,,დავით არახამიას ნამეტანი მოსდის”- დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს. სერგეენკო აცხადებს, რომ  არახამიას ზედმეტები მოსდის და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი არგუმენტ „დავით არახამიას არ ვიცნობ, მაგრამ გარკვეული პატივისცემის და იმის გათვალისწინებით, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას და ზოგადად მის მოქალქეებს ნათქვამში არ უნდა ჩასდიო. ეს უკვე ნამეტანია. ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს. არ შეიძლება ასეთი ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან უნდა წაიღოს თავის სიტყვები. უკვე ნამდვილად საზღვრებს სცილდება“, – აღნიშნა სერგეენკომ. დავით არახამიას განცხადებით, სანქციების ასარიდებლად…

მეტი...

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 15.1 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 %-ით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა. როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქალების საშუალო ხელფასი 1 184.8 ლარით, ხოლო კაცების – 1 695.4 ლარით განისაზღვრა. „2022 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 184.8 ლარით, ხოლო კაცების – 1 695.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 161.9 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 221.9 ლარი (15.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ამასთან,…

მეტი...

ქვემო ქართლში არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების ბრალდებით მამა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა. გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე შესაბამისი საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს და ა.გ. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს. გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი, გამოცემულია შემაკავებელი ორდერები. ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

,,გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა იყოს და არა ქუჩაში”- დავით სერგეენკო

საქართველოს პარლამენტი ვიცე-სპიკერი 16, 18 და 20 ივნისის დაგეგმილ აქციებს ეხმიანება. სერგეენკოს თქმით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ქუჩიდან მოძახილი მოწოდებებით იმართოს. „ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება და ამას ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა იყოს და არა ქუჩაში. უკვე მართლა ზედმეტია, რაც ხდება – არის მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც პოლიტიკურმა ინსტიტუციებმა საზოგადოებასთან ანგარიშგებით უნდა გადაწყვიტოს, ქუჩაში უნდა გადაწყდეს, რაც ცალსახად არასწორი მგონია”, – განაცხადა დავით სერგეენკო. დავით სერგეენკოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, პოზიტიური მოლოდინები აქვს.…

მეტი...

,,საქართველოსთვის საფრთხე არსად გამქრალა, ეს ძალიან მკაფიოა”- ლატვიის თავდაცვის მინისტრი

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოსთვის საფრთხე არსად გამქრალა და თითოეული ქვეყანა, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთთან, პოტენციური საფრთხის ქვეშაა. ლატვიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ალიანსის სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს, ევროპულ სტაბილურობასა და უსაფრთხოების მომავალს. „ამ ეტაპზე, არ მქონია ორმხრივი საუბარი ქართველ კოლეგასთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბარი არსებულ ვითარებაზე უკრაინაში. უკრაინა იბრძვის ჩვენს ომში და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უფრო დიდი დახმარება, მეტი სამხედრო, აღჭურვილობითი დახმარება უკრაინისთვის. საქართველოსთვის საფრთხე არსად გამქრალა. ეს ძალიან მკაფიოა. თითოეული ქვეყანა, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთთან პოტენციური საფრთხის ქვეშაა. სწორედ ამიტომაა,…

მეტი...

მედიის ადვოკატირების კოალიცია სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართვს

მედიის ადვოკატირების კოალიცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გავარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავს. როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას პატიმრობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აზიანებს. ,,მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ და დადებითად გადაწყვიტოთ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი, რადგან ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის “მთავარი არხის” დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის დაპატიმრებით რეალური საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სამართლიანი კრიტიკა ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის 2022 წლის 8 ივნისის რეზოლუციაშიც „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევების შესახებ“ აისახა, რომლითაც ევროპარლამენტმა მოუწოდებს…

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში  318 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას  318 ბავშვი დაიღუპა,  დაშავდა  581-ზე მეტი. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 297, ხარკოვის ოლქში – 170, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15. საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს კლინიკაში გაიმართება

ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა, დღეს კლინიკა ,,ვივამედში” გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი  საკუთარ პროცესს სასამართლო დარბაზის ნაცვლად სპეციალურად მომზადებულ პალატაში დაესწრება. ,,როგორც შეგვატყობინეს დღეს, მიმდინარე სხდომა გაიმართება გასვლით რეჟიმში, კლინიკის ტერიტორიაზე, მიხელ სააკაშვილის პალატაში. რაც ცოტა გაუგებარი და ჩემი აზრით უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ გასვლითი სხდომა იმართება მხარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე თუ სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე გადავამოწმე სასამართლოში, ამ თემაზე არცერთ მხარეს შუამდგომლობა წარდგენილი არ აქვს”- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მეტი...

,,მსოფლიოს სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და ჯო ბაიდენს, საუბრის მთავარი თემა კი, თავდაცვითი მხარდაჭერის გაძლიერება იყო. „მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ჩვენი თავდაცვის  გაძლიერების ახალი მილიარდდოლარიანი პაკეტის შესახებ. ეს არის სანაპირო თავდაცვა, არტილერია, თანამედროვე სარაკეტო სისტემები. ველით“, – აღნიშნავსზელენსკი. ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ. „ყველა საერთაშორისო კონტაქტისას მესმის აღფრთოვანება ჩვენი დამცველების ქმედებებით. მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ. ამ ომის 112 დღის განმავლობაში, უკრაინულმა…

მეტი...

,,საქართველო, მოლდოვა და ეკვადორი „რამშტაინის“ კლუბს შეუერთდნენ, უკრაინა გაიმარჯვებს“ – ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „რამშტაინის“ შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. რეზნიკოვის ცნობით, უკრაინის არმია მზად არის, გამოიყენოს თავისი ახალი ინსტრუმენტები ბოროტი ძალების წინააღმდეგ. „რამშტაინის სამი შედეგი: საქართველო, მოლდოვა და ეკვადორი კლუბს შეუერთდნენ, მეტ შეიარაღებას მოგვაწვდის აშშ (155 მმ იარაღი, ჰაიმარსი, ჰარპუნები და მეტი), ვერტმფრენები სლოვაკეთისგან, არტილერია კანადის, პოლონეთისა და ნიდერლანდებისგან, ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემები გერმანიისგან და კიდევ რაღაც. მადლობა ყველას. უკრაინის არმია მზად არის, გამოიყენოს თავისი ახალი ინსტრუმენტები ბოროტი ძალების წინააღმდეგ. უკრაინა განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას. ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ერთიანობა აქვს. უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს რეზნიკოვი.

მეტი...

დავით არახამიას განცხადებით, სანქციების ასარიდებლად რუსეთის მოქალაქეები ქართულ კომპანიებს იყენებენ

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და რუსული კომპანიები დასავლეთის დაწესებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად, ქართულ სუბიექტებს იყენებენ. ,,თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, ხსნი დისტანციურად საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას”,- განაცხადა არახამიამ. მისი თქმით, რუსები იყენებენ ქართულ ბანკებს და  ქართულ ფინანსურ სისტემას. მან ვაშინგტონს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

მეტი...

კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრებისკენ მოუწოდა. დღე ევროპისთვის – 19:00 საათზე პრეზიდენტი ყველას ეპატიჟება     

მეტი...

20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება

ქვეყანაში სტაბილური  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, 20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში. „კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მეტი...

სამი ქვეყნის ლიდერი უკრაინაში ჩავიდა

უკრაინას დღეს მნიშვნელოვანი დღე აქვს, ქვეყანას სამი ქვეყნის ლიდერი სტუმრობს. უკრაინაში იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გახმოვანებულა. პიდერები უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებიან და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ.

მეტი...

დღე ევროპისთვის – 19:00 საათზე პრეზიდენტი ყველას ეპატიჟება     

დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებით ევროპის ნხარდამჭერი აქცია იმართება. პრეზიდენტი აქციაზე ყველას იწვევს, როგორც რიგით მოქალაქეს. პრეზიდენტის მიწვევას ევროპელი დიპლომატები გამოეხმაურნენ და დააანონსეს, რომ ისინი ევროპის მოედანზე იქნებიან. „იქ არც სიტყვები იქნება, არც პლაკატები, არც განცხადებები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლიათ, იმღერონ. დანარჩენები იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, კი არ გვინდა იქ წასვლა, ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, მისაღებია. ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 19:00 საათზე, ერთი საათით, მეტი არ…

მეტი...

დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ, საქართველოში უკვე დაფიქსირდა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ამ მხრივ რამდენიმე რეგიონია აქტიური, თუმცა, დაავადება კარგად იმართება. „ყირიმ-კონგოს შემთხვევები საქართველოში სამწუხაროდ, ყოფელ წელს ფიქსირდება. არის რეგიონები, სადაც ამ შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია – სამცხე-ჯავახეთს ვგულისხმობ. ეს დაკავშირებულია საველე სამუშაოებთან., ქვეყანას ყირომ-კონგოს ცხელების მართვის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. შემთხვევები კიდევ დაფიქსირდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დაავადებას ძალიან მაღალი ლეტალობა ახასიათებს, ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს ამ მძიმე დაავადების მართვას“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც…

მეტი...

რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე დასახლებას დაარტყეს

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ქალაქებზე იერიში მიიტანეს. დაიბომბა პოკროვსკსა და გრიშინოს დასახლებები. განხორციელდა სარაკეტო დარტყმა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, არიან დაღუპულები.  

მეტი...

SOS – სიგარეტის ნამწვით დამწვარი მანქანა

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსიდან სიგარეტის ნამწვის გადაგდების შედეგადად ავტომანქანა დაიწვა. ფოტოს მომხმარებელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მაღალსართულიანი კორპუსებიდან სიგარეტის თუ სხვა ნაგვის გადმოყრა ამ დრომდე პრობლემად რჩება, მიუხედავად ჯარიმების შემოღებისა, აღსრულება სუსტია, რის გამოც შედეგი უმძიმესია.

მეტი...

ახალი მუტაცია – ეს ნამდვილად რეალური საფრთხეა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი,  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს  სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის შესაძლებლობა რეალურია. „ერთადერთი საფრთხე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს აქვს შემდეგია – ხომ არ გამოჩდება რომელიმე ახალი მუტაცია. ეს შესაძლოა იყოს შემთხვევების მკვეთრი მატებს განმაპირობებელი. ყველა სხვა სიტუაციასა და ყველა სხვა სცენარში, შემთხვევების მატება ზაფხულის-შემოდგომისა და ზამთრის  პერიოდში მოსალოდნელია, თუმცა, ამას არ ექნება ეპიდ-აფეთქების სახე“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   

მეტი...

ოქტომბერ-ნოემბერში შესაძლებელია, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ზაფხულში, შესაძლებელია, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გვქონდეს. როგოც  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მიზეზი შვებულებებისა და მეტი კომუნიკაციის პერიოდია. „შვებულებებისა და დასვენების პერიოდი დაკავშირებული იქნება მეტ კონტაქტთან, მათ შორის, დახურულ სივრცეში. ქვეყანაში ტურისტების ნაკადიც მნიშვნელოვნად მოიმატებს. ამიტომ, შესაძლებელია, ზაფხულის განმავლობაში, გვქონდეს შემთხვევების მცირე მატება. მეორე – რამდენი ხანი გრძელდება გადატანილი ვირუსისგან დაცვა ან ვაქცინაციის შემდეგ რამდენად ვართ დაცულები. ეს პერიოდი არის მაქსიმ 6 თვე. ასე რომ, შემოდგომაზე შესაძლებელია გვქონდეს შემთხვევების მატება განპირობებული ვაქცინაციის შემდგომ არსებული იმუნიტეტის შემცირებით და…

მეტი...

უკრაინისთვის საბრძოლო დახმარების მორიგი, მილიარდიანი პაკეტი მზადდება

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების მორიგ პაკეტს ამზადებს. საუბარია უსაფრთხოების სისტემებზე, „ჰაუბიცებსა“ და სხვა საბრძოლო მასალებზე. აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მთლიანობაში, უკრაინა მიიღებს: 18 ერთეულ 155მმ „ჰაუბიცას“; 36 000 ერთეულ 155მმ-იან ჭურვს; 18 ერთეულ ტაქტიკურ მანქანას ჰაუბიცების გადასაყვანად; დამატებით ჭურვებს საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის; ოთხ ერთეულ ტაქტიკურ მანქანას აღჭურვილობის აღსადგენად და სხვა მოწყობილობებს.  

მეტი...

უნივერსიტეტის რექტორი მის კაბინეტში შეჭრილ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შორის აუდიენცია შედგა. ერთი კვირაა, სტუდენტები რექტორის კაბინეტში არიან დაბინავებულები და მის დატოვებას მანამ არ აპირებენ, სანამ მოთხოვნებზე ადეკვატურ პასუხებს არ მიიღებენ. შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ეს იყო ზოგადი შეხვედრა, სადაც რექტორმა მათი პოზიციები მხოლოდ მოისმინა. „იყო გარკვეული ზედაპირული განხილვა.  შეთანხმება არაფერზე ყოფილა. ვისაუბრეთ გარკვეულ საკითხებზე. მოთხოვნებია: საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, ფინალური გამოცდების ან ონლაინ რეჟიმში ჩატარება ან თითოეულ სამხარეო რეგიონში მინიმუმ ერთი საგამოცდო ცენტრის გახსნა მაინც, ასევე, ფინანსური გამჭვირვალობა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება. ფინალური გამოცდების საკითხი არის ყველაზე მოკლევადიანი…

მეტი...