავა, ხოლო ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული მენტალიტეტისა“ და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. აჭარაში, თბილისსა და რუსთავში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი შვიდი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული შ. მ.…

მეტი...

პარლამენტში ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ

პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების  გამო, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს. ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთ საპარლამენტო მანდატს დაკარგავს და მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიას  უკრაინაში  349 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას  უკრაინაში  349 ბავშვი ემსხვერპლა,  652-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 352, ხარკოვის ოლქში – 190, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 31. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

,,ზელენსკიმ მთელი უკრაინის გათავისუფლების ამოცანა დაისახა” – ალექსეი დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა გაათავისუფლონ მთელი ქვეყანა რუსი დამპყრობლებისგან. „მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ხერსონის რეგიონს, არამედ მთელი ქვეყნის დეოკუპაციას. პრეზიდენტი ჩვენს სამხედროებს ამოცანას უსახავს, ჩვენ ვსაუბრობთ მთელ უკრაინაზე. ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად გავათავისუფლოთ ყველა ტერიტორია, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალი ადგენს ამოცანას, რომ ჩვენი მთელი ტერიტორია გათავისუფლდეს აგრესორისგან. ეს მხოლოდ დროის საკითხია“,-  განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

მეტი...

დონეცკში, კორპუსის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

10 ივლისს, დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასოვ-იარიში, საოკუპაციოს ძალების მიერ, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, არსებული მონაცემებით,  5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 30-მდე ადამიანი ისევ რჩება. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე  გრძელდება.

მეტი...

ლიეტუვის პრეზიდენტი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთთან ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტონ. მისი თქმით, რაც უფრო მალე აირჩევენ ამავე გზას სხვა დასავლურ ევროპული ქვეყნები, მით უკეთესი და მარტივი იქნება ყველასთვის. ,,ფიქრობ, თქვენ ბევრი გააკეთეთ, რომ ლიეტუვა ყოფილიყო უფრო მდგრადი რუსეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური შანტაჟის წინაშე. და დღეს, როდესაც მე ვუყურებ დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ვხედავ დიდ გზას, რომელიც ლიეტუვამ გაიარა უფრო დიდი ხნის განმავლობაში. პოლიტიკამ, რომელსაც რუსეთის მიმართ არანაირი ილუზიები არ ჰქონდა, იმუშავა ბევრად უკეთესად, ვიდრე ე.წ. რეალურმა პოლიტიკამ, რომელიც ახლა წარმოადგენს თავის ტკივილს ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვის. მე…

მეტი...

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში, რამდენიმე სახლის დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი. ,,თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რათა მათ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ, თუმცა, მოქალაქეებს სამშენებლო პროცესი არ შეუწყვეტიათ. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი მოახდინა,”- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,უკრაინა არა მხოლოდ ნერგავს ნატო-ს სტანდარტებს, არამედ შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა”- ზელენსკი

,,ოკუპანტებმა უკვე ძალიან კარგად იგრძნეს, რა არის თანამედროვე არტილერია და მათ ჩვენს ოკუპირებულ მიწაზე არსად ექნებათ უსაფრთხო ზურგი,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის შეფასებით, რუს სამხედროებს ღიად ეშინიათ უკრაინული შეიარაღებული ძალების, მისი თქმით, ეს დასტურდება მათი საუბრების ჩანაწერებიდან. „წინ ნამდვილად რთული გზაა. სამწუხაროდ, სხვანაირად შეუძლებელია, როდესაც საკუთარ სახლს ტერორისტული თავდასხმისგან იცავ. თუმცა ისიც გასაგებია, რომ წინ ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებაა. უკრაინა შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, შეძლებს აღდგენას, შეძლებს თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევას. როდესაც ამისთვის გულწრფელად მუშაობს მილიონობით ადამიანი, თითოეული თავის დონეზე – შედეგი აუცილებლად იქნება.…

მეტი...

„სიტუაცია კვლავ საგანგაშოა“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მზარდი მაჩვენებლის გამო შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ ვირუსი ა გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად რჩება. არსებული მონაცემებით, ორი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. „კოვიდ-19“ დასრულებისგან შორის არის. შეშფოთებული ვარ, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა მატებას განაგრძობს, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებზე და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე. ასევე შეშფოთებული ვარ გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ტენდენციით. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით გასულ პარასკევს საგანგებო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელმაც დაასკვნა, რომ ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანო გებრეიესუსი.  

მეტი...

„გადატანილი ინფექცია ალიბი არ არის, ის უკვე აღარ გვიცავს“ –  ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან“

„თუ არ გვინდა, კოვიდთან განმეორებითი შეხვედრები გვქონდეს,  ვატაროთ პირბადე“ – აცხადებს ექიმი, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან“ და ამ ეტაპზე გამორიცხავს, შემთხვევების მატების პარალელურად, ქვეყნებმა შემზღუდველი ზომები დააწესონ. „რომ ვთქვათ, რომ რომელიმე ქვეყანა დღეს  აწესებს შეზღუდვებს და სადმე მსგავსი პრეცენდენტია, საბედნიეროდ, მსგავსი პრეცენდენტი არ გვაქვს. მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვაქცინა. გვაქვს პრეჰოსპიტალური, დამძიმების რისკის მქონე ადამიანებისთვის „პაქსლოვიდი“, ჰოსპიტალში მოხვედრისას გვაქვს „რემდესივირი“. მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანასაც, საბედნიეროდ, დღეს აქვს ცოდნა შესაბამისი მოქმედებების – ინფიცირებული პაციენტის მართვის. ამიტომ, ახლა, აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ ჩავკეტოთ საზოგადოება და ამით…

მეტი...

„ვაქცინაციას შერჩა ძალა დაიცვას ადამიანი მძიმე დაავადებისგან და გარდაცვალებისგან“ – ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან“  

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს უნიკალური ვაქცინა, რომელიც ადამიანს დაიცავს ინფიცირებისგან“ – აცხადებს ექიმი, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავართან.“  მისივე შეფასებით, პირბადის ტარება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში აუცილებელია. „შემთხვევები მკვეთრად იზრდება მთელ მსოფლიოში. თუ ადამიანს აქვს რისკის რომელიმე დაავადება, ან ასაკი, 65 წელი და მეტი, აუცილებლად, სიმპტომების პირველივე დღეს სწრაფი ტესტი უნდა გაიკეთოს. დიაგნოსტიკა ამოსავალი წერტილია. ამ ეტაპისთვის, არ გვაქვს ის უნიკალური ვაქცინა, რომელიც ინფიცირებისგან დაიცავს ადამიანს, სამწუხაროდ. ვაქცინაციის ძალა ინფიცირებისგან დაცვისა, მკვეთრად შემცირებულია. მაგრამ, საბედნიეროდ, ვაქცინაციას შერჩა ძალა დაიცვას ადამიანი მძიმე დაავადებისგან და გარდაცვალებისგან“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავართან“.…

მეტი...

აშშ დარწმუნებულია, რომ ამერიკული იარაღი უკრაინის გარეთ არ მოხვდება

ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკული წარმოშობის იარაღთან დაკავშირებით, რომელიც მათ უკრაინას მიაწოდეს, მკაცრ კონტროლს ითხოვს. როგორც „თეთრ სახლში“ აცხადებენ, დარწმუნებულები არიან, რომ იარაღის მკაცრი აღრიცხვა მოხდება. „დარწმუნებული ვართ და ეს  უკრაინის მთავრობის ვალდებულებაშიც შედის, რომ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოშობის თავდაცვითი აღჭურვილობა. შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული უკრაინის მთავრობასთან, რათა უზრუნველვყოთ მიწოდებულ თავდაცვით აღჭურვილობასთან დაკავშირებული აღრიცხვიანობა“,- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე  ბონი დენი. ამერიკელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს ამერიკული იარაღის უკანონო გავრცელება. „ჩვენ ვიცავთ ამერიკული წარმოშობის თავდაცვის ტექნოლოგიებს და თავიდან უნდა ავიცილოთ მათი უკანონო გავრცელება. აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რათა…

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ ჰაუბიცების მარაგი შეავსო  

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინამ  პოლონეთიდან ჰაუბიცების „Krab“ ახალი ნაკადი მიიღო. მისი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კიევში შედგა და მასში პოლონეთის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობდნენ. „ჩვენ Krab-ები ჩამოგვიტანეს. ისინი ძლიერად დააპურებენ ჩვენს მტერს ცეცხლით. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის არ არის, რაზეც ვისაუბრეთ, არამედ ის, როგორ ვისაუბრეთ. აბსოლუტური რწმენით უკრაინის მომავალთან დაკავშირებით, უკრაინის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ასევე მიმდინარეობს ჩემი ყველა დანარჩენი მოლაპარაკებები. ეს ყოველთვის იგრძნობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.  

მეტი...