დონეცკში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

უკრაინიას საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,  დონეცკის ოლქში, ჩასოვოი იარში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. მაშველების ინფორმაციით, ნანგრევებიდან 6 ადამიანი უკვე გამოიყვანეს. ამასთან, ნანგრევების ქვეშ მყოფი ორი ადამიანი კონტაქტურია და მაშველები მათ გამოყვანას ცდილობენ. ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მეტი...

საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 10:14 საათსა და 10:24 საათზე  საქართველოში  კიდევ ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ, 3.2 და  3.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ამ შემთხვევაში საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან იყო.

მეტი...

რუსეთი ევროპისთვის ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით გაზის მიწოდებას წყვეტს

11 ივლისიდან რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელი გაზსადენით, ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით  გაზის მიწოდებას,  ტექნიკური სამუშაოების გამო  წყვეტს. მიწოდება სავარაუდოდ, ათი დღით შეჩერდება, მაგრამ მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შეშფოთებულნი არიან, რომ მიწოდება შეიძლება გაგრძელდეს უკრაინაში ომის გამო. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით,  გასაკვირი არ იქნება, თუ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს და ამის მიზეზად ტექნიკურ შეფერხებას დაასახელებს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ნავთობსა და გაზს პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს და თქვა, რომ ტექნიკური სამუშაოები იყო რეგულარული, დაგეგმილი ღონისძიება. ცნობისთვის, Nord Stream 1 მილსადენით რუსეთიდან…

მეტი...

მასშტაბური ხანძარი პორტუგალიაში – დაშავდა 30-მდე ადამიანი

პორტუგალიაში ტყეებში გაჩენილი ხანძრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის მეხანძრეები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მაღალი ტემპერატურა და გვალვაა. დაახლოებით 2 500 ჰექტარი ტერიტორია უკვე დაიწვა  და ცხრა დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, სინოპტიკოსების ცნობით,  მომდევნო დღეებში პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა 43 გრადუსს მიაღწევს.

მეტი...

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთმა 22500-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 22500-ზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა უკრაინის წინააღმდეგ. უწყების ცნობით, არსებული მონაცემებიდან 21 677 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაა, 73 ომის დაგეგმვა, მომზადება ან წამოწყება და წარმოება, 21 ომის პროპაგანდა, 733 სხვა. ასევე რეგისტრირებულია 10 922 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. აქედან 7606 არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, 1283 სახელმწიფო ღალატი, 1534 თანამშრომლობა, 87 აგრესორ სახელმწიფოს დახმარება, 64 დივერსიული აქტი და 348 სხვა.

მეტი...

საქართველოში დღეს უკვე მესამე მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 09:18 საათზე საქართველოში დღეს უკვე მესამე მიწისძვრა მოხდა. პირველადი მონაცემებით, ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო, სიმძლავრემ კი  3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. შეგახსენებთ, პირველი მიწისძვრა 07:36 საათზე, ხოლო მეორე 09:10 საათზე მოხდა.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ტერიტორიების დეოკუპაციის ბრძანება გასცა

უკრაინის თავდაცვლის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა დასავლური იარაღით აღჭურვილი, მილიონობით სამხედრო ძალას აორგანიზებს, ქვეყნის  სამხრეთი ტერიტორიის დეოკუპაციისთვის. რეზნიკოვის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედროებს უბრძანა დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ტერიტორიები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ,,ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.  პრეზიდენტმა სამხედრო ხელმძღვანელობას გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი ასრულებს დავალებას და ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა XYZ. ეს ჩემი საქმეა, მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”,- აღნიშნა რეზნიკოვმა.

მეტი...

,,რომ არა, პუტინის გადაწყვეტილება, მსოფლიო შეიძლება უფსკრულის წინაშე აღმოჩენილიყო”- ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ,,სპეცოპერაციის” ჩატარების გადაწყვეტილებით, აღკვეთა მსოფლიოში დიდი ომის დაწყება. „ჩვენმა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რომ არა მისი გადაწყვეტილება, რომ დაწყებულიყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მსოფლიო რეალურად შეიძლება უფსკრულის წინაშე აღმოჩენილიყო, დიდი ომის ზღურბლამდე მისულიყო“, – განაცხადა ვოლოდინმა.

მეტი...

თბილისში მეორე მიწისძვრაც მოხდა

09:10 წუთზე თბილისში მეორე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან იყო. შეგახსენებთ, რომ დილით, საქართველოში დილით ერთი მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი სოფელ სამება იყო. სიმძლავრე კი 4.8 მაგნიტუდა.

მეტი...

სარაკეტო თავდასხმა დონბასზე – დაიღუპა ორი ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინული ქალაქების დაბომბვას განაგრძობენ.  დონბასის რეგიონში განხორციელებულ საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა ორი  და დაშავდა ხუთი ადამიანი. ამ დროისთვის,  ბახმუტის რაიონი ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა. ამასთან, რუსულმა ძალებმა  იერიში მიიტანეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე, გაანადგურეს  ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა ნიკოლაევის და სუმის რეგიონები.

მეტი...

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა

საქართველოში დილით მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან იყო. რაც შეეხება სიმძლავრეს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, 4.8 მაგნიტუდა იყო. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მეტი...

უკრაინის პრემიერობა ლიზ ტრასს სურს

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, აღნიშნული პოზიცია თავისუფალია. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ბორის ჯონსონის პოზიციის დაკავება გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასა სურს. „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი არც მალავს, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციის დასაკავებლად ბრძოლას აპირებს. გამარჯვების შემთხვევაში კი გადასახადების შემცირებას გეგმავს.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

07:37 წუთზე საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა, ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, თბილისშიც ძლიერად იგრძნობოდა. “დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი” ეპიცენტრისა და მაგნიტუდის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე წუთში გაავრცელებს.

მეტი...

უკრაინა მეტი ამერიკული იარაღის სასწრაფოდ მიწოდებას ითხოვს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მათ თანამედროვე, ამერიკული იარაღის გამოყენების „გამოცდა“ წარმატებით ჩააბარეს და უფრო მეტი ამერიკულ იარაღის მიწოდებას ითხოვენ. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, იარაღის მიწოდება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. „უკრაინამ ამერიკული მოწინავე იარაღის გამოყენებაზე „გამოცდა“ ჩააბარა. საუბარია „ჰიმარსის“ სისტემაზე. უკრაინას  შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება სჭირდება. „იზიუმის“ შემთხვევაში, ჩვენ ზუსტად დავარტყით რუსეთის საჰაერო ოპერაციების სამეთაურო ცენტრს. ეს დაინახეს ჩვენმა პარტნიორებმა და თქვეს, რომ ჩავაბარეთ „გამოცდა“. რუსები იყენებენ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, რომელსაც შეუძლია 120 კილომეტრის დარტყმა. ჩვენ გვჭირდება უფრო შორ მანძილზე მოქმედი – 150 კილომეტრზე მოქმედი იარაღი და ეს უნდა მოხდეს…

მეტი...

„იქნება ბრძოლა, იქნება საარტილერიო დაბომბვა“ – მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

უკრაინა ისევ განგაშს აცხადებს და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს და ევაკუაციისკენ მოუწოდებს. „ევაკუაცია აუცილებელია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევის დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას.  ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სარაკეტო დარტყმები გრძელდება. ბოლო შეტევას კი 15 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

„ყველა რუსი მკვლელისთვის სასჯელი გარდაუვალია“ – პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან უკრაინელების ხოცვაზე კიდევ ერთ ვიდეომიმართვაში საუბრობს და აცხადებს, რომ მკვლელებს სასჯელი არ ასცდებათ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ – იარზე მიტანილ სარაკეტო იერიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა. მათ შემსრულებლებს კი განზრახ მკვლელები უწოდა. „მსგავსი დარტყმების შემდეგ ისინი ვერ იტყვიან, რომ რაღაც არ იცოდნენ ან რაღაც ვერ გაიგეს. ყველა რუსი მკვლელისთვის სასჯელი გარდაუვალია, აბსოლუტურად ყველასთვის, ისე როგორც ნაცისტებს. არ უნდა ელოდებოდნენ, რომ მათ მათი სახელმწიფო დაიცავს. რუსეთი პირველი იქნება, ვინც მათ მიატოვებს, როცა პოლიტიკური გარემოებები შეიცვლება”,- აღნიშნა ზელენსკიმ. რუსული ძალების სარაკეტო იერიშს…

მეტი...