,,დიდი იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს კეთილგონივრულ გადაწყვეტილებას და დააფიქსირებს, რომ საქართველო არის მათი ინტერესის სფერო და საგანი”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემს, ეს იქნება მათი ძალიან დიდი შეცდომა ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ჭრილში. „ევროკავშირს მისაღები აქვს გადაწყვეტილება და ის კონკრეტული ფაქტები, რაზეც ოპოზიცია აპელირებს და კითხვების გაჩენას ცდილობს, ამას ვერ გადაწონის. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს იქნება მათი ძალიან დიდი შეცდომა ისტორიულ და გეოპოლიტიკურ ჭრილში. ჩვენ თავის დროზე რეზოლუცია მივიღეთ პარლამენტში, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი და მივმართეთ ევროკავშირს, რომ გაეთვალისწინებინა პარტიების პოზიცია. ჩვენ სახელმწიფო დონეზე მივმართავთ მათ, გვაქვს უამრავი განცხადება, სადაც სრულად ფიქსირდება ქართული საზოგადოების, სახელმწიფოს, პოლიტიკური სპექტრის…

მეტი...

რუსულმა მხარემ ომის დაწყების დღიდან დაახლოებით 31 250 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ომის დაწყების დღიდან დაახლოებით 31 250 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ტანკი – 1 386, ჯავშანტექნიკა – 3 400,საარტილერიო სისტემა – 690, სარაკეტო სისტემა – 207, საზენიტო საბრძოლო სისტემა – 96,თვითმფრინავები – 211, ვერტმფრენი – 176, ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 551.

მეტი...

,,ჩვენ მოვახდინეთ ევროპული საზოგადოებისთვის იმ სურვილის მიწოდება, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია”- ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ  ALDE-ს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ  ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის მიღებული რეზოლუციით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპული საზოგადოებისთვის იმ სურვილის მიწოდება შეძლეს, რომელიც ქართველ ხალხს გააჩნია. „ალდეს და მისი წევრების სრული მხარდაჭერა არის დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ევროპული საზოგადოებისთვის იმ სურვილის მიწოდება, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია. ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს, რომ მოსახლეობის 80% უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ამ შემთხვევაში „ალდემ“ მიიღო ის რეზოლუცია, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ივნისის 22-ში დანიშნულ შეხვედრაზე მივიღოთ დადებითი შედეგი – იგივე სტატუსი, რასაც მიიღებს უკრაინა. რა თქმა უნდა,…

მეტი...

ნატო ბალტიის ზღვაში წვრთნებს ატარებს

ნატო-მ შვედეთან და ფინეთთან ერთად, ბალტიის ზღვაში ორკვირიანი საზღვაო წვრთნები დაიწყო. წვრთნებში 7000-ზე მეტი მეზღვაური, საჰაერო ძალების წარმომადგენელი და 16 ქვეყნიდან საზღვაო ქვეითი მონაწილეობს. BALTOPS 22-ის საზღვაო წვრთნებში 45 ხომალდი და 75 თვითმფრინავი მონაწილეობს. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანის განცხადებით, ნატო-სთვის  მნიშვნელოვანია შვედეთის და ფინეთის მთავრობების მხარდაჭერა. „ჩვენთვის, შეერთებული შტატებისთვის და ნატო-ს სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ამ წვრთნებში სოლიდარობა გამოვხატოთ როგორც ფინეთთან, ასევე შვედეთთან“, – განაცხადა მარკ მილიმ.

მეტი...

,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აბსოლუტურად რეალურია, თუ ქართული ოცნება იმ სამუშაოს გასწევს, რაც ჩვენ გავწიეთ”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებელი” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა შეადგინეს ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც  საქართველოსთვის, უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. რეზოლუცია დაამტკიცა და მხარი დაუჭირა ,,ალდემ”. ,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აბსოლუტურად რეალურია და შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება, რეალურად იმ სამუშაოს გასწევს, რაც მაგალითად ჩვენ გავწიეთ “ალდეს” წევრებთან მიმართებაში. მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი, პასუხი თუ რას აკეთებს ოპოზიცია, ოპოზიცია დადის ევროპაში, მუშაობს ევროპელ კოლეგებთან იმისათვის რომ საქართველომ მიიღოს სრული მხარდაჭერა ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, იმიტომ რომ ამ ისტორიული შანსის გაშვების პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ყველა პოლიტიკურ ძალასა და საქართველოს…

მეტი...

ლუგანსკის ოლქში რუსეთის არმიის გენერალი რომან კუტუზოვი გარდაიცვალა

ლუგანსკის ოლქში ​უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში რუსეთის არმიის გენერალი რომან კუტუზოვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი გენერალი სოფელ ნიკოლაევკაში მაშინ დაიღუპა, როდესაც სამხედრო დანაყოფების შეტევას ხელმძღვანელობდა.  

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონისგან ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, პეტერ ჰულტკვისტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანის მოთხოვნა  10 წლის წინ პეტერ ჰულტკვისტის მიერ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და მის დაპატიმრებული ლიდერის, აბდულა ოჯალანის მხარდამჭერ განცხადებას უკავშირდება. ცნობისთვის, 2011 წელს, ჰულტკვისტი  „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაარსების 33-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.  

მეტი...

ჰაკერებმა რუსეთის ერთ-ერთი სამინისტროს საიტი გატეხეს

ჰაკერებმა, რუსეთის მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების სამინისტროს ვებსაიტი გატეხეს. საიტის გახნისას მომხმარებლები ,,დიდება უკრაინას” ხედავდნენ. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, ჰაკერების თავდასხმის მიუხედავად, მომხმარებლების პერსონალური მონაცემები დაცულია. ამასთან გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახეებ, რომ ჰაკერებმა 0.5 BTS კრიპტო ვალუტა მოითხოვეს, მომხამრებლების პირადი მონაცემების სანაცვლოდ.  

მეტი...

დღეს პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმენენ

დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმენენ. ნათია თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტში მაისის ბოლოს შევიდა და საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. დღესვე, პარლამენტს, ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის წლიურ ანგარიშს კობა გვენეტაძე წარადგენს. წარდგენისას მოუსმენს.

მეტი...

შვედეთი უკრაინას სნაიპერულ შაშხანებსა და საბრძოლო მასალებს გადასცემს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შვედეთი უკრაინას AG 90 ტიპის სნაიპერულ შაშხანებსა და საბრძოლო მასალებს გადასცემს. არსებული ინფორმაციით, შვედეთი ქვეყანას 5 000 ერთეულ AT4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღსაც მიაწვდის. შვედეთი, ნატო-ს მიერ შექმნილ ფონდში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 60 მილიონ შვედურ კრონს შეიტანს.  

მეტი...

მარიუპოლში ეპიდემიის გავრცელება დაიწყო

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქში ეპიდემიის პირველი ფაზა დაიწყო. მისივე თქმით, ოკუპანტებმა ქალაქში კარანტინი  გამოაცხადეს. ეპიდემიის გავრცელების მიზეზი სასმელი წლის მწვავე დეფიციტია. ადგილობრივ მცხოვრებლებს წყლის რიგში დგომა დღეების განმავლობაში უწევთ. ,,ადრე მცირედით იყო წყლის რაოდენობა, ახლა კი მთლიანად შემცირდა, დარეგისტრირებაა საჭირო. მომავალში ტემპერატურა მოიმატებს, წყლის დონე დაეცემა და წყალის ნაკლები იქნება. ძნელი სათქმელია, თუ რა სახის ეპიდემია იქნება. ჩვენ ველოდებით ქოლერას ან ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან არის დაკავშირებული. ანტისანიტარიის შედეგად, ეს შეიძლება მოხდეს”,- განაცხადა ანდრიუშენკომ.

მეტი...

,,არ დავთმობთ არც ერთ ჩვენს ტერიტორიას – არც დონბასს და არც ყირიმს”- რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინა არც ერთი ტერიტორიის დათმობას არ აპირებს, რადგან ქვეყნისთვის ეს ,,წითელი ხაზებია” „ჩვენთვის არსებობს „წითელი ხაზები“: არ დავთმობთ არც ერთ ჩვენს ტერიტორიას – არც დონბასს და არც ყირიმს. ისინი მხოლოდ დროებით არიან ოკუპირებული. გარდა ამისა, ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უკრაინა იბრძვის გამარჯვებამდე“, – განაცხადა სტეფანჩუკმა. მისივე თქმით, თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსული ჯარები ერთ თვეში ევროპის სხვა ქვეყნებს შეუტევენ. ,,ევროპელები გრძნობენ, რომ მშვიდობა მსოფლიოში არ არის ძალიან სტაბილური. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა. თუ უკრაინა…

მეტი...

უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნახევარი გაათავისუფლეს

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, სევეროდონეცკის ნახევარს უკრაინული  ძალები აკონტროლებენ. ,,ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გაასუფთავეს ქალაქის ნახევარი. ქალაქის ნახევარს ნამდვილად ჩვენი დამცველები აკონტროლებენ”, – აცხადებს გაიდაი. გასულ კვირას გაიდაიმ განაცხადა, რომ ქალაქის 80%-ს რუსეთის ძალები აკონტროლებდნენ, თუმცა ქუჩის დაპირისპირებების შედეგად მათ უკან დაიხიეს.

მეტი...

მაისის თვის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების 62.3 % აღდგენილია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 359,238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით +228.5%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 49.7% პროცენტია. „მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264,327 შეადგინა, რაც +173.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 62.3%-ით არის აღდგენილი. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,180,034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით +257.8%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39.5% შეადგინა.…

მეტი...

მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავს მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა ლავროვის თვითმფრინავს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცეს, შესაბამისად ლავროვის ვიზიტი სერბეთში გაუქმდა. სერგეი ლავროვს ბელგრადში, მოლაპარაკებები პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან უნდა გაემართა. შეგახსენებთ, სერბეთი  რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს არ შეუერთდა. სერბეთი დიდწილად დამოკიდებულია რუსულ გაზზე.  

მეტი...

ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას „ემ 270“-ს გადასცემს. ბრიტანეთის  თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. ,,როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე უნდა იყოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს უკეთესად დაიცვან თავი შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის სასტიკი გამოყენებისგან, რომელსაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებდნენ ქალაქების გასასწორებლად”, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.  

მეტი...

„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა ქარხნების შესასვლელები სრულად გადაკეტეს

„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა ქარხნების შესასვლელები სრულად გადაკეტეს. ისინი მოთხოვნების დაუყონებლივ შესრულებას ითხოვენ. გაფიცული თანამშრომლები აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ,,IDS ბორჯომი საქართველოს“ ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით, საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან, რომლებსაც ჰპირდებიან სამ-ოთხჯერ მეტ ხელფასს აორგანიზებს ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას. კომპანია მზად არის, უფრო მეტი ხელფასი გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის მიზნით, არ აუნაზღაუროს ნამუშევარი ორი თვის ხელფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაფიცულთა გადაწყვეტილებით, ხელფასების დარიცხვამდე, 50 უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის, ვადიან ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნების, სტაჟიორებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების უვადო ხელშეკრულებაზე გადასვლამდე, მოხდება ბორჯომის 1-2…

მეტი...

,,ვიღაცის ქმარი წავიდა ომში, ვიღაც ტყვეობაშია, ვიღაც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, უბრალოდ ტრაგედიაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, დროებით ოკუპირებული ქალაქებში რთული ვითარებაა. „ბევრი სამუშაო იყო, გაუთავებელი დღეები. ვიმყოფებოდი ზაპოროჟიეში, ზაპოროჟიის რეგიონში. მხარი დაუჭირე ჩვენს სამხედროებს და დავაჯილდოვე საუკეთესოები. მოვისმინე მოხსენება. პოზიციებზე ვიყავით. შევხვდი სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ადგილობრივი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, დროებით ოკუპირებული ქალაქების რამდენიმე მერს. ასევე, შევხვდი მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებმაც მოახერხეს ქალაქის დატოვება ცოცხლად და ბავშვებთან ერთად. აქ მათ დახვდათ ადამიანური და თბილი გარემო. პირობები ვნახე – დროებითი, მაგრამ არა ცუდი. გავიგე მათი რთული კითხვები. ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ. თითოეულ ოჯახს აქვს თავისი ისტორია. უმეტესობა მამაკაცის…

მეტი...