,,გეოპოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც კარიბჭეს აზიისაკენ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩართულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ინტენსიურ თანამშრომლობაში ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის მიმართულებით. „გლობალიზებულ სამყაროში, გამოწვევები უფრო გლობალური გახდა. პირველ რიგში, კოვიდ პანდემიითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა გამოავლინა ჩვენი საზოგადოებების დაუცველობა და გამოსცადა მათი გამძლეობა. ახლა, როდესაც პანდემიიდან გამოსვლა ხდება, ახალმა გლობალურმა კრიზისმა იფეთქა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ შედეგად ადამიანური და ჰუმანიტარული ტრაგედია მოიტანა – ათასობით დაკარგული სიცოცხლე, ურბანული ცენტრებისა და ეკონომიკის მსხვილი სეგმენტის…

მეტი...

,,რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ღიად ამბობს, რომ მეორე ფრონტის არ გახსნით არის უკმაყოფილო”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ისმის რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი ლობისტების აბსტრაქტული კრიტიკა უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით. ,,უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ჩვენ გვესმის რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი ლობისტების აბსტრაქტული კრიტიკა უკრაინის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით. ისინი გამუდმებით აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ იკავებს სწორ პოზიციას. თუმცა, აბსტრაქტული კრიტიკის მიღმა, ჩვენ არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რაში არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით. ერთადერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც ოპოზიციას ხელზე ჰქონდა დახვეული და რომელსაც თითქმის ერთი…

მეტი...

,,კონკრეტული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები რადიკალური ოპოზიციიდან დადიან დერეფნებში, კაბინეტებში და აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ,” – აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ასეთივე ვითარება იყო მაშინ, როდესაც ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე მსჯელობდნენ. „ეს არის მოცემული ფაქტი, რაც არ არის ახალი მოვლენა. გვახსოვს ზუსტად იგივე  ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მაშინ არ იყო მათი აგიტაცია წარმატებულ, იმედია არც ამ შემთხვევაში იქნება ეს აგიტაცია წარმატებული. რამდენჯერაც შედიან ეს პოლიტიკოსები კაბინეტში, რამდენჯერ გამოდის იქიდან კონკრეტული მესიჯები. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვისაც ცხადია, თუ რა მესიჯებით შედიან…

მეტი...

,,უკრაინელი ბავშვები ყველას გვასწავლიან, თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ღია წერილს აქვეყნებს და უკრაინელ ბავშვებს მიმართავს. ჯონსონის განცხადებით, უკრაინელმა ბავშვებმა უნდა იამაყონ მათი მშობლებით, ოჯახებით, ჯარისკაცებით და ყველაზე მეტად საკუთარი თავით. ,,ბევრმა თქვენგანამ ნახა ან განიცადა ის, რისი მოწმეც არცერთი ბავშვი არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ყოველდღე უკრაინელი ბავშვები ყველას გვასწავლიან, თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული, თავი მაღლა აწიო ყველაზე რთულ დროსაც კი, არ ვიცი რა შეიძლება იყოს უკეთესი მისაბაძი მაგალითი ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, თქვენ არ ხართ მარტო”- წერს ბორის ჯონსონი.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. კერძოდ, გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. ცვლილება შეეხება მხოლოდ მაჩაბელის ქუჩას, რომელზეც გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის ქუჩაზე ასათიანის ქუჩიდან. რუსთაველის გამზირზე შეზღუდვა იმოქმედებს ჯავახიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით რესპუბლიკის მოედანზე შემხვევი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან ზეთის ხილის ხემდე და ბარათაშვილის ხიდიდან…

მეტი...

მარიუპოლის მაცხოვრებლები საფილტრაციო ბანაკებში გადაჰყავთ

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრო ანდიუშენკოს განცხადებით, ქალაქის მაცხოვრებლები საფილტრაციო ბანაკებში გადაჰყავთ. ანდიუშენკოს ცნობით, 21 მაისს მარიუპოლიდან 313 ადამიანი ჯერ რუსეთის მიერ კონტროლირებად ბეზიმენეში, მოგვიანებით კი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. გადაყვანილთა შორის 55 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, საფილტრაციო ბანაკებში უკრაინელებს სამუშაო ძალად იყენებენ.

მეტი...

დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილით დაავადებულებთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს იზოლაციისკენ მოუწოდებენ

დიდ ბრიტანეთში, მაიმუნის ყვავილით დაავადებულებთან ახლო კონტაქტში მყოფ და ინფიცირების მაღალი რისკის მქონდე პირებს, 21 დღის იზოლაციაში გატარებისკენ მოუწოდებენ. მათ ასევე ეძლევათ რეკომენდაცია, განსაკუთრებით მოერიდონ იმუნოსუპრესირებულ ადამიანებს, ორსულებს და 12 წლამდე ბავშვებს. დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის 20 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მაიმუნის ყვავილის 80-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, ისრაელსა და ავსტრალიაში. მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციაა, რომელიც, უმეტესად, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში ფიქსირდება. დაავადება ადამიანებს შორის მარტივად არ ვრცელდება, გადადება ხდება მხოლოდ ახლო ფიზიკური კონტაქტის დროს, მათ შორის – სექსუალური კავშირით. ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მიიჩნევა პირი, რომელსაც ჰქონდა ინფიცირებულთან საყოფაცხოვრებო,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებსა და დებს აფხაზეთის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს. „23 მაისს ჩვენს სამშობლოში აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ. მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებსა და დებს გულითადად გილოცავთ ამ დღეს. მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს. დღეს ჩვენ საოკუპაციო ხაზი გვყოფს, მაგრამ ის, რაც გვაერთიანებს – საერთო ისტორია და კულტურა, ფასეულობები და ჩვენი…

მეტი...

,,უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ეს იქნება 15 წელიწადში“- კლემენტ ბონი

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის, კლემენტ ბონის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში   გაწევრიანებას სავარაუდოდ 15-20 წელი დასჭირდება. ამასთან,  მინისტრმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რომელიც ახალი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნას ითვალისწინებს. მის ფარგლებში უკრაინა და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნები მოიაზრებიან. „თუ ვამბობთ, რომ უკრაინა 6 თვეში, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში შევა ევროკავშირში, ვიტყუებით. ეს არ არის სიმართლე. ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება და არ მინდა, ილუზიები და ტყუილი გავყიდოთ. თუ უკრაინელებს ვეუბნებით, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში, მაგრამ თქვენ ბოლომდე არ წაიკითხეთ კონტრაქტი, სქოლიოში ნათქვამია: ჰეი, ეს იქნება 15 წელიწადში“, მაშინ…

მეტი...

,,ომს მოჰყვება შიმშილი და ავადმყოფობა”- ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოში შიმშილსა და ავადმყოფობას გამოიწვევს. მისივე  ცნობით, მსოფლიო მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც ჯერ კორონავირუსის პანდემიამ, შემდეგ კი ომმა უფრო დაამძიმა. „COVID-19-ის პანდემიას არ გამოუწვევია ომი უკრაინაში და არც ომმა გამოიწვია პანდემია, მაგრამ ისინი ახლა ერთმანეთშია გადახლართული. დღეს მსოფლიო ჯანდაცვა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას. კოვიდპანდემიის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა ომმა უკრაინაში. იქ, სადაც არის ომი, მას მოჰყვება შიმშილი და ავადმყოფობა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ მასშტაბის კრიზისების დასაძლევად, ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე 14 მილიონზე მეტი უკრაინელი გახდა დევნილი

გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 100 მილიონს. ანგარიშის მიხედვით, ამგვარი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი  რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი გახდა. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ცნობით, ადამიანები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები სამხედრო და სამოქალაქო კონფლიქტების, დევნის, ადამიანის უფლებების დარღვევის ან სხვა მსგავსი მიზეზის გამო. გაერო-ს ექსპერტების განცხადებით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 14 მილიონზე მეტი უკრაინელი გახდა დევნილი. მათგან დაახლოებით ექვსმა მილიონმა ქვეყანა დატოვა, ხოლო რვა მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობა აღემატება მსოფლიო მოსახლეობის ერთ პროცენტს.

მეტი...

,,რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი”- ვლადიმირ მედინსკი

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ მედინსკი  მოლაპარაკებების შეჩერებაში უკრაინას ადანაშაულებს. მისი თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და პასუხისმგებლობას სამშვიდობო მოლაპარაკებების გაყინვაში, უკრაინას აკისრებს. ,,რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ეს არაერთხელ დაადასტურა ვლადიმერ პუტინმა. ერთადერთი საკითხია, რომ პრეზიდენტებს შორის სამიტისთვის სერიოზული მომზადებაა საჭირო. სახელმწიფოს მეთაურები უნდა შეიკრიბონ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად და დოკუმენტებზე ხელმოსაწერად და არა ფოტოების გადასაღებად. ერთი თვის წინ ჩვენ უკრაინულ მხარეს გადავეცით ხელშეკრულების პროექტი, რომელშიც უკვე შეთანხმებული იყო რამდენიმე ფუნდამენტური პოზიცია. თუმცა, მას შემდეგ უკრაინის მხრიდან დიალოგის გაგრძელების სურვილი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ისინი არ…

მეტი...

„ნორმალურ პირობებში, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანი უნდა იყოს”- თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას. „ნორმალურ პირობებში, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანი უნდა იყოს, რადგან არ შეიძლება, ევროპულ გზაზე აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ამ ოპოზიციის პირობებში, სამწუხაროდ, ეს ვერ ან არ გამოდის. ყოველთვის ცდილობენ, რომ, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე რაც შეიძლება მეტი სირთულე შეექმნას. მათ ვიწროპოლიტიკური ინტერესები დიდ, სახელმწიფოებრივ მიზნებში ერევათ“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

მეტი...

,,ევროკავშირმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით,  ევროკავშირმა  საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მისი თქმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შედეგად, იარაღის მარაგები ამოიწურა, რამაც ევროპაში დეფიციტი გამოიწვია. „რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე ომი დააბრუნა ევროპულ მიწაზე. ომში ჩართული სამხედრო აქტივების რაოდენობით, მისი ადამიანური ხარჯებითა და გლობალური შედეგებით, ის წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტის ტექტონიკურ ცვლილებას. ევროკავშირმა სწრაფად და მკვეთრად მოახდინა რეაგირება უკრაინისთვის პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების შეთავაზებით. ახლა აშკარაა, რომ ევროპას საფრთხე ემუქრება, როგორც ომის დაწყებამდე ვაცხადებდით, როდესაც წარმოვადგენდით სტრატეგიულ კომპასს, რომელიც შემდეგ დაამტკიცა საბჭომ და გვთავაზობს რეალური ცვლილების გეგმას უფრო ძლიერი…

მეტი...

დაბომბვას დონბასში შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

უკრაინის არმიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დონბასში რუსეთმა ბოლო ერთ დღეში 45 დასახლებული პუნქტი დაბომბა, რის შედეგადაც შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რვა კი დაშავდა. მათივე განცხადებით, რუსეთმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით გასული დღე-ღამის განმავლობაში გაანადგურა 116 სამოქალაქო ობიექტი. ამასთან, უკრაინის არმიამ დონბასში ბოლო ერთ დღეში რუსეთის 11 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა ჟიტომირის რეგიონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. უკრაინის საჰაერო სარდლობის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს.

მეტი...

„შემთხვევები იზრდება თითქმის 70 ქვეყანაში, ყველა რეგიონში. კოვიდპანდემია არ დასრულებულა“ – ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავისრუსის გააქტიურების საფრთხეებზე ისევ საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემი ჯერ არ დასრულებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის – ტედროს ადანომ  გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მზარდია, ვაქცინაცია კი სუსტი. „დაფიქსირებული შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე წლის იანვარში „ომიკრონის“ ტალღის პიკთან შედარებით, დაფიქსირებული სიკვდილიანობა ყველაზე დაბალია 2020 წლის მარტიდან მოყოლებული. ბევრ ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ცხოვრება ჰგავს პანდემიამდე პერიოდს. პანდემია დასრულდა? არა, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა. მე ვიცი, რომ ეს არ არის ის გზავნილი, რომლის მოსმენაც გსურთ და ეს ნამდვილად არ არის ის, რისი გადმოცემაც მსურს. არ დასრულებულა…

მეტი...

პოლონეთი და უკრაინა ერთობლივ საბაჟო კონტროლს აწესებენ

პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, საბაჟოზე „რევოლუციური წესრიგი“ დაამყარონ. ამისთვის კი შეთანხმებასაც მიაღწიეს, საბაჟო კონტროლი ერთობლივად განახორციელონ. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც რევოლუციას მოახდენს ჩვენს საზღვარზე არსებულ წესრიგში. ვნერგავთ საერთო საბაჟო კონტროლს პოლონეთთან. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს სასაზღვრო პროცედურებს, აღმოფხვრის კორუფციული რისკების უმეტესობას. მაგრამ ეს ასევე არის ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის დასაწყისი“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინაში პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ჩავიდა, რომელმაც რადას წევრებს მიმართა.  როგორც პრეზიენტი ზელენსკი აცხადებს, პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა და ამას არასდროს დაივიწყებენ უკრაინელები.  

მეტი...

ლიეტუვამ რუსეთიდან გაზის იმპორტი შეწყვიტა

დღეიდან, ლიეტუვა რუსეთიდან ენერგორესურსებს ვერ მიიღებს. იმპორტის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება უკრაიnის სოლიდარობის ნიშნად მიიღეს. ლიეტუვის მხარის ინფორმაციით გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტის აკრძალვას ორი მიზეზი აქვს – უკრაინისთვის სოლიდარობა და “რუსული ომის მანქანის” დაფინანსების შემცირება.  

მეტი...