,,15 000 რუსი მილიონერი უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ომის მიმართ სკეპტიციზმის გამო, სავარაუდოდ 15 000 რუსი მილიონერი უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას. ამასთან, უწყების ცნობით, ომმა რუსეთში სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დააჩქარა. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას.  

მეტი...

,,ჩვენ სხვაგან ვართ, არამხოლოდ ტერიტორიულად, არამედ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად”- იაგო ხვიჩია

„მაკრონმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ ჩვენ სხვაგან ვართ, არამხოლოდ ტერიტორიულად, რაც ისედაც ცხადია, არამედ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად სხვაგან ვართ,”- ასე ეხმიანება  პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, ემანუელ მაკრონის განცხადებას. ხვიჩიას განმარტებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა გასაგებად თქვა, რომ საქართველო  პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად სხვაგან იმყოფება. „მაკრონმა ძალიან გასაგებად თქვა, რომ ჩვენ სხვაგან ვართ, არამხოლოდ ტერიტორიულად, რაც ისედაც ცხადია, არამედ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად სხვაგან ვართ, რადგან ჩვენი ბოლო პოზიციები არ ტოვებს სურვილს, რომ მხარი დაუჭირო და იბრძოლო იმისთვის, რომ საქართველო შენი ნაწილი იყოს. ჩვენ არ ვიქცევით სათანადოდ, არ ვისმენთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს, აზრებს…

მეტი...

,,პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება, მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა”- მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების”- ასე ეხმიანება  მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მასთან პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგორჟატა გოშიევსკას არ შეშვებას. „ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების. ის დამატებით არგუმენტებს იძლევა და ემსახურება ჩვენი კანდიდატობის შეგნებულად ჩაშლას, სწორედ ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მდგომარეობით, ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება, ხოლო ქართველი ხალხი არის არა ველური,…

მეტი...

,,ყველაფერს რომ გადაურჩეს კობახიძე, ვერ გადაურჩება ისტორიის განაჩენს”- ნათია მეზვრიშვილი

,,ყველაფერს რომ გადაურჩეს კობახიძე, ვერ გადაურჩება ისტორიის განაჩენს, დანაშაულისთვის, რომელსაც ის და მისი გუნდის წარმომადგნლები ჩადიან საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე,”- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკოსები მზად არიან, , საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას მომავალი თაობების ევროპული მომავალი გადააყოლონ. ,,მზად არიან, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას მომავალი თაობების ევროპული მომავალი გადააყოლონ. ესაა დანაშაული და კობახიძეს ერჩივნა პრეზიდენტის მნიშვნელოვან, სწორ გზავნილებსა და ბრალდებებზე ესაუბრა – როგორ გააფუჭეს საქმე, ურთიერთობები, მეგობარი რომ არ დაგვიტოვეს. ურჩევნია, მთავრობა კონცენტრირდეს იმაზე, ევროპელ პარტნიორებთან რეპუტაცია როგორ აღადგინოს, იქნებ რაღაცამ მაინც გადაგვარჩინოს და ნაცვლად იმისა, რომ…

მეტი...

,,ქართველებს ჩვენი მომავალი გვესახება ევროპასთან ერთად, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ჩვენ”- თეა წულუკიანი

,,ქართველებს ჩვენი მომავალი გვესახება და ყოველთვის გვესახებოდა ევროპასთან ერთად, რადგან ქრისტიანული, ევროპული თვითმყოფადი კულტურის ხალხი და ქვეყანა ვართ, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ ჩვენ. გადაწყვეტილებას იღებენ ისინი და ჩვენ ველოდებით,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის განცხადებით,ყველა ფუნდამენტური რეფორმა, რაც განსახორციელებელი იყო, განხორციელდა. „რასაკვირველია, ჩვენ ველოდებით დღეის და მომდევნო დღეების სხვადასხვა დასკვნას, საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რას იტყვის ევროკავშირი საქართველოზე, რას იტყვის ქვეყანაზე და მის მომავალზე, როგორ ესახება ჩვენი მომავალი. ესახება თუ არა ჩვენი ქვეყნის ერისა და სახელმწიფოს მომავალი მათთან ერთად. ქართველებს ჩვენი მომავალი გვესახება და…

მეტი...

პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს

პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშიევსკას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია. „მორიგ ჯერზე მითხრეს უარი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. ევროპული დემოკრატიის პრინციპებში ის არ არის, რომ დაისაჯოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მე მგონი მეორე მსოფლიო ომის მერე, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია ქართული სასამართლოს მეირ. არა მარტო პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ ირღვევა ეს ნორმები, არამედ, მომდევნო პრეზიდენტიც სრულიად საფუძველს მოკლებული მიზეზების…

მეტი...

,,სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა გუშინდელი აქცია”- ბექა დავითულიანი

,,თუ მოლდოვას და უკრაინას მისცეს, ნუ უკრაინას კიდევ მესმის, იმიტომ რომ ომშია და შეიძლება ეს იყო ერთგვარი კომპენსაცია, მაგრამ მოლდოვასაც თუ მიენიჭა და ამასობაში საქართველოს არ მიენიჭა, ეს იქნება მართლა უსამართლო”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. დავითულიანის თქმით, თუ ევროპული საბჭო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს უსამართლობა იქნება. ,,მართლა სამი და ხუთი თავით ვჯობივართ. თუ ეს კრიტერიუმი და ღირებულებები გადაწონა გეოგრაფიამ, ესეც ცუდი სიგნალი იქნება, თუმცა ჯანდაბას, ნებისმიერ შემთხვევაში, მონიჭება მაინც რა თქმა უნდა, თუნდაც პირობიანი, იქნება ბევრად უკეთესი”, – განაცხადა დავითულიანმა. ამასთან, უმრავლესობის წევრმა…

მეტი...

„ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალი გვყავს საქართველში, ეს გახლავთ ახალი სამწუხარო ფენომენი”- სალომე ზურაბიშვილი

„ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალი გვყავს საქართველში და სამწუხაროდ, ისინი ტოვებენ საქართველოს. ეს გახლავთ ახალი სამწუხარო ფენომენი,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ განაცხადა, რომელიც მისი ინიციატივით იმართება. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ემიგრანტების შესახებ ისაუბრა. ,,დღეს მილიონ ნახევარი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და უმეტესობა მათგანი გახლავთ ქალი, რომელმაც არჩია ოჯახის რჩენა. ქალები ამასთანავე ძალიან აქტიურები არიან კულტურისა და ხელოვნების დარგში და მათ გაცნობას ჩვენი პანელების მეშვეობით შეძლებთ. აქ საუბარი შეეხება, თუ რა გავლენა აქვთ ქართველ ქალებს საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებაზე. აქ ქალები წარმოდგენილი…

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”- კარენ დონფრიდი

,,მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ისევე, როგორც შეწყვიტოს საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ხალხის ტკივილს”,- ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე – „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება. კარენ დონფრიდის განცხადებით, აშშ-მა უკრაინელებისთვის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად 6 მილიარდ 300 მილიონი დოლარი გამოყო. „ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ ამ აგრესიის ომს პუტინი ვერ მოიგებს, უკრაინა ამ ომიდან გამოვა ყველასათვის თვალსაჩინოდ, რომ მას აქვს სხვების მსგავსად საკუთარი…

მეტი...

აფეთქება ჩხოროწყუს საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრში დამონტაჟებული ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 19-177-ე მუხლით, რაც ქურდობის მცდელობას ნიშნავს. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

მეტი...

,,წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ნატო უბრალოდ უგულვებელყოფდა რუსეთის აგრესიას?”- ჯო ბაიდენი

,,ჩვენ გვქონდა არჩევანი, არაფერი გაგვეკეთებინა და ეს უარესი იყო. პუტინი რომ შესულიყო უკრაინაში, დაეკავებინა უკრაინა, და ბელარუსი, ეს იქნებოდა საფრთხე ნატო-სთვის და ყველაფერი იქნებოდა გაცილებით ცუდად“- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, ყოველთვის ითვალისწინებს ქვეყნის ინტერესებს. „მე მკაფიოდ ვთქვი, რომ უკრაინის დახმარება, ნატო-ს ორგანიზება უკრაინის დასახმარებლად – ყველაფერ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ეს ყველაფერი უსასყიდლოდ არ მოხდება. მე ვხელმძღვანელობ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ნატო, რომელიც გახლავთ უძლიერესი ალიანსი, უბრალოდ უგულვებელყოფდა რუსეთის აგრესიას, როდესაც 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვარს…

მეტი...

სპეცოპერაციის შედეგად ქურდული სამყაროს წევრები დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 8 პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. „სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ლ.დ., 1965 წელს დაბადებული გ.ხ. (ე.წ. კანონიერი ქურდის – რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა) და 1978 წელს დაბადებული ზ.თ. – ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ხოლო 1964 წელს დაბადებული დ.ქ. (მეტსახელად „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის – ასლან ქობულაძის, მეტსახელად – „ასლან ბათუმსკის“ ძმა) და 1973 წელს დაბადებული ა. დ. (მეტსახელად “ფაჩიჩა“), –…

მეტი...

ფინანსთა სამინისტრო საქართველოს „შავ ხვრელად“ მოხსენიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რიგი ტელეკომპანიების მიერ შეგნებულად ხდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება“  – აცხადებენ უწყებაში და „შავ ხვრელთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რიგი ტელეკომპანიების მიერ შეგნებულად ხდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესის წარმოჩენა ე. წ. შავ ხვრელად არის მიზანმიმართული მცდელობა ქვეყანას და მის რეპუტაციას მიადგეს ზიანი. ტვირთების კონტროლის პროცედურებზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წლის 7 ივნისს გამართულ ვებინარზე და ის ფაქტი, რომ საქართველოს საბაჟო…

მეტი...

მაისში ტურიზმიდან შემოსავლები 95.6%-ით აღდგა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მაისის თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მაისში  საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  258,581,861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6%  აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია     184,781,782    (+250.4%)  აშშ დოლარით. იანვარი-მაისის თვეში საერთაშორისო  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  840,879,162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3%  აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-მაისის თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 663,668,204    (+374.5%) აშშ დოლარით გაიზარდა.

მეტი...

ბაღებისა და სკოლების ავტორიზაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმას იწყებს, რომელიც  აღნიშნულ სფეროში მოქმედი დაწესებულებების ავტორიზაციას და ამ მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს. 2022 წლის 1 ივლისიდან იწყება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე: ●      საქმიანობდა როგორც…

მეტი...

„ჯერ არ დამდგარა დრო, ვისაუბროთ ომის დასრულებაზე“ – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც რამდენჯერმე შეხვდა, ესაუბრა ვლადიმერ პუტინს და უკრაინაშიც ჩავიდა, აცხადებს, რომ ომი ჯერ არ სრულდება. როგორც ემანუელ მაკრონი განმარტავს, რუსეთის პრეზიდენტი ჯერ ვერ დაარწმუნა კომპრომისისთვის „ჯერ არ არის მზად დათმობაზე წასასვლელად. უკრაინელები კი გმირულად ეწინააღმდეგებიან და მზად რაიმე მოლაპარაკებისა და კომპრომისისთვის.  ჯერ, რუსეთის მხრიდან,  არ დამდგარა მომენტი, რომ ვისაუბროთ ომის დასრულებაზე, კომპრომისებზე. რუსეთის პრეზიდენტმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. თავისი ქვეყანა ისტორიულ უფსკრულში ჩააგდო. უკრაინა მტკიცედ ეწინააღმდეგება და ჩვენ ვეხმარებით მას“ – აღნიშნავს მაკრონი.  

მეტი...

„ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ, ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – სერგეი ლავროვი

რუსული მხარე უკრაინაში გაჩაღებულ ომს სპეციალურ სამხედრო ოპერაციად აფასებს და ისევ ამტკიცებს, რომ ეს შეჭრა არც ყოფილა. „გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ – ასეთია რუსეთის საგაერეო მინისტრო მოკლე და ლაკონური შეფასება უკრაინაში გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით. „ჩვენ სხვა  გზა არ გვქონდა აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ რომ ის დანაშაულებრივი საქმიანობითაა დაკავებული, როდესაც ცდილობდა უკრაინის ნატო-ში ჩათრევას… დიპლომატები, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, გაეროს გენერალური მდივანი და გაეროს სხვები, დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან. მათ ყალბი ამბების გამხმოვანებლებად იყენებენ… რუსეთი არის ის, რაც არის. ჩვენ არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ,“- აცხადებს…

მეტი...

„ელენე ხოშტარიას რუსეთიდან თანხები ერიცხება, მილიონობით რუბლი“ – ირაკლი კობახიძე

„იქ აკანკალებს ყველაფერ რუსულზე და აქეთ იღებს რუსულ ფულს. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ყოფილ წევრზე, ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიაზე. „წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს რუსეთიდან რომ ჩარიცხვოდა მილიონობით რუბლი ამ ომის პერიოდში.  წარმოიდგინეთ, რომ მე მილიონობით რუბლი მერიცხება და არაფერს ვამბობ, ამ დროს, მეორე მხრივ, ვამტკიცებ, რომ ყველაფერ რუსულზე მაკანკალებს. კითხვები ხომ გაგიჩნდებოდათ? ამიტომ მიჩნდება ლეგიტიმური კითხვები ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის მორალთან დაკავშირებით ისედაც სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. დამატებითი კითხვები მიჩნდება, ხომ არ აქვს მაგალითად, ამ მილიონობით რუბლს კავშირი 20 ივნისის აქციასთან.…

მეტი...

„ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი, აგენტი“ – ირაკლი კობახიძე

„ის ჩვეულებრივი მართლა რეზიდენტი და აგენტია“, -ასეთ შეფასებას აძლევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ყოფილ წევრს, ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას. მისი შეფასებით, ელენე ხოშტარია რუსულ ფულს იღებს. „ნაცმოძრაობას“ ორმაგი სტანდარტი აქვს. გახსოვთ თქვენ, პოზნერი რომ ჩამოვიდა, 80 წელს გადაცილებული კაცი და კინაღამ გული გაუხეთქეს. სამარცხვინო იყო ის ქმედებაც, რაც მათ განახორციელეს. ხოშტარია ამბობს, რომ ყველაფერი რუსული მისთვის არის კანკალის მომგვრელი და გულის ამრევი, ამავდროულად კი რუსულ ფულს იღებს ახლა, ომის დროს და ამ რუსული ფულით ბინებს ყიდულობს. ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი და მთელი ეს მოცემულობა ეჭვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით,…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

გამთენიისას, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ მონაცემებით, ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში, ისევ  სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ კი 4.0 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

„მოუმზადებელი აქცია. მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული აქცია მოუმზადებელი იყო. მისივე შეფასებით, აქციაზე ძირითადად ადმინისტრაციის თანამშრომლები, ელჩები და ჟურნალისტები იყვნენ მაშინ, როცა მოსახლეობის 85% ევროინტეგრაციის მომხრეა. „გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო აქცია, საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები. როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო“ – ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციას. მისივე თქმით, პრეზიდენტი მმართველ გუნდს არ უჯერებს.…

მეტი...