,,აქციას რომ აორგანიზებ, უნდა გქონდეს გარანტია, რომ შეიკრიბება მინიმუმ 100 ათასი ადამიანი”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართავს ეხმაურება, რომელმაც საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა. კობახიძის განმარტებით, უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს კონსულტაციები მმართველ პარტიასთან გაევლო. ,,ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება, არის ისეთი თემა, სადაც აქციას რომ აორგანიზებ, უნდა გქონდეს გარანტია რომ შეიკრიბება მინიმუმ 100 ათასი ადამიანი და როცა ამას ორი დღით ადრე აკეთებ, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ამის გარანტია ბუნებრივია ვერ გექნება, წარუმატებელი აქცია, რა თქმა უნდა იქნება კონტრპროდუქტიული – შედეგის მიღწევის თვალსაზრისით. კარგი იქნებოდა მას წინასწარ გაევლო კონსულტაციები მმართველ პარტიასთან –…

მეტი...

,,მათ რაღაც ძალადობრივი პროცესები აქვთ გეგმაში”- გურამ მაჭარაშვილი 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებზე

უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, ძალადობრივი პროცესები აქვთ გეგმაში. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს 16 ივნისს აქციის დაანონსებით სწორედ ამ მუხტის ჩახშობა სურს. ,,ის, რომ 20 ივნისის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მუხტის ჩახშობა უნდა პრეზიდენტს უკვე ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მათ რაღაც ძალადობრივი პროცესები აქვთ გეგმაში, იმიტომ, რომ თუ მშვიდობიანი აქცია უნდათ 20 ივნისსაც და საკითხი იგივეა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაშინ მე ვერ ვხვდები იმას რატომ უნდა ჰქონდეთ პრობლემა 16 ივნისს გაიმართება ეს 20-ში თუ 16-შიც და 20-შიც. პარტიის პოზიციას ხელმძღვანელობა მოგახსენებთ, იქნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და…

მეტი...

,,ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები”- ჰუბერტ ქნირში

 საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირში სალომე ზურაბიშვილის მიმართავს ეხმიანება, რომელმაც საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრებისკენ მოუწოდა. ჰუბერტ ქნირში პრეზიდენტის ინიციატივას უერთდება და ევროპის მოედანზე დაგეგმილ აქციას დაესწრება. „საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19:00 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

მეტი...

,,ჩვენ არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ”- მიხეილ დაუშვილი

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, 16 და 20 ივნისს დაანონსებულ აქციებში, პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი თქმით, ახლა მთავარი რეფორმების განხორციელება და პარტნიორენთან ინტენსიური მუშაობაა. ,,დღეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს “ოცნებისგან” პოლიტიკური ნების დაფიქსირება რეფორმების განხორციელებაზე, ეს უნდა იყის მთავარი და არა ის, თუ როდის დაფიქსირდება მოქალაქეების გამოხატვა 16 ივნისს თუ 20 ივნისს, ეს ფორმაა მხოლოდ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რასაც ევროკომისიისგან ველოდებით, მოქალაქეების უფლებაა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და ეს დასაფასებელიც არის და მისასალმებელიც, რომელ აქციაზეც უნდათ და რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და…

მეტი...

,,ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილში, პასუხისმგებლობა გერმანიის კანცლერს ეკისრება. მისი თქმით, უკრაინას რუსეთის დასამარცხებლად მეტი იარაღი სჭირდება. „ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე, ყოველდღე იღუპებიან ბავშვები, ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე იარაღს. უკრაინის არმია ძლიერია, ჩვენ შევძლებდით რუსების დამარცხებას და ჩვენი ქვეყნიდან განდევნას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მეტი...

წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ კომაშია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ კომაშია – ამის შესახებ ინფორმაციას დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა ,,obozrevatel” ავრცელებს. ,,რუსეთიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ აგერსორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ოპერაციის შემდეგ, კომაში ჩავარდა. დიქტატორს ჰქონდა სიმსივნე, რომლის მოცილებამ, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს”, – წერს გამოცემა. გამოცემის ინფორმაციით, კრემლში უკვე დაიწყო პუტინის შემცვლელის ძიების პროცესი.

მეტი...

,,პოზიცია თუ არ გაქვს, ვერავის ვერ მოეწონები, ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა”- ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს 20 ივნისს, 20:00 საათზე აქციაზე მისვლისკენ. ,,ზოგადად და განსაკუთრებით პოლიტიკაში – სადაც გსურს რომ ადამიანებმა აგირჩიონ, როგორც მინიმუმ უნდა იცოდნენ ასევე შენი არჩევანი და დარწმუნებულები იყვნენ პოზიციის სიმყარეში. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს შენი პოზიცია, მაგრამ პოზიცია თუ არ გაქვს, ვერავის ვერ მოეწონები ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა… 20 ივნისი, 20:00 საათი,”- წერს ნიკა მელია.

მეტი...

„საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. შალვა პაპუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მეგობარი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის უნარიანი, საიმედო პარტნიორია, რომელიც მათი ერთგული მოკავშირეა როგორც რეგიონში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს და დანიას აკავშირებთ საერთო ღირებულებები და ინტერესები მშვიდობის, დემოკრატიისა და კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების მიმართულებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით…

მეტი...

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავა- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს. 1976 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ქ.ხ.-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში, ხოლო წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები – 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1975 წელს დაბადებული თ.ღ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით…

მეტი...

„უკრაინელი ბავშვების თითქმის 2/3 იძულებით გადაადგილებული პირია”- UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია. ორგანიზაციის ცნობით, უკრაინაში არსებული ვითარება ბავშვებს მომავალს ართმევს. „უკრაინელი ბავშვების თითქმის 2/3 იძულებით გადაადგილებულია – იქნება ეს დევნილი ქვეყნის შიგნით თუ – ლტოლვილი საზღვრებს გარეთ. ბავშვები იძულებულნი არიან, დატოვონ სახლები, მეგობრები, სათამაშოები და ძვირფასი კავშირები, ოჯახის წევრები. და მომავლის გაურკვევლობის პირისპირ რჩებიან. ეს არასტაბილურობა ბავშვებს მომავალს ართმევს – ტრავმამ და შიშმა შეიძლება ხანგრძლივი გავლენა იქონიოს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,”- აცხადებენ გაეროს ბავშვთა ფონდში.

მეტი...

დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება.  საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე თანხის გაფლანგვას. ყოფილი პრეზიდენტი საქმის განხილვას  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრება. როგორც ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, სასამართლო პროცესი სავარაუდოდ გადაიდება.

მეტი...

ოკუპანტებმა აპოსტოლოვოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაიღუპა 4 ადამიანი

ქალაქის მერის, ანდრეი ოსას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ აპოსტოლოვოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. საჰაერო იერიშის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა ერთი ადამიანი. ,,დაახლოებით 3 საათის წინ აპოსტოლოვოს მტერმა “ურაგანებიდან” ესროლა. გარდაცვლილია 4 ადამიანი,”- განაცხადა ანდრეი ოსამ. მერი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.    

მეტი...

რუსული ძალები  სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლების შემდეგ რუსული ძალები  სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. უწყების ცნობით, ქალაქს საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დიდი ზიანი მიადგა. ,,უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, რამდენიმე ასეულ სამოქალაქო პირთან ერთად, თავს აფარებენ მიწისქვეშა ბუნკერებს აზოტის ქიმიურ ქარხანაში, ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი თავდაპირველად შეჭრის დაგეგმვისას მოელოდა ასეთ მძლავრ წინააღმდეგობას, ან ასეთ ნელ,  კონფლიქტს”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 313 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში  313 ბავშვი დაიღუპა, 579-ზე მეტი კი დაშავდა. პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 291, ხარკოვის ოლქში – 169, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 54, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 30, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მეტი...

გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან

გერმანიის გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის კი ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან, რასაც თავის მხრივ, გერმანული მედია აქტიურად აშუქებს. „გავრცელებული ინფორმაციით, CDU/CSU-ს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, ფრაქცია მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას, მხარი დაუჭიროს და ადვოკატირება გაუწიოს 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე სამივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. ფრაქციის ევროპის პოლიტიკის სპიკერის, გუნტერ კრიხბაუმის განცხადებით, სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარის გახსნა, თავად ევროკავშირის ინტერესებშია. გამომდინარე იქიდან, რომ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ფრაქცია ითხოვს სამი ქვეყნის სრულ გაწევრიანებამდე ახალი მოდელის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებას…

მეტი...

,,პრინციპულად არასწორია სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა გააცნობიერა თავისი შეცდომა და შეცვალა საკუთარი გზავნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, პრინციპულად არასწორია სააკაშვილის, გვარამიასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება. „პირველ რიგში, მე მოხარული ვარ, რომ მან შეცვალა საკუთარი რამდენიმე დღის წინანდელი გზავნილი , მაშინ გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარალელი გაავლო პრაქტიკულად ერთ სიბრტყეში დააყენა სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი, რაც იყო ძალიან უხეში გადაცდომა და ძალიან დიდი უმადურობის გამოხატულება. დღეს მან ეს გზავნილი შეცვალა რაც ძალიან კარგია და ამისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. კარგია, რომ პრეზიდენტმა გააცნობიერა ამ პირველი გზავნილის მცდარობა. პრინციპულად…

მეტი...

„არ არსებობს იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი”- იენს სტოლტენბერგი

„არ არსებობს იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რომ დახმარება დიდი ხნით გავუწიოთ“,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგი თქმით, ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას და გადასცემს  საჭირო  საბრძოლო მასალას. „ეს არის ფორმატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რამშტეინის ბაზაზე დაარსდა. ეს ჯგუფი რეგულარულად იკრიბება ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი უკრაინისთვის. ისინი მთლიანად მასზე არიან დამოკიდებულები, რომ შეძლონ რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. საგარეო უწყების ცნობით, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დღეიდან შევიდა ძალაში. ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან. „განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა „2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას“, – უწყების განცხადებაში.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის მეგობარი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ყველა პარამეტრითა და კრიტერიუმით წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. მისი თქმით, უსამართლობაზე პასუხის გაცემა ანტიევროპულ რიტორიკად არ უნდა შეფასდეს. „ჩვენ მზად ვართ ყველასთან დისკუსიისთვის, მათ შორის პრეზიდენტთან. ჩვენ ფაქტებით და არგუმენტებით შეგვიძლია დამტკიცება, რომ წინ ვუსწრებთ როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანას. დანარჩენი არის ე.წ. აღქმები. რა თქმა უნდა, ამ მხრივ აღქმების საფუძველზე ვერ გაკეთდება დასკვნები, დასკვნების საფუძველი უნდა იყოს ფაქტები და არა აღქმები. შესაბამისად, დისკუსიისთვის ყველასთან ვართ მზად. თუმცა, პრეზიდენტმა აქვე თავად გააკრიტიკა ის რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, თქვა, რომ იქ არის…

მეტი...

,,20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩვას”- ნიკა მელია

ნიკა მელია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება. საქართველოს პრეზიდენტმა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს მიმართა გადადონ აღნიშნული გამოსვლა. „სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში იმიტომ, რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის საქართველოში იმისათვის, რომ იმოქმედოს და პასუხიმგებლობა და ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე – და რაში მდგომარეობს მისი ინიციატივა? როგორ აგვარებს პრობლემას?! არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას; რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?! 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩვას.…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტისს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. „რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე – ჩემთვის სულერთია. რუსეთის ფედერაცია თუ მზადაა ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ“, – აღნიშნავს ზელენსკი.  

მეტი...

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა – ერიდეთ ტკიპებს

საქართველოში, კერძოდ კი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლებში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა. ყირიმ–კონგოს ცხელება ორ ადამიანს დაუფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სეზონზე, ტკიპა, რომელიც უმძიმესი დაავადების – ყირიმ-კონგოს ცხელების გადამტანია, განსაკუთრებით აქტიურია. ტკიპა გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია. დაავადება იწვევს სიკვდილიანობას და საქართველოში ყორიმ-კონგოს ცხელებით რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევაც ფიქსირდება.

მეტი...

ირლანდიის სენატი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირს მიმართავს

ირლანდიის სენატი მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მატარებელი. სენატმა მხარდამჭერი რეზოლუცია უკვე მიიღო და ევროპარლამენტსაც მიმართა. „ირლანდიის სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც ნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. სენატი  მიესალმება საქართველოს, მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.  

მეტი...

„ევროკავშირი არ გამოირჩევა მობილურობის იმ ხარისხით, როგორი ხარისხითაც უნდა გამოირჩეოდეს“ – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ევროკავშირის რეზოლუციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ მას მობილურობის ის ხარისხი არ გააჩნია, რაც უნდა გააჩნდეს. „ცხადია, რეზოლუციამ შექმნა არც თუ სახარბიელო ემოციური ფონი. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ამას ყურადღება არ უნდა მიექცეს, რა თქმა უნდა, ეს არასწორი და არაობიექტური შეფასება იქნება, თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ევროპის პარლამენტში, როგორც საკანონმდებლო ორგანოში დებატების თავისუფლების ხარისხი და ის ტექნოკრატიული ფარგლები, ის რეალისტური მიდგომა, რაც შეიძლება, უკვე სხვა ბიუროკრატიულ ინსტიტუტებში იყოს, უფრო აღმასრულებელში – ევროპული საბჭო, ევროკომისია, სხვაა. შეიძლება, აქ მოხდა ეს ამ დამოკიდებულების გარდატეხა…

მეტი...

პრეზიდენტი ზელენსკი პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისთვის მზადაა

„შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე – ჩემთვის სულერთია“ – აცხადებს რეზიდენტი ზელენსკი და პუტინთან პირდაპირი დიალოგისთვის მზაობას აცხადებს. „თუ რუსეთს ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე – ჩემთვის სულერთია. რუსეთის ფედერაცია თუ მზადაა ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მეტი...