„ჩვენ არ ვართ დაცული არც ევროკავშირის და არც ნატოს უსაფრთხოების გარანტიებით“ – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

„საქართველო ახლა უფრო მეტად უნდა ახსოვდეს ყველას, რადგან ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ვართ რუსეთის ფრონტის ხაზზე. ასევე,  ჩვენ არ ვართ დაცულები ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემით და არც, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებით“ – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი „ფორინ პოლისისთან.“ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, თუ რუსეთი მოიგებს, ის უფრო აგრესიული გახდება. „არსებული ვითარება უფრო მეტად დაუცველს გვხდის მოვლენების ორივე სცენარით განვითარების შემთხვევაში. თუ რუსეთის მოიგებს, უფრო ამბიციური გახდება, როგორც ახლა ჩანს. თუ რუსეთი ვერ მიაღწევს იმ გამარჯვებას, რომელიც სურს, მაშინ ისინი კომპენსაციის ძებნას დაიწყებენ. მე არ ვამბობ, რომ მოვლენები მაინცდამიანც ამ სცენარით განვითარდება, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველო უფრო ხშირად…

მეტი...

„კიევში ხუთი რაკეტა ჩამოვარდა“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი კიევზე მიტანილ მორიგ შტურმთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ხუთივე რაკეტა, კიევში, მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოაგდეს. ,,დღეს, კიევში მოლაპარაკებების დასრულებისთანავე,  რუსული რაკეტები ჩამოვარდა, ხუთი რაკეტა. ეს გლობალურ ინსტიტუტებზე, რუსეთის ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე ბევრს ამბობს. ომი დასასრულისკენ არ მიდის. კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ოკუპანტები ჯერ კიდევ უნდა განვდევნოთ.  რუსეთის არმიამ შეტევა ქვეყნის აღმოსავლეთით, დონბასში განაგრძო. უკრაინის შეიარაღებული ძალები დამპყრობლებს იგერიებენ და თითოეული ჩვენი დამცველის მადლობელი ვარ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა. სარაკეტო თავდასხმების შედეგად არიან დაშავებულები.

მეტი...

თუ სააკაშვილს სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  ზომებია მისაღები  

პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების არ სჯერა. „თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული“ – ასეთია სალომე ზურაბიშვილის პოლარიზაცია, რომელიც მან Foreign Policy-სთან  დააფიქსირა. რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს პოლარიზებას გამოიწვევს. „მე, სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი შევიწყალე მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. ვფიქრობდი, რომ ეს, შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან უმეტესობა  შეწყალების…

მეტი...