,,არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ”- დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში”

,,ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდან გამომდინარე, არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ,”- ასე უპასუხა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრი მთავარის”, ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ვერ ვამბობთ უარს რუსულ ენერგიაზე. დავით ნარმანიას განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც, საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიას ყიდულობს, თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით არსებული იაფი ტარიფია. ,,ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება. აოგადად, ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში ვიღებთ რუსეთიდან ენერგიას, რადგან თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდან, მსყიდველუნარიანობიდან და ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს ფუფუნება,…

მეტი...

რუსულმა ძალებმა ნიკოლაევში სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს – დაიღუპა 6 ადამიანი

უკრაინის პრეზიდენტის  ვოლოდიმირ ზელენსკის  ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს  სამოქალაქო ობიექტებზე ქალაქ ნიკოლაევში. ნიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით,  საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 6 პირი. მისივე თქმით, რაკეტები მოხვდა რეკრეაციულ ცენტრსა და ავტოფარეხს. ვიტალი კიმის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა  7 საცხოვრებელი კორპუსი.  

მეტი...

,,რუსეთის არმია არ ესხმის თავს არცერთ სამოქალაქო ობიექტს”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთის არმია არ ესხმის თავს არცერთ სამოქალაქო ობიექტს”- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა, აშხაბადში “კასპიის ხუთეულის” ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან  კრემენჩუკის  სავაჭრო ცენტრზე თავდასხმაში, რუსეთის ბრალეულობა უარყო. ,,რუსეთის არმია არ ესხმის თავს არცერთ სამოქალაქო ობიექტს. ჩვენ ამის საჭიროება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ აღმოვაჩინოთ კონკრეტული ადგილები და ჩვენი მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის წყალობით ვაღწევთ ჩვენს მიზნებს”, – აღნიშნა პუტინმა. შეგახსნებთ, ორი სარაკეტო დარტყმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის ძალებმა 27 ივნისს მიიტანეს. შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა,  59 პირი კი დაშავდა.

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 35 600 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  24 თებერვლიდან 30 ივნისამდე,  უკრაინაში დაახლოებით 35 600 რუსი სამხედრო მოკლეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 35 600; ტანკი – 1 573; ჯავშანტექნიკა – 3 726; საარტილერიო სისტემა – 790; სარაკეტო სისტემა – 246; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 104; თვითმფრინავები – 217; ვერტმფრენი – 185; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 641; საკრუიზო რაკეტები – 143; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 602; გემი/ნავი/კატარღა – 14; სპეციალური აღჭურვილობა – 61. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 ივნისამდე პერიოდს.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს. სამხედრო დახმარება მოიცავს მოდერნიზებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, დრონებს და  ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას. ,,რადგან პუტინი ვერ ახერხებს იმ მიზნების მიღწევას, რასაც ელოდა და რისი იმედიც ჰქონდა, და ამ ომის ამაოება ყველასთვის ნათელი ხდება, მისი თავდასხმები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სულ უფრო ბარბაროსულია. დიდი ბრიტანეთის იარაღი, აღჭურვილობა და წვრთნა ცვლის უკრაინის თავდაცვას ამ თავდასხმისგან”,- განაცხადა ბორის ჯონსონმა. ოთხშაბათს , ნატო-ს მადრიდის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიდერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ მეტი დახმარება,  რადგან უკრაინის თავდაცვის ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით 5…

მეტი...

,,რუსებს უდიდესი სენი სჭირთ, გადაჭარბებული ამბიციები აქვთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსებს გადაჭარბებული ამბიციები აქვთ, საერთაშორისო სამართალს პატივს არ სცემენ და არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსებს უკრაინელი ხალხის მიმართ უპატივცემულობის, დაპყრობის და საზარელი დანაშაულების ჩადენის სენი სჭირთ. ,,გულწრფელად ვამბობ, არ ვიცი რა ხდება ვლადიმირ პუტინის თავს. მიმაჩნია, რომ რუსებს, მართლაც უდიდესი სენი სჭირთ და მეჩვენება, რომ ეს ავადმყოფობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. ეს არის კონკრეტულად ჩვენი ხალხისადმი უპატივცემულობის სენი, დაპყრობის სენი, საზარელი დანაშაულების ჩადენის სენი, რომლებიც მათ ჩვენს მიწაზე ჩაიდინეს. მეჩვენება, რომ ეს ძალიან რთული მომენტია…

მეტი...

,,უაღრესად ვაფასებთ დიდი ბრიტანეთისგან 5 მილიონის გამოყოფას”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისგან  5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს. “უაღრესად ვაფასებთ  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან  5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც  ქვეყნის და მთელი  ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს”,- აღნიშნავს პრემიერი. ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ ფუნტს გამოუყოფს

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთი ჯო ბაიდენს სანქციებს უწესებს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანქციებს უწესებს. კერძოდ, ჯო ბაიდენი ოკუპირებულ აფხაზეთში ტაქსით გადაადგილებას ვეღარ შეძლებს. ტაქსის კომპანიის “ა-ტაქსის” ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია არ აპირებს მოემსახუროს იმ პირებს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ. სანქცირებულ პირთა შორის ყაზახეთის პრეზიდენტიც მოხვდა.

მეტი...

,,საბოლოო მიზანი დონბასის გათავისუფლებაა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერი პუტინის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საბოლოო მიზანი,  დონბასის გათავისუფლებაა. მისი თქმით, ,,სამხედრო ოპერაცია” გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. „საბოლოო მიზანი – ეს არის დონბასის გათავისუფლება, ამ ხალხის დაცვა და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სულ ეს არის. სამუშაო მიდის მშვიდად, რიტმულად. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს,”- აღნიშნა პუტინმა. ამასთან, პუტინის განცხადებით, ომის დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია. „არ არის საჭირო ვადებზე საუბარი და მე არასოდეს ვლაპარაკობ ამაზე, რადგან ეს არის ცხოვრება, ეს არის რეალური რამ. გარკვეულ ვადებში მოქცევა არასწორია“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

უკრაინამ ოლიგარქების რეესტრის შესახებ დადგენილება აამოქმედა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა დადგენილება ოლიგარქების რეესტრის შესახებ, რომელიც მანამდე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაამტკიცა. „ამოქმედდეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება „საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირთა (ოლიგარქების) რეესტრის შესახებ რეგულაციების დამტკიცების შესახებ. მისი ფორმირებისა და შენარჩუნების პროცედურა”,- წერია დადგენილებაში. სახელმწიფო საიდუმლოებისა და ოფიციალური ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია არ არის შეტანილი რეესტრში, ხოლო რეესტრში შეტანილი ინფორმაცია ოლიგარქების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. რეესტრი შეიძლება შეიქმნას და ამოქმედდეს ეტაპობრივად, კერძოდ, მოდულურად, ამოცანების პრიორიტეტისა და რესურსების ხელმისაწვდომობის შესაბამისად.

მეტი...

„წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში”- პედრო სანჩესი

,,რუსეთს განსაზღვრავთ, როგორც სტრატეგიულ საფრთხეს ჩვენი მოკავშირეებისთვის, და განვსაზღვრავთ საშუალებებს, ინსტრუმენტებს რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ, ვუპასუხოთ ამ გლობალურ საფრთხეს“,- ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ნატო აპირებს მხარი დაუჭიროს უკრაინას, ვიდრე რუსეთის ჯარი დატოვებს ქვეყანას და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში. ნატო მკაფიო გზავნილს უგზავნის პუტინს, რაც არის ის, რომ ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ვიდრე რუსეთის ჯარი დატოვებს ქვეყანას და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ვფიქრობ, მნიშნველოვანია გავაგზავნოთ ერთიანობისა და საერთაშორისო საზოგადოების…

მეტი...

რატომ ვყიდულობთ დენს რუსეთიდან და რა მოხდება „თელასის“ დასანქცირების შემთხვევაში?! – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

  „ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, ელექტოენერგიაზე მოთხოვნაც იზრდება. თუ მას ადგილობრივი გენერაციის წყაროები არ დავაწიეთ, ასეთ შემთხვევაში, ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე კიდევ უფრო გაიზრდება“ – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. საიდან ახორციელებს ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტს; რატომ ვერ ვამბობთ უარს „რუსულ ელექტროენერგიაზე“; როგორია ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელი; რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში შეჭრის გამო, “თელასიც“ სანქციებს დაექვემდებარება?! – ამ და სხვა საკითხებზე დავით ნარმანია 11:00 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს.  

მეტი...

„ყველაფერი კეთდება ტყვეობაში მყოფი უკრაინელების დასაბრუნებლად“ – პრეზიდენტი ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გაზარდონ ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე. პრეზიდენტმა რუსეთის  ტყვეობიდან გათავისუფლებულ 144 ადამიანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით კი „აზოვსტალელი მებრძოლების“. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ამ ეტაპისთვის 95 „აზოვსტალელი მებრძოლის“ დახსნა მოხერხდა, თუმცა, ყველაფერი კეთდება, ტყვეობაში მყოფი უკრაინელების ქვეყანაში დასაბრუნებლად. „ერთი კვირის წინ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს კი კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა გაწევრიანების გზაზე. ძალიან პრაქტიკული ნაბიჯი“, – აცხადებს ზელენსკი  სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე. უკრაინამ „აზოვსტალელი მებრძოლები“ დაიბრუნა

მეტი...

„გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და გვექნება კიდეც“ – რას ითხოვს პრეზიდენტი ზელენსკი?!

ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი უსაფრთხოების მყარ გარანტიებსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს ითხოვს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკრაინის გამო ალიანსი სტრატეგიას ცვლის. „ალიანსი ცვლის სტრატეგიას რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ. ცხადია, რომ ევროპის უსაფრთხოების გარანტია ასეთ პირობებში ჩვენი სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და  ჩვენ გვექნება ისინი.  მე მოვუწოდე ნატო-ს წევრებს, მოძებნონ გადაწყვეტილებების ფორმატი, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურაში“, – ასეთია პრეზიდენტის გზავნილი.

მეტი...

გათავისუფლებული „აზოვსტალელების“ უმეტესობას კიდურები არ აქვს

„აზოვსტალელი მებრძოლები“ რომლებიც უკრაინამ ქვეყანაში დააბრუნა, უმძიმეს ვითარებაში არიან. დაბრუნებულთა უმეტესობას კიდურები არ აქვს, ზოგს არ ესმის და ზოგს სხვა სახის სამედიცინო პრობლემა აქვს. როგორც 36-ე ბრიგადის მეთაურის, ტყვეობაში მყოფი „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას და – ტატიანა ხარკო აცხადებს, მებრძოლების 99%-ი კიდურების გარეშე დაბრუნდნენ. „თითქმის უმეტესობა,  99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს, ვერ ლაპარაკობს. უმძიმეს მდგომარეობაში არიან, სასწრაფო სამედიცინო ჩარევა და შველა სჭირდებათ“ – აცხადებს ვოლინას და. რაც შეეხება თავად ვოლინას, ის ისევ რუსეთის ტყეობაში რჩება. ინფორმაციისთვის, გუშინ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა მოხდა. გათავისუფლებულებიდან 95…

მეტი...

პუტინი ამჯერად ფინეთს და შვედეთს ემუქრება

ფინეთისა და შვედეთისთვის ნატო-ს კარის  გახსნამ რუსეთის პრეზიდენტი მდგომარეობიდან გამოიყვანა. ვლადიმერ პუტინი ღიად აცხადებს, რომ რუსეთი იძულებული გახდება, სარკისებრი ქმედებები განახორციელოს. „რუსეთს ისეთი პრობლემები შვედეთთან და ფინეთთან არ აქვს, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული გახდება, სარკისებური ზომით უპასუხოს. არაფერი გვაქვს, რასაც შეეძლო ჩვენი შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. სურთ მათ, კი ბატონო. თუმცა მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, რომ  იქ სამხედრო კონტიგენტებისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ სარკისებურად და შევქმნათ ისეთივე საფრთხე ტერიტორიებისთვის, საიდანაც ჩვენ გვექმნება საფრთხე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ,…

მეტი...

„ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე“ – შარლ მიშელი

„გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად“ – აცხადებს – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს კვლავ დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია. გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი. ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად“, – აღნიშნავს ევროპული…

მეტი...