,,რუსეთი ბლოკავს უკრაინული ხორბლის უკრაინიდან გასვლას და ბაზრებზე შესვლას”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფასების ზრდა ფიქსირდება. მისი თქმით, აუცილებელია ძალების გაერთიანება და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა. „დიდი სიამოვნებაა დღევანდელი შეხვედრა კანადასთან. კანადა ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორია. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც თითქმის ყველაფერს მოიცავს. კანადა გვიბიძგებს ბევრს, რომ წინ წავწიოთ სანქციები და წარმოვადგინოთ ერთიანი ფრონტი რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინაში. ჩვენ ასევე ძალიან ვღელავთ ამ ომის შედეგების გამო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა…

მეტი...

,,სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა ნაციონალური მოძრაობის დაშლაა”- იაგო ხვიჩია

,,გვარამიას დაკავების მიზეზი არც გაფლანგვა და არც მანქანის ტარება არ არის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, სადაც გამარჯვებული ერთ-ერთი მხარე დამარცხებულ მხარეს ატყუებს, ასე გავაგრძელებთ დიდი ხანი, თუ ბრძოლა არ დასრულდება,” – აღნიშნული განცხადება „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა. ხვიჩიას თქმით,მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა. „ხალხი სამსახურებრივი მანქანის პირადი მიზნებით გამოყენებაზე რომ დაიჭიროთ, მაშინ პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და ასევე საჯარო სამსახურში ვისაც მანქანა ემსახურება, ყველა დასაჭერია. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი მანქანა არასოდეს მყოლია, ვისაც ჰყავდა, მათ დავკვირვებივარ და ისინი მანქანას პირადი…

მეტი...

,,პოლიტიკურ დევნაზე საუბარი მიუღებელია”- გურამ მაჭარაშვილი გვარამიას განაჩენზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე კომენტარს აკეთებს. მისი შეფასებით, მიუღებელია საუბარი ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე. „რუსთავი 2-ის საქმეზე გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას სწორი, სამართლიანი და ობიექტური გადწყვეტილება ჰქონდა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია მიტაცებული ჰქონდათ ნიკა გვარამიას და მის თანამზრახველებს. ახლა უკვე დადგინდა, რომ მას და მის თანამზრახველებს ჰქონდათ მიტაცებული თანხები და ეს თანხები ბიუჯეტში იმ მიზეზით არ შედიოდა, თითქოს, „რუსთავი 2“-ს ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან საკმაოდ სოლიდური თანხები არასწორად, არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების…

მეტი...

პროკურატურა ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის განაჩენთან დაკავშირებით დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ამ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. ამ ნაწილში, ნ.გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000…

მეტი...

,,არ მგონია ვინმესთვის არსებობდეს მიზეზი, ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე”- მიხეილ სარჯველაძე გვარამიას დაპატიმრებაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურ დევნად არ უნდა შეფასდეს. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას და სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. „ეს არ არის პოლიტიკური შურისძიება. ფაბულა და შინაარსი ცნობილია, რაზეა საუბარი. სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იმ კატეგორიის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც დანაშაული ჰქვია. საუბარია რაზე? – საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რითაც ორგანიზაციის შემოსავალი შემცირდა. ამას უკვე სახალხო დამცველიც არ უარყოფს. კარგი იყო თუ ცუდი ორგანიზაციისთვის, ამაზე ვისაუბროთ – რა მიზეზით შეიძლება იყოს ორგანიზაციისთვის ნაკლები შემოსავლის მიღება,…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს ნიკა გვარამია”- რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაუყონებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია. ,,სააპელაციო სასამართლო ისეთივე ყურმოჭრილია, როგორც ეს სასამართლო და სამარცხვინო მოსამართლე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ხანდახან უყვარს უცხოეთში პოზიორობა და კეკლუცობა, სანამ ეს პროცესი არ დააზიანებს ქვეყანას, ერთხელ მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

მეტი...

,,საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული”- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებას ისახავს. „ვეხმაურებით დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ნიკა გვარამია მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული,…

მეტი...

,,ჩვენ სამართლებრივად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას”- დიმიტრი საძაგლიშვილი

ნიკა გვარამიას სასამართლომ ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ. ,,სამართლებრივ შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს და არც მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას, ერთადერთი რამის თქმა მინდა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი და ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი გასცა “ქართულმა ოცნებამ” მწარედ ცდება, ჩვენ ვნახეთ დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი, საკმაოდ აშკარა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, ჩვენმა კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაში, რაც ახლა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ.…

მეტი...

,,ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და არ იქნება მარტივი”- გიორგი გაბუნია

ნიკა გვარამიას სასამართლომ ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი “მთავარი არხის” ჟურნალისტმა გიორგი გაბუნია გააკეთა. მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება და არხიც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მაუწყებლობას. ,,ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, უფრო მეტად ვიდრე აქამდე, რადგან დამატებითი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე თავისუფლებისთვის, როგორც ყოველთვის და არა მარტო ნიკას თავისუფლებისთვის. სახელმწიფომ ასე ქნა, ასე მოინდომა “ქართულმა ოცნებამ” და ნიკა გვარამია გახადა სწორედ ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ და არა ერთადერთად, სამწუხაროდ. ნიკა არ არის ერთადერთი, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელთან…

მეტი...

სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს

,,სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე,” – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟოდეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული დასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნისმოქალაქე მ.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. „მას ბრალიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულისაშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავროჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკულისაშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.…

მეტი...

,,ყველაფერი კარგად იქნება”- ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ განცხადებას ავრცელებს. ,,აბა თქვენ იცით!  დარჩით “მთავარზე” და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავებოდა. ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა…

მეტი...

,,აუცილებელია რუსული აქტივების გაყინვა და მათი გადაცემა უკრაინაში ჩვენი ქვეყნის აღდგენის მიზნით”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებს. კულებას განცხადებით, ბერლინში მისი ვიზიტისას მას გერმანიის წარმომადგენლებთან რაციონალური დისკუსია ჰქონდა უკრაინის  ევროკავშირში გაწევრიანებასთან  დაკავშირებით. ,,მე მათ ვუთხარი, რომ ეს მაინც მოხდება. გარდაუვალია, რომ უკრაინა ადრე თუ გვიან მიიღებს გაწევრიანების სტატუსს. გერმანიის ელიტას აქვს არჩევანი, რომ უხელმძღვანელოს ამ პროცესს და ჩაწერონ მათი სახელები ევროპის ისტორიაში ან მოხდეს ეს მათი ლიდერობის გარეშე”, – აღნიშნა დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიაში ვიზიტისას რუსული გაზის ემბარგოს საკითხზეც ისაუბრეს. გერმანიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ კულება დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა…

მეტი...

ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა და სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ნიკა გვარამიას პროკურატურა “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება. მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი – კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.  

მეტი...

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მავნებელი მწერის – მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება. 2022 წლის გაზაფხულზე, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი,ასპინძა), 3 000-მდე ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა. ფერომონების საშუალებით მავნებლის რაოდენობის კონტროლი და დაჭერილი მწერების განადგურება ხდება. 2021 წლის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მავნე მწერის გამრავლება და ნაძვნარის ხმობის ინტენსივობა მკვეთრად შემცირებულია. ხმელი და დაავადებული ხეების ფართობიდან გამოტანა სანიტარიული ჭრების საშუალებით ხორციელდება. მბეჭდავი ქერქიჭამია – მავნე მწერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გავრცელდა და დიდი ზიანი მოუტანა ნაძვნარ კორომებს. ბრძოლის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტო 26 000 ჰა ფართობზე 2013…

მეტი...

,,შვედეთისა და შვედი ხალხის უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა ნატოში გაწევრიანება”- შვედეთის პრემიერ-მინისტრი 

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ შვედეთს უსაფრთხოების ოფიციალური გარანტიები სჭირდება, რასაც ნატოში გაწევრიანების შედეგად მიიღებს. პრემიერის თქმით, შვედეთი და შვედი ხალხი ახალ, სახიფათო რეალობაში ცხოვრობენ. ,,ჩვენ “სოციალ-დემოკრატებს” მიგვაჩნია, რომ შვედეთისა და შვედი ხალხის უსაფრთხოებისთვის საუკეთესოა ნატოში გაწევრიანება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ძალიან ფრთხილი განხილვის შემდეგ. ძალიან ნათელია, რომ არსებობს რეალობა 2022 წლის 24 თებერვლამდე და მის შემდეგ. ევროპა, შვედეთი და შვედი ხალხი ცხოვრობენ ახალ, სახიფათო რეალობაში. ევროპული უსაფრთხოების წესრიგი, რომელზეც შვედეთი საკუთარ უსაფრთხოების პოლიტიკას საუკუნეების მანძილზე აფუძნებს, თავდასხმის ქვეშაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში არა მხოლოდ უკანონო და გაუმართლებელია,…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი სასამართლოში დღეს გაგრძელდება. დაცვის მხარე წინა სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობის შესახებ მოსამართლის პასუხს ელოდება – საუბარია პენიტენციური დაწესებულების წერილის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სავარაუდოდ, მიხეილ საააკაშვილი სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. სააკაშვილის გარდა უკანონო ქმედებას, საქმესთან კავშირში მყოფ კიდევ 4 პირს ედავებიან.

მეტი...

,,ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ ყველა პატიმარს და მათ შორის, პატიმარ სააკაშვილს ქვეყანაში უმკურნალოს”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით,  „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ, უსაფუძვლოა. „მას ყველა ტიპის გამოკვლევა უტარდება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახური და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა, აბსოლუტურად მზად არის იმისთვის, რომ ყველა პატიმარს და მათ შორის, პატიმარ სააკაშვილს, ქვეყანაში უმკურნალოს. გასაგებია, რომ ომის პარტიას დღის წესრიგში პრაქტიკულად აღარ დარჩა საკითხი და ახლა უნდათ, რომ პატიმარ სააკაშვილის საკითხით იტივტივონ პოლიტიკურ ზედაპირზე“, – აღნიშნავს გურამ მაჭარაშვილი.

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ რატი შურღაიას საქართველოში კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, რატი შურღაიას სამშობლოში კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ. დღეს კი ცხედარს კიევის ერთ-ერთ ტაძარში დაასვენებენ, სადაც პანაშვიდი გაიმართება. 38 წლის ქართველი ჯარისკაცი ქალაქ იზუმთან ახლოს რამდენიმე დღის წინ მძიმედ დაშავდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად,  მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, რატი შურღაია მე-11 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა.

მეტი...

,,პუტინი არ იძლევა თანხმობას, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი აზოვსტალის დამცველები”- ანა მალიარი

„აზოვსტალის დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა,” – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, თუმცა ზუსტი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია. ამასთან, ანა მალიარმა აღნიშნა, რომ ქარხანაში სამხედრო ოპერაციისა და ბლოკადის განხორციელება  შესაძლებელი რომ ყოფილიყო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. „ჩვენ შევძელით ამის გულწრფელად თქმა ახლობლებისთვის, რადგან მათ აქვთ ამის ცოდნის უფლება.  ის წინადადებები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში – მოდი, გავაკეთოთ ეს, მოდი გავაკეთოთ…

მეტი...

,,ევროპის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დრო იწურება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, ოკუპანტებს დღემდე არ სურთ, აღიარონ მარცხი და მათი ე.წ. „სპეცოპერაციის“ ჩავარდნა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალიდან“ გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „დღევანდელი რუსული სარაკეტო დარტყმები ლვოვის რეგიონზე,  გულიაპოლის,  სევეროდონეცკის,  ლისიჩანსკის, დონეცკის რეგიონის ქალაქებისა და თემების დაბომბვა – ოკუპანტების მთელი ეს სისასტიკე, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად განიცდის, მხოლოდ მიგვიყვანს იმ ფაქტამდე, რომ გადარჩენილი რუსი ჯარისკაცები ამ ბოროტებას რუსეთში წაიღებენ. ასე დასრულდება რუსი სამხედროების მთელი ციებ-ცხელება, რომელსაც ახლა თქვენთან ერთად ვხედავთ. და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის, ვინც ამ დროს აახლოებს. ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე. ჩვენ გვჭირდება,…

მეტი...

,,რუსეთის ფედერაციამ დაკარგა ჯარის მესამედი”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ომში წარუმატებლობას განიცდის. მისი თქმით, რუსულმა მხარემ ჯარის მესამედი დაკარგა,რაც უკრაინას,  ყირიმის და დონბასის დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. „რუსეთის ფედერაციამ დაკარგა ჯარის მესამედი პოპასნაიას და ხერსონის ასაღებად, ასევე ლუგანსკის ოლქის საზღვართან მისასვლელად. ,,მეოთხე ძალა” გაჩნდა ევროკავშირს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის და ეს ყველაფერი პოპასნაიას აღებით დასრულდა. უბრალოდ ვიცი, იქ როგორი თავდაცვა გვაქვს, ვერ გაივლიან, არ ექნებათ საკმარისი ძალა და საშუალება, როგორც არ უნდა გადაისროლონ ეს უბედური რეზერვისტები, რომლებსაც იქ ეძახიან, მოამზადეს – გადაისროლეს. მომზადების ოთხი დღე. სულ ეს არის. სრული კრახია. და…

მეტი...

უკრაინელები რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული არმია წინ მიიწევს და საკუთარ ტერიტორიას ეტაპობრივად ათავისფლებს. არსებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდეც კი მივიდნენ. კერძოდ, საუბარია თავდაცვის 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონზე. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის არმია ამ დროისთვის ლუგანსკის ოლქის ათ პროცენტს აკონტროლებს.  

მეტი...

„ტერორიზმის მხარდამჭერები ნატო-ს მოკავშირეები არ უნდა იყვნენ“ – თურქეთი 2 ქვეყნის გაწევრიანების წინააღმდეგია

თურქეთი კატეგორიული წინააღმდეგია, შვედეთი და ფინეთი ალიანსის წევრები გახდნენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯერ თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა, შემდეგ, ბერლინში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კი თურქეთის საგარეო მინისტრმა. როგორც მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ნატოს გაფართოება, თუმცა, ფინეთისა და შვედეთის ადგილი ალიანსში არ არის. „თურქეთს აქვს წუხილი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ტერორისტულ დაჯგუფებებთან მათი ურთიერთობის გათვალისწინებით. ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნები არ უნდა იყვნენ ნატო-ს მოკავშირეები“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო მინისტრმა და ფინეთი და შვედეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მფარველობაში ამხილა. მისი შეფასებით, ფინეთმაც და შვედეთმაც უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა…

მეტი...