,,პარლამენტში მხოლოდ დესტრუქციისთვის მოდიან”- გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

,,პირველი პუნქტი, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ არის დაწესებული,   დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებაა, ახლა ოპოზიციის მოედანზე მათ უნდა გააკონტროლონ კონსტრუქციული საუბარი,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორები დადებითად აფასებენ, ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმაზე კონსულტაციების დაწყებას. „ევროკავშირი და დასავლელი პარტნიორები იწონებენ ამ გეგმაზე კონსულტაციების დაწყებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ჯგუფები უნდა შეიქნას ამ საკითხების განსახორციელებლად. „ქართული ოცნების“ მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება უკვე დაწყებულია და პირველი პუნქტი, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ არის დაწესებული, დეპოლარიზაციის პროცესის დაწყებაა, ახლა ოპოზიციის მოედანზე მათ უნდა გააკონტროლონ კონსტრუქციული საუბარი…

მეტი...

,,ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც”ქართულმა ოცნებამ” გააჟღერა”- ლევან იოსელიანი

პარტია “მოქალაქეების” დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების თავის ხედვა უნდა წარმოადგინოს, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა. „მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, იმის, რაც პირველი მოსმენით არის მიღებული, ეს საკითხი მნიშვნელოვანია სამომავლოდ ამ ქვეყანაში დემოკრატიული, პლურალისტური გარემოს შესაქმნელად. თუმცა, ამ საკითხის გარდა, იქ (ევროკავშირის მოთხოვნებში) არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რაზეც ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე “ქართულმა ოცნებამ” გააჟღერა იმიტომ, რომ ჩვენ არ…

მეტი...

წყალდიდობა ავსტრალიაში – სტიქიის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

წყალდიდობა ავსტრალიაში – სიდნეის ზოგიერთ რაიონში დატბირილია გზები და სახლები. მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. არსებული ინფორმაციით, წყალდიდობის გამო  50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სიდნეის სტიქია წელს მესამედ დაატყდა თავს. უამინდობას ავსტრალიაში სულ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

პოლიციამ მარნეულში მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ მარნეულში მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ფ.დ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, ქ. მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ვ.ო.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ვ.ო. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა, ჩატარებული…

მეტი...

,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არის ახალი წინადადებები საქართველოს მხრიდან”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართულმა ოცნების“ მიერ წარდგენილი, ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალურ გეგმას აფასებს. მისი თქმით, გეგმის შემუშავება წინგადადგმული ნაბიჯია და ახლა მისი იმპლემენტაცია იქნება მთავარი. “ჯერ კარგად არ გავცნობივარ გეგმას, მაგრამ მივესალმები პროცესს, რომ არის ინიციატივები მაგიდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც მისასალმებელია. მინდა საფუძვლიანადა გავეცნო და შევაფასო. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ წინგადადგმული ნაბიჯია და დიდი იმედი მაქვს ხელს შეუწყობს პირობების დაკმაყოფილებას და დიდი იმედი მაქვს იმ სულისკვეთებითაა, რასაც ითხოვს ევროკავშირი, ევროპარლამენტი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გეგმის არამარტო გამოცხადება, არამედ იმპლემენტაცია იქნება მთავარი. ზოგადად, დიახ, ძალიან…

მეტი...

,,საქართველო იყო რუსეთის აგრესიისა და უკანონო ოკუპაციის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი”- მაკა ბოჭორიშვილი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბირმინჰემში  მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში მონაწილეობს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სესიის ფარგლებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტზე დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც ეუთო-ს რეგიონში ადამიანების უსაფრთხოებასა და ზოგადად ევროპის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება. რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიულ ქმედებებზე, რომელმაც ევროპის ცენტრში ომი დააბრუნა და უამრავი დანაკარგისა და იძულებით გადაადგილებული პირის წარმოშობის მიზეზი გახდა. მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რეზოლუციაში პარაგრაფი შევიდა. „ასამბლეა გმობს რუსეთის…

მეტი...

დიდი ბრიტანეთი ბელარუსს სანქციებს უწესებს

დიდი ბრიტანეთი  ბელორუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. მათ შორის არის სავაჭრო ბლოკის, დაახლოებით 60 მილიონი ფუნტის ($73 მილიონი) საქონელის აკრძალვა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო. გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) ორშაბათს გამოაცხადა, ახალი ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო სანქციები. სანქციების  ითვალისწინებს ბელორუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს, ნავთობგადამამუშავებელი საქონლის, მოწინავე ტექნოლოგიური კომპონენტების და ძვირადღირებული პროდუქტების ექსპორტს. სანქციები ძალაში შევა სამშაბათს და ასევე აუკრძალავს ბელორუსულ კომპანიებს ვალების და ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ლონდონში. „ბელარუსის რეჟიმმა აქტიურად შეუწყო ხელი პუტინის შეჭრას, ნება დართო რუსეთს გამოეყენებინა თავისი ტერიტორია უკრაინის დასაჭერად – საზღვრიდან ჯარები…

მეტი...

მარიუპოლის მოსახლეობა მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპება

საკრებულოს ინფორმაციით, ოკუპირებული მარიუპოლის მოსახლეობა წამლების ნაკლებობის გამო იღუპება. მათივე ცნობით, დეფიციტშია მძიმე ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები, ასევე დიაბეტის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებებისთვის საჭირო წამლები. ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, საფრთხეშია ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ის საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს  შეაფასონ ქალაქში მომხდარი ჰუმანიტარული კატასტროფა და მშვიდობიანი მოქალაქეების გენოციდი. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მარიუპოლში ექიმები აღარ არიან.

მეტი...

,,ჩვენ უნდა გავტეხოთ მტერი – ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს მომავალს, მთელი უკრაინელი ხალხის ბედს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალები აგრძელებენ სუმის ოლქის, ქალაქ ხარკოვის და ოლქის სასაზღვრო ტერიტორიების განადგურებას. ზელენსკის თქმით, ახლა მთავარი ამოცანა მტრის გატეხვაა, რაც დიდ დროს და ძალას მოითხოვს. ,,მტერი აგრძელებს სუმის ოლქის, ქალაქ ხარკოვის და ოლქის სასაზღვრო ტერიტორიების ტერორს. უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ, ახდენენ ზეწოლას და დღითიდღე ანადგურებენ ოკუპანტების შემტევ პოტენციალს. ჩვენ უნდა გავტეხოთ ისინი. ეს რთული ამოცანაა, ამას დრო და ზეადამიანური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს – ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს მომავალს, მთელი უკრაინელი ხალხის ბედს”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტში 4 ივლისს ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. “რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 4 ივლისს რუსებმა დონბასში – ბახმუტში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. კიდევ 4 ადამიანი დაშავდა”, – განაცხადა კირილენკომ. კირილენკოს ცნობით, დაშავებულია 4 ადამიანი და საომარი მოქმედებების გამო, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.

მეტი...

,,პუტინი თუ არ გავაჩერეთ უკრაინაში, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს”- ბორის ჯონსონი

,,ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს რევანშისტული თავდასხმებისთვის,”- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონის თქმით, დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, იერიში მიიტანონ და დაანაწევრონ  მათი მეზობლები. „ჩვენი პრიორიტეტი არის გაერთიანება მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება მის გაბედულ ბრძოლაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ თუ პუტინს უკრაინაში არ გავაჩერებთ, ის მოძებნის ახალ სამიზნეებს რევანშისტული თავდასხმებისთვის. ჩვენ არ ვიცავთ რაიმე აბსტრაქტულ იდეალებს, არამედ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, დაანაწევრონ მათი…

მეტი...

გვალვის გამო იტალიის ხუთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იტალიის ხუთ რეგიონში, ესენია – ემილია რომანაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეტოში. არსებული ინფორმაციით, მდინარე პო ველის ტერიტორიაზე, სადაც იტალიაში წარმოებული საკვები პროდუქტების 40 პროცენტი მოდის, ნალექი უკვე ოთხი თვეა, არ მოსულა. გვალვავ მდინარეებსა და წყალსაცავებში წყლის დონის შემცირება გამოიწვია, რამაც ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობაც შეამცირა.

მეტი...

,,ყველა გათავისუფლებული დასახლება დანგრეულია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენას სჭირდება კოლოსალური რესურსი. მისი თქმით, ყველა გათავისუფლებული დასახლება დანგრეულია. ,,უკრაინის აღდგენა დღესვეა საჭირო. ყველა გათავისუფლებული დასახლება დანგრეულია. ეს ნიშნავს, რომ მათი ინფრასტრუქტურის აღდგენას სჭირდება კოლოსალური რესურსი. აუცილებელია მედიცინის დაბრუნება, სოციალური მომსახურების აღდგენა, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების დაბრუნება. მხოლოდ დანგრეული სახლების რაოდენობა გათავისუფლებულ რაიონებში ათობით ათასია. ასევე, საჭიროა სკოლების მომზადება, უნივერსიტეტების მომზადება ახალი სასწავლო წლისთვის, რომელიც მუდმივი თავდასხმის საფრთხის ქვეშ უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

აშშ-ში მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

ამერიკის დამოკიდებლობის დღეს, საზეიმო აღლუმზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. 6 დაღუპული და 24-ზე მეტი დაშავებული – ასეთია ამ ეტაპზე  ჰაილენდ-პარკში მომხდარი სროლის შედეგი. სამართალდამცველებმა  ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, რომლითაც სროლა განხორციელდა. შემთხვევა ჩიკაგოსთან მოხდა. დამნაშავე დაკავებულია. ის 22 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა. აღლუმი სროლის დაწყებიდან 10 წუთში შეწყდა.  

მეტი...

„ბედნიერი ვარ, რომ არის გეგმა, პოლიტიკური ნება“ – ევროდეპუტატი საქართველოს „საშინაო დავალებაზე“

​ევროპარლამენტარ მარკეტ გრეგოროვას განცხადებით, ის კმაყოფილია, რომ საქართველო მზადაა 12 პუნქტიანი „საშინაო დავალების“ შესასრულებლად და ეს გეგმა რომ არსებობს. „ეს არის პირველი ნაბიჯი. მე გავეცანი „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ გეგმას კომისიის მიერ გაწერილი 12 პირობის შესასრულებლად. მომეწონა, კმაყოფილი ვარ, რომ გათვალისწინებულია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ოპოზიციის მონაწილეობა.  იმედი მაქვს, რომ პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება, ნამდვილად ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას“, – აცხადებს ევროპარლმენტარი. გრეგოროვა ყველა მხარეს ჩართულობისკენ მოუწოდებს, რომ საერთო მიზნის მიღწევა მოხდეს. „მოვუწოდებდი ყველას  მეტი თანამშრომლობისკენ. პრაქტიკაში სირთულეები შეიძლება, იყოს. ოპოზიციამაც უნდა აჩვენოს მზადყოფნა. სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ყველა…

მეტი...

უკრაინელებმა რუსების იარაღის საცავი გაანადგურეს

რუსეთის საბრძოლო მასალების საცავის დიდი ნაწილი განადგურებულია. საბრძოლო მასალების საწყობი რადენიმე საათის განმავლობაშ ფეთქდებოდა და იწვოდა. საუბარია საკმაოდ დიდი მასშტაბის საცავზე, სადაც საბრძოლო ჭურვების დიდი ნაწილი ინახებოდა. ოფიციალური ინფორმაცია დანაკარგის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.  

მეტი...