უკრაინამ ლისიჩანსკზე კონტროლი დაკარგა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  უკრაინის არმიამ ქალაქი ლისიჩანსკი დატოვა. მათი განცხადებით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ ბრძოლას, თუმცა წარმატებისთვის ძლიერი ნებისყოფა და პატრიოტიზმი საკმარისი არ არის – საჭიროა მატერიალური და ტექნიკური რესურსები. გენშტაბის ცნობით, რუსული საოკუპაციო ძალების მრავალჯერადი უპირატესობის პირობებში არტილერიაში, ავიაციაში, MLRS-ში, საბრძოლო მასალასა და პერსონალში, ქალაქის თავდაცვის გაგრძელება ფატალურ შედეგებამდე მიიყვანდა უკრაინის არმიას. ,,ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ოკუპირებული პოზიციები და ხაზები”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში დაადასტურა  უკრაინული ძალების ქალაქიდან გაყვანა და თქვა, რომ უკანდახევა მიზნად…

მეტი...

,,პუტინი ომისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა, არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი ან ფინანსები”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, პუტინი უკრაინაში შეჭრისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა და მას შეუძლია ამ ომის დიდხანს გაგრძელება. ოლაფ შოლცის განმარტებით,  მსოფლიოში არსებული  საკვების დეფიციტის საფრთხე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია. „არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი ან ფინანსები. პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს და ნამდვილად აწარმოებს ამ სასტიკ ომს – და ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ასე რომ, შეძლებს ომის გაგრძელებას მართლაც დიდხანს. საკვების დეფიციტს მსოფლიოში ბევრი ადამიანი ახლა მათთვის საფრთხედ ხედავს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია და ომის,…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ვითარება კვლავ დაძაბულია

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან ბანერი გამოფინეს, რომლითაც ბიძინა ივაშვილის დასანქცირებას მოითხოვენ. ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებმა მთავრობის კანცელარიის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც, აქციამ შენობის ზედა შესასვლელისკენ გადაინაცვლა. ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, თუ პოლიცია მათ დააკავებას შეეცდება, წინააღმდეგობა არ გაუწიონ. შეგახსენებთ,  აქციის მონაწილეები, რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით  პროტესტს გამოხატავენ. ისინი ახლა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების ადგილზე მისვლას ელიან და აცხადებენ, რომ ხმაურითა და არაძალადობრივი გზით შეუქმნიან დისკომფორტს მთავრობას.

მეტი...

სროლა კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში – დაიჭუპა სამი ადამიანი

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამი პირის  მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, ცეცლის სავაჭრო ცენტრში 22 წლის დანიელმა მამაკაცმა განხსნა, რომელსაც თან შაშხანა და საბრძოლო მასალა ჰქონდა.  

მეტი...

ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზის განცხადებით, ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო-ტექნიკური დახმარების პაკეტს გადასცემს. პრემიერის თქმით, ავსტრალია გააძლიერებს რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას. „უკვე გამოვყავით, ჯამში, 390 მილიონი დოლარი. ჩვენ ასევე გაძლევთ დამატებით 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 ერთეულ „ბუშმასტერის“ ტიპის ჯავშანმანქანას. ამრიგად, „ბუშმასტერის“ ჯავშანტექნიკის ჯამური რაოდენობა იქნება 60. ავსტრალია ასევე უზრუნველყოფს დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, უპილოტო თვითმფრინავებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას, როგორც ამას უკრაინა მოითხოვს. ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ დამატებით ფინანსურ სანქციებს და მოგზაურობის აკრძალვას კიდევ 16 რუსი მინისტრისა და ოლიგარქისთვის… ჩვენ ავკრძალავთ რუსული ოქროს იმპორტს, რათა შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი…

მეტი...

„ვემზადებით ხმაურისთვის, ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა”- გიგა მაქარაშვილი

ამ წუთებში, ვითარება კანცელარიასთან დაძაბულია. აქციის მონაწილეები, რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით  პროტესტს გამოხატავენ შენობის შესასვლელთან. აქციის „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა. მისივე თქმით, ხმაურითა და არაძალადობრივი გზით შეუქმნიან დისკომფორტს მთავრობას. „ვემზადებით ხმაურისთვის. ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა, ვიდრე საბოლოოდ არ იტყვიან უარს რუსეთისკენ სიარულზე. ეს არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. აქციის მონაწილეები არ ვარღვევთ კანონს. ჩვენ გვაქვს არჩეული ევროპული გზა, რაც მათ შორის ნიშნავს ევროპული სტანდარტის პროტესტს. ეს ხმაური არ იქნება გამაღიზიანებელი ხალხისთვის, იქნება გამაღიზიანებელი…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები   ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. წელს მოხსნილია საგამოცდო ცენტრებში პირბადის ტარების ვალდებულება და გაუქმდა თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, საგამოცდო სექტორში განთავსებულ მაგიდებს აღარ ექნებათ დამცავი ფარები. წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

მეტი...

,,უკრაინა არაფერს თმობს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსებს შეუძლიათ, ყოველდღიურად გამოიყენონ ათი ათასობით საარტილერიო ჭურვი ფრონტის ერთ სექტორზე, ამიტომ ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინული არმია ლისიჩანსკს ტოვებს, თუმცა მისივე განმარტებით, ეს დანებებას არ ნიშნავს. ,,თუ ჩვენი არმიის სარდლობას უკან გაჰყავს ხალხი ფრონტის გარკვეული წერტილებიდან, სადაც მტერს უდიდესი საცეცხლე უპირატესობა აქვს, კერძოდ ეს ეხება ლისიჩანსკს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკის წყალობით, თანამედროვე იარაღის მიწოდების გაზრდის წყალობით. უკრაინა არაფერს არ თმობს. და როცა ვინმე იქ მოსკოვში რაიმე ინფორმაციას ავრცელებს ლუგანსკის რეგიონის შესახებ – დაე, გაიხსენოს მათი…

მეტი...

,,რუსეთის ეკონომიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისში აღმოჩნდა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ყველასთვის მსოფლიოში, მათ შორის, ყველა ინტელექტუალური ადამიანისთვის რუსეთშიც – ცხადია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ამასთან ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვება დამოკიდებულია იარაღის და პარტნიორებისგან მიღებული სხვა შეიარაღების დროულად მიღებაზე. „რუსეთის ეკონომიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისში აღმოჩნდა. სამყარო უარს ამბობს მასთან კავშირზე. სიტყვები „ჩამოშლა“, „დეფიციტი“ და „სიღარიბე“ არის ის, რაც აღწერს რუსეთის ცხოვრებას მანამდე, ვიდრე ამ სახელმწიფოს სურს, იყოს ტერორისტული სახელმწიფო. მათ 35 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს და ეს ჯერ კიდევ კონსერვატიული შეფასებაა. და რისთვის არის ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ…

მეტი...

მთავრობის კანცელარიასთან აქციის მონაწილეები გააქტიურდნენ

მთავრობის კანცელარიის ცენტრალურ შესასვლელთან, საიდანაც მთავრობის წევრები შედიან, ხმაურია, აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ კანცელარიის შესასვლელი. აქვთ საყვირები, დასარტყამი ინსტრუმენტი და მაქსიმალურად ხმაურობენ, რომ ხმა გააგონონ მთავრობის წევრებს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფოს ეკიპაჟები. მათი მოთხოვნა უცვლელია – პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომა.

მეტი...

აქციის მონაწილეებმა ღამე ქუჩაში გაათენეს

საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ,“ დღეს დილიდან განახლდება. აქციის მონაწილეებმა ღამე ქუჩაში გაათენეს. ისინი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილები და აქ აპირებენ ყოფნას და მთავრობის სხდომისთვის დისკომფორტის შექმნას. მთავრობის სხდომა დღეს არის დაგეგმილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მჯდომარე აქციას გამართავენ მთელი კანცელარიის ირგვლივ განთავსდებიან და თუ მთავრობის წევრები გადაუვლიან, შეუძლიათ შევიდნენ კანცელარიაში. “ერთადერთ გზად მიგვაჩნია ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც ამ 6 თვეში უზრუნველყოფს იმ რეფორმების გატარებას, რაც ევროპამ მოგვთხოვა. დარწმუნებული ვარ რომ ამას მივაღწევთ ბრძოლით,” – ასეთია მათი გზავნილი.  

მეტი...

ოკუპანტებმა დონეცკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა დონეცკის დონეცკის ქალაქებზე მორიგი იერიში მიიტანეს.  სლავიანსკსა და კრამატორსკში გონხორციელებული დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. როგორც უკრაინული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, გამოყენებულია კასეტური ბომბები. ერთი ოჯახი მთლიანად განადგურდა. დაღუპულთა შორისაა 12 წლამდე ბავშვი. რუსეთის იერიში უკრაინაზე გრძელდება.

მეტი...