„საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ“ – სალომე ზურაბიშვილი რუსეთს მიმართავს

„საქართველო ომით და ძალიათ არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ“ – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და ადგილზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ტერიტორიების დაბრუნებას, აგრესიით და ძალის გამოყენებით არ შეეცდება. ,,ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოწვევები არ წყდება, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შესაძლოა დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას. ეს აშკარა, მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე ულამაზესი სუფრა გაიშალა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის ცენტრალური გამზირი განსაკუთრებულად ლამაზია. სხვადასხვა სანახაობას შორის ერთ-ერთია გაშლილი ულამაზესი სუფრა, რომელიც რუსთაველის გამზირს ამშვენებს და რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს.

მეტი...

რუსულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის 40-ზე მეტ ქალაქი დაბომბეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები თავს დაესხნენ 40-ზე მეტ ქალაქს აღმოსავლეთ დონბასსა და ლუგანსკის რეგიონებში. საჰაერო იერიშის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ,,ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის 40-ზე მეტ ქალაქს ესროლეს, გაანადგურეს ან დააზიანეს 47 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის 38 სახლი და სკოლა. ამ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 12″, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში.

მეტი...

,,საფრანგეთი ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არც ერთ ფსევდო-რეფერენდუმს”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისალოც წერილს უგზავნის. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად გისურვოთ თქვენ და მთელ ქართველ ხალხს ბედნიერება, კეთილდღეობა და მშვიდობა. თითქმის სამი თვეა, რაც ევროპის კონტინენტი შეიგრძნობს რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მკვლელ აგრესიულ ომს. ამ თავდასხმის წინაშე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა შეინარჩუნოს ერთიანობა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის…

მეტი...

,,ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, მიჰყვეს ევროატლანტიკურ მომავალს”- ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს 26 მაისს- საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ,,ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.  ქართველ ხალხს ღრმად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, მიჰყვეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად.…

მეტი...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდება  მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საქართველოს დროშის ფერებში  განათდება  ალექსანდრიის ბიბლიოთეკა (ეგვიპტე), კანადაში კი უკვე მეორედ, ნიაგარას ჩანჩქერზე გამოიხატება საქართველოს დროშა. ასევე, 26 მაისთან დაკავშირებით,  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებში. ავსტრალიაში კი საქართველოს დროშის ფერები გამოიხატება ავსტრალიის ეროვნული კარილონის შენობაზე.  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC”-ის შენობა განათდება  საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებით, კორეის რესპუბლიკაში კი  – ქ.…

მეტი...

,,გერმანია აჭიანურებს საბრძოლო ტექნიკის გადაცემას და ირიბად დამნაშავეა, რაც ფრონტზე ხდება”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე არსებულ ვითარებაში დამნაშავე გერმანიაცაა. მისი თქმით, „ლენდ ლიზის“ პროექტმა არ გაამართლა არა აშშ-სა და ბრიტანეთის შეიარაღების, არამედ გერმანული შეიარაღების გამო. „ფაქტობრივად, გერმანული მხარე აჭიანურებს საბრძოლო ტექნიკის გადაცემას და ირიბად არის დამნაშავე იმაში, რაც ფრონტზე ხდება. რომ გვყავს გამოფიტული დანაყოფები, განადგურებული შეიარაღებით. რუსულ შეიარაღებასთან შეფარდებით მინორულ პოზიციაში არიან, განსაკუთრებით არტილერიაში“, – განაცხადა არესტოვიჩმა. არესტოვიჩის თქმით, ევროპა სერიოზულ კრიზისში შედის, ეს კრიზისი კი პირდაპირ აისახება უკრაინელ საზოგადოებაზე. მისი განმარტებით, ევროკომისია ევროპის ცალკეული ქვეყნებისგან პრინციპულად განსხვავებულ პოზიციას იკავებს, ის პროუკრაინულია და ამბობს, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს…

მეტი...

„ვიხსენებთ ყველას, ვინც მოიტანა ეს დღე ჩვენამდე“ – სალომე ზურაბიშვილი

26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ყველა უნდა დავაფასოთ, ვინც დამოუკიდებლობა მოგვიტანა ქართველებს. „აღვნიშნავთ 26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოდა და ჩვენამდე მოიტანა ეს დღე, შეინარჩუნა ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება. მათ სისხლი გაიღეს და სიცოცხლე შესწირეს, რათა ჩვენ შეგვძლებოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, აგვერჩია საქართველოს მომავალი და პრეტენზია გვქონოდა ჩვენს ევროპულობაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

„ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“,- კარლ ჰარცელი.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ევროპელი დიპლომატი აცხადებს, საქართველომ არჩევანი გააკეთა, ახლა კი, არჩევანის გასამყარებლად  კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. „მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. ამ რთულ დროს ჩვენ უკრაინისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს. საქართველომ არჩევანი გააკეთა საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. ახლა…

მეტი...

ჯო ბაიდენი საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების მისალოც წერილში, რომელიც საქართველო, დამოუკიდებლობის დღეს მიიღო, ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით. საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში. საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ…

მეტი...

რადას თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის რადასგან დამოუკიდებლობის დღის მისალოცი მიიღო. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  და  მადლობას უხდის უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში „უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს. დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. ასევე დიდად ვაფასებ თქვენი ვიზიტის დროს გამოვლენილ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც ცდილობს, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განმეხილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული…

მეტი...

მიწისძვრა დაფიქსირდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ-ში მოხდა. სიმძლავრემ კი 3.9 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის პარალელურად, 5 მუნიციპალიტეტში გაიმართება

რუსთაველის გამზირზე, 11:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები დაიწყება. დაგეგმილია წვევამდელები ფიცს დადება, რომელიც თბილისის პარალელურად, 5 მუნიციპალურ ერთეულში მოხდება. 20:30 საათზე კი ღონისძიებას გალა კონცერტი დახურავს. 15 მუნიციპალიტეტში სამხედრო ტექნიკას გამოფენენ. დაგეგმილია  საჰაერო შოუც. ღონისძიებაში მონაწილეობას ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებს. ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. შესრულება ევროკავშირის ჰიმნიც.  

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მოახერხა. „მედიაცენტრი მთავარი“ უერთდება ზეიმს და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. მალე გვეზეიმოს ევროკავშირის წევრობაც.  

მეტი...

„უნდა შევაჩეროთ ომი“ – შარლ მიშელი

ევროკომისიის პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსული აგრესიის წინაღმდეგ მორიგ გზავნილს ავრცელებს. ევროპელი დიპლომატი კრემლს მიმართავს, შეაჩეროს ომი. „კრემლი, შეწყვიტე დეზინფორმაციის გავრცელება. სურსათის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და გადაზიდვებს აფერხებს არა სანქციები, არამედ თქვენი ომი უკრაინაში… 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული დაბლოკილია თქვენი ნაღმებითა და თქვენი ომით. უნდა შევაჩეროთ ომი და აღვადგინოთ სურსათის მიწოდების გლობალური ჯაჭვები,“ – აცხადებს შარლ მიშელი.  

მეტი...

კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ზოგიერთი ლიდერი დათმობაზე საუბრობს – ზელენსკი გაკვირვეულია, რომ უკრაინას დათმობისკენ მოუწოდებენ

„მიუხედავად ათასობით რუსული რაკეტისა, რომელიც უკრაინას დაეცა, მიუხედავად ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა, მიუხედავად ბუჩასა და მარიუპოლისა, ზოგიერთი ლიდერი დათმობაზე საუბრობს“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი და ამ ლიდერების განცხადებებით გაკვირვებულია. „სულ მცირე, რაც რუსეთმა გააკეთა, არსებობს ვიღაც ვინც ამბობს, მოდით, განვიხილოთ მათი ინტერესები. წელს დავოსზე, ეს კვლავ გაჟღერდა. მიუხედავად ათასობით რუსული რაკეტისა, რომელიც უკრაინას დაეცა; მიუხედავად ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა; მიუხედავად ბუჩასა და მარიუპოლისა; მიუხედავად განადგურებული ქალაქებისა; მიუხედავად რუსული სახელმწიფოს მიერ აგებული „ფილტრის ბანაკებისა“ სადაც კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ამცირებენ ისე, როგორც კონვეერში. რუსეთმა ეს ყველაფერი ევროპაში ჩაიდინა. თუმცა, დავოსში, შორეული წარსულიდან გამოდის მაგალითად ბატონი კისინჯერი და ამბობს,…

მეტი...

უკრაინული მხარე ნატოს აკრიტიკებს

ოფიციალური უკრაინა უკმაყოფილოა, რომ ნატო რუსეთ-უკრაინის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, ნატოს აღნიშნული პოზიცია არ არის მოსაწონი და „განზე მდგომი“ უწოდა. „ნატო, როგორც ალიანსი, როგორც ინსტიტუტი, სრულიად განზეა და ფაქტობრივად არაფერს აკეთებს. ვწუხვარ, რომ ამას ამაზე საუბარი მიწევს“, – აღნიშნა კულებამ. .  

მეტი...

ვინც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს დაარღვევს, შესაძლოა დამნაშავედ გამოცხადდეს

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად, ევროკომისიის ინიციატივაა,  სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს. აღნიშნული წინადადება დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ ზოგიერთი ქვეყანა სანქციების გვერდის ავლაშია შემჩნეული. წინადადება კი  ევროკავშირის მთავრობებს უფლებას მისცემს, სანქციები მათ წინააღმდეგაც გაატაროს, ვინც არსებულ სანქციებს გვერდს უვლის. იუსტიციის საკითხებში ევროკომისრის,  დიდიე რეინდერსის განაცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების დარღვევა  სისხლის სამართლის დანაშაულია ევროგაერთიანების 12 ქვეყანაში, 13 სახელმწიფო მას ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს, ხოლო ევროკავშირის ორი წევრი კი აღნიშნულს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებს. ახალი ინიციატივა კი ნიშნავს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდება დანაშაულად იქცეს ბლოკის 27-ივე წევრ ქვეყანაში.

მეტი...