“ყველა ადამიანი თანასწორია” – ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებათა კვირეულს აღნიშნავს

2021 წლის ადამიანის უფლებათა კვირეულის მთავარი თემაა თანასწორობა, მთავარი გზავნილი კი – “ყველა ადამიანი თანასწორია”. კვირეულის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა თანასწორობის მნიშვნელობაზე და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებზე, ამ კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აღნიშნავს, თანასწორობა გულისხმობს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებას, იყვნენ დაცულნი უმრავლესობის მიერ. „მიმდინარე წელს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ჩვენ ვუბრუნდებით საბაზისო პრინციპს – ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლს. თანასწორობა ფუნდამენტური პრინციპია და წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის საფუძველს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს პრინციპი გულისხმობს ყველა ადამიანის უფლებას, მიიღოს თანასწორი მოპყრობა და ყველას…

მეტი...

მოქმედებს თუ არა არსებული ვაქცინა „ომიკრონის“ წინააღმდეგ?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ ვირუსი მუტაციას მუდმივად განიცდის და მისი თვისებები ცვალებადია. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, „კორონავირუსის“ თვისებებიც,  ხასიათიც და გადამდებლობაც შეცვლილია და კიდევ შეიცვლება. „ვერავინ იტყვის, რომ „კორონავირუსი“ ერთხელ აღმოაჩინეს და მისი თვისებები არ შეცვლილა. ვირუსი მუტაციას მუდმივად განიცდის. თავდაპირველად იყო ერთი ტიპის, შემდეგ, მრავალრიცხოვანი მუტაციის შედეგად გახდა სხვა ტიპის. შეიცვალა გადამდებლობაც, აგრესიულობაც და ვაქცინების მიმართ წინააღმდეგობაც, გავრცელებაც“ – აცხადებს პროფესორი. რაც შეეხება აცრას, ივანე ჩხაიძის თქმით, კვლევის მიხედვით, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, „ომიკრონის“ წინააღმდეგ შესაძლებელია ორი სხვადასხვა მექანიზმი ამუშავდეს. „ერთი ეფექტური მექანიზმია „ბუსტერის“ გაკეთება, რომელიც 25-ჯერ…

მეტი...

საქართველოში ვაქცინაციით პოპულაციური იმუნიტეტის შექმნა ვერ ხერხდება  

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში, ვაქცინაციით პოპულაციური იმუნიტეტი ვერ შეიქმნება. „პერსპექტივა იმისა, რომ საქართველომ ვაქცინციით მოახერხოს პოპულაციური იმუნიტეტის შექმნა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. მოსახლეობის მინიმუმ 60%-იანი მოცვა გვჭირდება იმისთვის, რომ განვაცხადოთ, რომ პანდემის კონტროლს ექვემდებარება. ზამთრის პერიოდი სავარაუდო საფრთხეებს უფრო ზრდის და ამას დაემატა „ომიკრონის“ ვირუსი, რომელიც გაცილებით იოლად ვრცელდება და იოლად გადადის“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. პროფესორის შეფასებით, ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ე.წ. ბუსტერ დოზების აუცილებლობაზეც საუბრობს. „ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, მისთვის ორი…

მეტი...

მიხეილ სააკაშილი ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის და გადაყენებას პირადად მასთან აკავშირებს

მიხეილ სააკაშილი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადაყენების მიზეზი სწორედ მასთან არის დაკავშირებული. „ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა“, –  წერს პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი. მისი შეფასებით, აწ უკვე ყოფილი მინისტრი მადლობას იმსახურებს. „არ აპატია, რომ უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა. არ აპატია, რომ ბოლოს ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებსაც შეუერთდა. კოვიდ-პასპორტები ბოლო წვეთი იყო. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, როგორ არ ადარდებს ამ…

მეტი...