,,არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი უნდა შეიცვალოს”- ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით,  ერთადერთი გზა რუსული აგრესიისგან დასავლეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანამდებობიდან გადაყენებაა. მინისტრის განცხადებით, 2008 და 2014 წელს კრემლის მიერ განხორციელებული ქმედებები ამტკიცებს, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა. ლანდსბერგისის განმარტებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს პუტინის გამოსვლა აშკარას ხდის, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში წარუმატებლობას განიცდის. ,,გამარჯვების დღეს პუტინის ყოველწლიური გამოსვლა და გენერლების პირქუში სახეები აშკარად აჩვენებდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში წარუმატებლობას განიცდის. ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრებათ. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი უნდა…

მეტი...

,,საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პარტიის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან. თალაკვაძის განმარტებით, საზოგადოებისთვის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. „ამ თემის წამოწევა და გაცოცხლება განპირობებულია ერთადერთი მიზეზით, რომ, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, მათ შორის პარლამენტის წევრებმა, საყვედური და დავალებაც მიიღეს, რომ საკუთარ დღის წესრიგში მისი თემა დაბლა არ დაუშვან. ჩვენი საზოგადოება სწორედ იმის გამო არის გაღიზიანებული, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ერთ-ერთ დიდ ოპოზიციურ პარტიას, სხვა თემა, სხვა წუხილი და სხვა პრობლემა არ გააჩნია, რაზეც პარლამენტში თუ პოლიტიკურ სივრცეში უნდა…

მეტი...

იზიუმში ნანგრევების ქვეშ 44 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ,,დროებით ოკუპირებულ იზიუმში, მარტის დასაწყისში ოკუპანტების მიერ დანგრეული ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ეს არის რუსი ოკუპანტების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,”- განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

მეტი...

,,ნაცმოძრაობა თუ გადაწყვეტს, რომ დაიშალოს, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვით, პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. დეპუტატის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლების ინიციატივას სერიოზულობა აკლია და მასში მონაწილეობის მიღება არ სურს. „გააჩნია, როგორ მოამზადებ ინიციატივას და გარემოს, რომ ადამიანებს მისი მხარდაჭერა მოუნდეთ. ჩვენ გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები არც აქამდე იქნებოდნენ წინააღმდეგი თავდებში ჩადგომოდნენ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის გათავისუფლების გზა. თუმცა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად შეხედავს მისი გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ კანონპროექტს და…

მეტი...

,,ჩვენ თავდებში ვუდგებით მიხეილ სააკაშვილს”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან პარტიის ინიციატივაზე ისაუბრა.   პარტიის წარმომადგენლები აპირებენ  საკანონმდებლო ორგანოს მიმართონ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში   ჩაუდგნენ. თუ ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ   დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე. დეპუტატის  განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და გუნდის წევრები მზად არიან თავდებში   ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს. „დაუყონებლივ შეიქმნას საერთაშირისო ექიმების გუნდი მაღალი ავტორიტეტის სამედიცინო დაწესებულებებიდან, როგორიც არის მაგალითად ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი. მზად ვარ, ამაში ჩავერთო და მინდა, სახალხო დამცველს ვთხოვო, ისიც ჩაერთოს ამ ინიციატივაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ რეალურად აღიაროს, რა მძიმე გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და რა მძიმე…

მეტი...

„პატიმარ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყველა საჭირო სერვისით არის უზრუნველყოფილი. დეპუტატის განმარტებით, თუ საჭირო გახდება სააკაშვილის სამედიცინო მომსახურება ციხის გარეთ გაეწიოს, ამაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს. „პატიმარ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს. იმ შემთხვევაში, თუ დადგა მოცემულობა, რომ აუცილებელია, ციხის გარეთ მიეწოდოს მას გარკვეული სერვისი, ამაზე დასკვნას გააკეთებს შესაბამისი სამსახური და გადაიყვანს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. ამასთან, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პარტია თავდებში უდგება მიხეილ სააკაშვილს. „თავდებში ჩადგომას რაც შეეხება, ზოგადად, ვიცით, რომ ყველა მანკიერ ქცევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს გვერდით…

მეტი...

,,სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავისი სასჯელი ღირსეულ პირობებში მოიხადოს”- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალურ მოძრაობის” მიხეილ სააკაშვილის თავდებში ჩადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, ოპოზიციის ინიციატივის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. „თქვენ თუ ჩემს აზრს მეკითხებით, მე მგონია, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უცნაური პოზიციაა, რბილად რომ ვთქვათ, მისი დაკმაყოფილება მიზანშეწონილი მე, პირადად, არ მგონია. თუმცა ის უწყება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაკვირველია ყველა ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით. თავდებში დადგომა იმისათვის, რომ გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ…

მეტი...

უკრაინის ქიმიურ ობიექტებზე შესაძლოა დივერსიული აქტები განხორციელდეს

უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელმა პავლო კოვალჩუკმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქიმიურ ობიექტებზე შესაძლოა, დივერსიული აქტები განახორციელონ. „არ არის გამორიცხული, უკრაინის ქიმიური მრეწველობის ობიექტებზე დივერსიული აქტების განხორციელების შესაძლებლობა, ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი დადანაშაულებით,”- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები შეტევით ქმედებებს ახორციელებენ უკრაინის სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე.

მეტი...

ახალქალაქში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გვიან ღამით, ახალქალაქში, თავისუფლებისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე 34 წლის კაცი დაჭრეს,- აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივების განცხადებით, დაჭრილ 36 წლის მამაკაცს  ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით, ორი კი დანით. დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილის ახლობლების ინფორმაციით, ის თანასოფლელმა, 60 წლამდე მამაკაცმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მომხდარზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

უკრაინელ ჟურნალისტებს პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცათ

უკრაინელ ჟურნალისტებს პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო რუსეთის ინტერვენციის გაშუქებისთვის გადაეცათ. პულიცერის საბჭომ პატივი მიაგო უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას მოკლულ 12 ჟურნალისტს. „დაბომბვის, გატაცებების, ოკუპაციის და მათ რიგებში სიკვდილის მიუხედავადაც კი, ისინი აგრძელებენ თავიანთ მცდელობას, რომ წარმოადგინონ საშინელი რეალობის ზუსტი სურათი“, – აღნიშნულია პულიცერის საბჭოს განცხადებაში. პრემიის ადმინისტრატორმა, უკრაინელი ჟურნალისტები გამოჩენილი სიმამაცისთვის და სიმტკიცისთვის შეაქო და სიმართლის გაშუქების ერთგულებისთვის ჯილდო გადასცა. „პულიცერის პრემიის საბჭო მოხარულია, გადასცეს სპეციალური ჯილდო ჟურნალისტებს უკრაინიდან მათი სიმამაცისთვის, სიმტკიცისთვის და მათ ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის უმოწყალო შეჭრისა და რუსეთში მისი პროპაგანდისტული ომისა და სიმართლის გაშუქების ერთგულებისთვის“, – აღნიშნა პრემიის…

მეტი...

უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდება – EBRD

ევროპის განვითარების ბანკის ინფორმაციით, რუსეთის ინტერვენციის შედეგად უკრაინის ეკონომიკა მიმდინარე წელს, თითქმის მესამედით შემცირდება. ამასთან, EBRD აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკა 2023 წლისთვის  25%-ით გაიზრდება. EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის აგრესიამ შეაჩერა ეკონომიკური ზრდა უკრაინაში. ომის ხანგრძლივობა, ომის შემდგომი რეკონსტრუქციის მასშტაბები და ის თუ რამდენი ლტოლვილი დაბრუნდება სახლში, გავლენას მოახდენს ეკონომიკური ზრდის ტემპზე. რაც შეეხება რუსეთს, ბანკის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა წელს 10%-ით შემცირდება და 2023 წელს  ნულოვანი ზრდა დაფიქსირდება.

მეტი...

ლენდ-ლიზის აქტი შეიარაღების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდებასაც მოიცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  ხელი მოაწერა  „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტს“, რომელიც  უკრაინის გარდა, შეიარაღების გამარტივებული წესით მიწოდებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, 2022-2023 ფისკალურ წლებში პრეზიდენტს შეუძლია, მისცეს ნებართვა აშშ-ის მთავრობას, დროებით სარგებლობაში ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის მთავრობას ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ. კანონპროექტი დაეხმარება ამ ქვეყნებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში და მათი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაში, რუსეთის ძალების მხრიდან პოტენციური ინტერვენციისგან ან მიმდინარე აგრესიისგან. შეგახსენებთ, ლენდ-ლიზის აქტი უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და გამარტივებული გზით, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიწოდებას ითვალისწინებს.

მეტი...

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის  პროცესი გაიმართება. სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომას ყოფილი პრეზიდენტი ვერ დაესწრება. მიზეზი, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა. “ის კვლავინდებურად არის ცუდად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ამიტომ, ის სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს დასწრებას. გავაგრძელებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, ბუნებრივია, პროცესი რჩება ისევ ისე პოლიტიზირებულ პროცესად, როგორიც იყო, არავითარ სხვაობას ამ მიმართულებით არ ველოდებით, უბრალოდ შევეცდებით, რომ ეს პროცესიც იყოს ნათელი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი პოლიტიზირებული დევნა მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ,”- აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

მეტი...

,,პუტინი ცდილობს გაამართლოს თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი”- ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი, 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლას აფასებს. თეთრი სახლის პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს აბსურდს უწოდებს და უკრაინას კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას. ,,მაშინ, როცა პრეზიდენტი პუტინი და რუსი ხალხი გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული ძალები ომის დანაშაულებს და სისასტიკეს სჩადიან უკრაინაში, როდესაც ისინი მონაწილეობენ სასტიკ ომში, რომელიც იწვევს უამრავ ტანჯვას და ნგრევას. ეს დღე ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის და მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების დამარცხების აღნიშვნის დღე უნდა იყოს. ამას ყოველწლიურად აღნიშნავენ რუსეთშიც. ამის ნაცვლად, პუტინი ამახინჯებს ისტორიას და ცვლის ან ცდილობს შეცვალოს…

მეტი...

,,აზოვსტალის” ქარხანაში ასზე მეტი სამოქალაქო პირია დარჩენილი

ოკუპანტები ქალაქ მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმს აგრძელებენ. რუსი სამხედროები აფეთქებენ სტრატეგიულ ობიექტებსა და ხიდებს,  რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს. ამასთან, დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის განცხადებით, “აზოვსტალში” ამ დრომდე რჩება მშვიდობიანი მოსახლეობა. ,,აზოვსტალში ასზე მეტი სამოქალაქო პირია დარჩენილი. ეს მაშინ, როცა მუდმივი დაბომვა ხდება. ავიაცია და არტილერია უწყვეტად მუშაობს. მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა ევაკუაცია მიმდინარეობს”- აღნიშნა დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მეტი...

,,პუტინმა ვერ შეძლო უკრაინის რამდენიმე დღეში დაჩოქება”- აშშ-ს ელჩი გაეროში

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით ვლადიმერ პუტინმა მარცხი აღიარა. ელჩმა აღნიშნა რომ,  რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე,  უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება არ გასცა, რაც ომის გაგრძელებაზე მიუთითებს. ,,უკრაინაში პუტინის მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. მან ვერ შეძლო უკრაინის რამდენიმე დღეში დაჩოქება. კონფლიქტი არ დასრულებულა, რა თქმა უნდა, მან არ გამოაცხადა ჯარების გაყვანა. ჩვენი შეფასებით, ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი კონფლიქტი,”- განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მეტი...

უკრაინაში საარტილერიო თავდასხმის შედეგად დავით ჟვანია გარდაიცვალა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითად უკრაინაში რადას ყოფილი დეპუტატი, დავით ჟვანია გარდაიცვალა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჟვანია ზაპოროჟიეს რაიონში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან საარტილერიო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.  

მეტი...

,,ომის შედეგები ზედმეტად შიშის მომგვრელია”- ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, კიშინოვში მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე ისაუბრა. ,,უკრაინის ომის გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში ღრმა და ფართო შედეგების მომტანია. ესკალაციის შედეგები ზედმეტად შიშის მომგვრელია. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ომის გაგრძელებითა და შესაძლო გავრცელებით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ასევე იმ გავლენით, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. გაერო ერთგულია არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ მოლდოველი ხალხის მხარდაჭერაშიც ამ რთულ დროს. თქვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ის მტკიცე პროგრესი, რომელსაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მიაღწიეთ, არ უნდა შეირყეს,”- აღნიშნა ანტონიო გუტიერეშმა.

მეტი...

საჰაერო იერიშის შედეგად ოდესაში 1 ადამიანი დაიღუპა

რუსმა სამხედროებმა  საჰაერო იერიში უკრაინის ქალაქ ოდესაზე მიიტანეს. დაიბომბა ერთ-ერთი ტურისტული ობიექტი და ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს. სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.  უწყების ცნობით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხანძარი კი  ამ დროისთვის ლიკვიდრებულია.

მეტი...

„ეს ისტორიული ნაბიჯია“ – ზელენსკი „ლენდ ლიზის“ ხელმოწერაზე

თეთრ სახლში „ლენდ-ლიზის“ კანონის ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ სოციალურ გვერდზე ეხმიანება როგორც პრეზიდენტი წერს, ეს ისტორიული ნაბიჯია. ,,მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. ,,ლენდ-ლიზის” შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ, დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ”, – წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, აშშ უკრაინას სწრაფ და ეფექტურ სამხედრო დახმარებას გაუწევს. აშშ თავისუფალია, „ლენფ-ლიზის“ კანონს ხელი მოეწერა, რითაც უკრაინის მომარაგება უწყვეტად მოხდება

მეტი...

აშშ თავისუფალია, „ლენფ-ლიზის“ კანონს ხელი მოეწერა, რითაც უკრაინის მომარაგება უწყვეტად მოხდება

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა. კანონი ოფიციალურად ამოქმედდა. ხელის მოწერის ცერემონია კი თეთრ სახლში გაიმართა. კანონი პრეზიდენტ ბაიდენს შესაძლებლობას აძლევს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას. ,,ლენდ-ლიზის” პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს სწორედ ეს იყო შესაძლებლობა, შტატებს მოკავშირეებისთვის იარაღი და სხვა აღჭურვილობა ოპერატიულად მიეწოდებინა.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

წუხელ, საქართველოში საკმაოდ მძლავრი მიწისძვრა მოხდა. მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლეთით 14 კილომეტრში, 38 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ კი 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...