კელი დეგნანი და ერიკა ოლსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრებს კელი დეგნანი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი ხვდებიან. შეხვედრაზე უკვე შევიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები – ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ზურა გირჩი ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი. როგორც შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საუბარი იქნება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი და მათი მიზანია, ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდონ. „ვისაუბრებთ მიმდინარე ვითარებაზე, ეს იქნება ჩვენი მთავარი განხილვის საკითხი. ასევე…

მეტი...

France24 მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას ეხმაურება

ფრანგული გამოცემა France24 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის დაკავებამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. France24 მიხეილ სააკაშვილის წერილსაც აქვეყნებს, სადაც წერია, რომ სააკაშვილი მანქანიდან გადმოათრიეს, რამდენჯერმე ჩაარტყეს და თმაში სწვდნენ. გამოცემა წერს, რომ სააკაშვილის თქმით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს მისი მოკვლა ჰქონდათ გამიზნული. „სააკაშვილის დაკავებამ, რომელიც ქვეყნის პროდასავლური რეფორმატორია, საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ანტისამთავრობო აქცია გამოწვია. მისი დაკავება თბილისში თავისუფლების მოედანზე 40 000-ზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა“- წერს გამოცემა.

მეტი...

“საჯარო უწყებებში ხელფასები იზრდება 10%-ით და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 174 მილიონი ლარი” – ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის მიერ წარდგენილი რა სახის შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის პროექტში – ქვეყნის მთავარი ფინანსური შესწორებული დოკუმენტის განხილვას საფინანსო-საბიუჯეტო იწყებს. პროექტის პირველად ვერსიაში ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრება. გათვალისწინებულია სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასებისა და პენსიების მომატება. “გაზრდილი არის ხარჯვითი ნაწილი 395 მილიონით და აღწევს 18 მილიარდ 840 მილიონს, ანუ მომავალ წელს ამ ვერსიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 18 მილიარდ 840 მილიონი. მთელ რიგ სამინისტროებს და უწყებებს ეზრდება დაფინანსება, მათ შორის მხოლოდ ერთს გამოვყოფ ამ შემთხვევაში, ეს არის ჯანდაცვის უწყება, რომელსაც 71 მილიონით ეზრდებათ დაფინანსება. საჯარო უწყებებში ხელფასები…

მეტი...

“9 ნოემბერს, 10:00 საათზე აქციებს დამატებით წერტილებში გავშლით” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 9 ნოემბერს, 10:00 საათიდან საპროტესტო აქციები ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება, მათ შორის აქციაა დაგეგმილი იუსტიციის სამინისტროსთან. ნიკა მელიამ საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გუშინდელ აქციაზე გააცნო და განაცხადა, რომ „პროტესტი ეტაპობრივად აზვირთდება“. „9 ნოემბერს, დილის 10:00 საათზე დამატებით წერტილებში გავშლით აქციებს. აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან, იქ, ვისი ვალდებულებაცაა, რომ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც ახლა ჰყავთ. ასე ეტაპობრივად აზვირთდება პროტესტი. ნერვების ომიც მოსაგებია. არანაირი სახლი, დღეიდან სახლი და ოჯახი თავისუფლების მოედანია“, – განაცხადა მელიამ.

მეტი...

„ვიზუალურად დაზიანებები არ ეტყობა“ – სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მოტყუებით გადაყვანაზე  

როგორც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან აცხადებს, გლდანის ციხეში გადაყვანილმა მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ. „მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ შედგა კონსილიუმი და კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ის უნდა გადაეყვანათ მულტიფუნქციურ კლინიკაში. მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის აღნიშნულს საკუთარი ნებით დათანხმდა. ჩვენ მეთორმეტე დაწესებულებაშიც ვიყავით და იქ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, სადაც აცნობენ პატიმარ სააკაშვილს, რომ გადაჰყავთ მეთვრამეტე დაწესებულებაში არაა, თუმცა, ის ამბობს, რომ ზეპირად მან იცოდა, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში“ – აცხადებს ლომჯარია. მისივე თქმით, გლდანში მიყვანისას, ყოფილი პრეზიდენტი მანქანიდან…

მეტი...

სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ გლდანის ციხეში პატიმრების მხრიდან ხმაური და შეძახილი ისმის

გლდანის ციხიდან გამოსული სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პატიმრების მხრიდან ხმაური და სხვადასხვა შეძახილი ნამდვილად ისმის. ნინო ლომჯარია ციხის საავადმყოფოში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილს გვიან შეხვდა. „ვადასტურებ, რომ პატიმრების შეძახილი ნამდვილად არის. გარეთ ნამდვილად ისმის. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ასევე, ესმოდა პალატაშიც. როცა იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა, მაგრამ ნამდვილად, შესვლის და გამოსვლის დროსაც, ეს ხმაური დავაფიქსირე, – განუცხდა ციხიდან გამოსულმა ლომჯარიამ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს მკურნალობაზე, რაც შეეხება სამედიცინო აპარატურას, რომელიც ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ მიიტანეს, ლომჯარიას თქმით, აპარატურა დერეფანში დგას.

მეტი...

მიხეილ სააკაშილი ციხეში მკურნლობასა და სამედიცინო ჩარევაზე უარს აცხადებს

გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მკურნალობასა და ნებისმიერი სახის მანიპულაციაზე უარს აცხადებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, „მათი“ მიხარია პროვოკაცია და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ წამოეგონ პროვოკაციას. „ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალი, ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა. ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით. მინდა არ მივცეთ არანაირი პროვოკაციის შესაძლებლობა. მე ვალდებული ვიყავი გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და შესაბამისად,…

მეტი...

„გადმომათრიეს მანქანიდან, გამათრიეს მიწაზე… რაღაც ნემსის გაკეთება უნდოდათ“ – მიხეილ სააკაშვილის წერილი გლდანის ციხიდან

რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავამდყოფოში გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ წერილში წერს, როგორ გაიყვანეს მოტყუებით ის რუსთავის ციხიდან და როგორ ათრიეს მიწაზე. წერილი ციხიდან სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა. „მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა, „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში?!“ და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა,…

მეტი...