აშშ-მ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“  ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე. კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებისა და გატაცების ფაქტებს და ადამიანის უფლებათა  დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი მხარს უჭერს…

მეტი...

„ომი მაშინ დასრულდება როცა ამას რუსეთი გადაწყვეტს“ – ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში ჩავა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება. მანამდე კი, გენერალური მდივანი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც, აუდიენცია პრეზიდენტ პუტინთან გამართა. როგორც ანტონიო გუტერეში აცხადებს, შეხვედრები კარგია, თუმცა, ეს ომის დასრულებაზე არ მიუთითებს. „უკრაინაში ომი შეხვედრებით არ დასრულდება. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება,  როდესაც რუსეთი გადაწყვეტს ამას. როცა ცეცხლი შეწყდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რეალური პოლიტიკური შეთანხმება.  რუსეთის შეჭრა არის გაეროს წესდების დარღვევა და ის უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად“ – აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.

მეტი...

,,რუსები ატერორებენ უკრაინელ ხალხს”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს შესაძლებლობას რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შესახებ. ამის შესახებ ბლინკენმა სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენისას ისაუბრა. „ჩვენ განვიხილავთ ამას, იურისტები სწავლობენ ამ საკითხს. ცხადია, რუსები ატერორებენ უკრაინელ ხალხს. იურისტები მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ დაცული იქნება კანონით გათვალისწინებული საფუძვლები“,- აღნიშნა ბლინკენმა.

მეტი...

რუსეთმა ნორვეგიელი და იაპონელი დიპლომატები გააძევა

რუსეთი „არამეგობარ ქვეყნებს“ სამაგიეროს უხდის. ამჯერად, მან ჯავრი იაპონიასა და ნორვეგიაზე იყარა და  8 იაპონელი და 3 ნორვეგიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი მოსკოვში დაიბარეს და განუცხადეს, რომ 8 დიპლომატმა ქვეყანა 10 მაისამდე უნდა დატოვოს. რაც შეეხება დიპლომატების გაძევების მიზეზს, ეს სამაგიეროს გადახდაა. კერძოდ, იაპონიამ, ადრე, ქვეყნა 8 რუს დიპლომატს დაატოვებინა. ანალოგიური მოხდა ნორვეგიასთან დაკავშირებითაც.  

მეტი...

საქართველოს მოსახლეობის 88% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა   

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 74% ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად ემხრობა, 14% კი ნაწილობრივ. კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 6% ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად ეწინააღმდეგება, ხოლო ნაწილობრივ – 4%. რაც შეეხება ალიანსის წევრობას, ნატო-ში გაწევრიანებას სრულად გამოკითხული მოსახლეობის 60% უჭერს მხარს; ნაწილობრივ კი  15%.  

მეტი...

პატრიარქი, კახა კალაძე და სალომე ზურაბიშვილი – გამოკითხულთა რეიტინგის სამეული

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა” (IRI) კვლევა ჩაატარა რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. კერძოდ, გამოკითხულთა პასუხებიდან, რეიტინგული ადამიანების სამეული შემდეგია: პატრიარქი, თბილისის მერი და საქართველოს პრეზიდენტი. გამოკითხულთა 92% პატრიარქ ილია II-ის მიმართაა დადებითად განწყობილი, 53% – თბილისის მერის მიმართ და 52% –  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი , (47%-ით). ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უარყოფითად 48%-ია განწყობილი. მეხუთე ადგილზე, 46%-ით, ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაა. მეექვსეზე – ანა დოლიძე (44%-ით); მეშვიდე – გიორგი გახარია (40%-ით); მერვე – დავით უსუფაშვილი (39%); მეცხრე – ელენე ხოშტარია (39%); მეათე – ირაკლი კობახიძე (38%).

მეტი...

ენერგორესურსების იარაღად გადაქცევა

რუსეთის მხრიდან „არამეგობარ“ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას თეთრ სახლში აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ენერგორესურსების იარაღად გადაქცევას ნიშნავს. როგორც პრესსპიკერი განმარტავს, ევროპას გაზის მიწოდება არ უნდა შეუწყდეს. „სამწუხაროდ, ეს არის იმ ტიპის ნაბიჯი, ენერგორესურსების ფაქტობრივად იარაღად გადაქცევა, რომელიც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ რუსეთს შესაძლოა ამ კონფლიქტში განეხორციელებინა. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ევროპასთან, მათ შორის,  ამ ქვეყნებთან. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პოლონეთსა და ბულგარეთის ლიდერებთან. უკვე  თვეებია, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიცირება განვახორციელოთ“,- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა „არამეგობარ“ პოლონეთსა და ბულგარეთს,…

მეტი...

ევროკომისია უკრაინას ექსპორტზე ყველა გადასახადს მოუხსნის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინის მხარდამჭერი მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, როგოც პრეზიდენტო აცხადებს, უკრაინა საექსპორტო გადასახადებისგან თავისუფლდება. „ევროკომისია უკრაინას ექსპორტის ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას დათანხმდა“ – აცხადებს ზელენსკი. მისი შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები უკრაინის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ევროკავშირში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მზადდება. ევროკომისია უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის 1 წლით მოხსნას და ასევე ანტიდემპინგური ტარიფების შეჩერებას დათანხმდა. ამ წინადადების დეტალები ურსულა ფონ დერ ლაიენთან განვიხილე, ამ ნაბიჯისთვის პირადად მისი და ყველა ჩვენი ევროპელი მეგობრის მადლობელი ვარ. ეს მოგვცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად უკრაინაში ეკონომიკური აქტივობა, ჩვენი ეროვნული წარმოება…

მეტი...