“როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში განსაკუთრებული მობილიზება აქვს, რადგან სხვაგან პროვოკატორების რესურსი იმდენი არ აქვთ” – მამუკა მდინარაძე

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში განსაკუთრებული მობილიზება აქვს, რადგან სხვაგან პროვოკატორების რესურსი იმდენი არ აქვთ. მდინარაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ზუგდიდში უხეში დარღვევები ჩაიდინეს და მათი რამდენიმე პროვოკატორი სამართალდარღვევების გამო უკვე დაკავებულია. „წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ვინმეს მისცეს საშუალება პროვოკაციის ამ ხარისხის. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება კანონდარღვევებსა და პროვოკაციაზე იქნება მკაცრი. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური და ლეგიტიმური ვალდებულება”, – დასძინა მდინარაძემ.

მეტი...

ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, ქეთევან კოვზიაშვილის განცხადებით, ზუგდიდში, მე- 20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კოვზიაშვილმა განაცხადა, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის შესაბამისი მობილური ჯგუფები შექმნილია. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო…

მეტი...

“საქართველომ 2008 წელს გადაიტანა ომი,რომელიც დასრულდა დამამცირებელი მარცხით, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იყო მთავარსარდალი სააკაშვილი” – BBC

BBC წერს, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა “5-დღიანი ომი რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გამო, რომელიც დასრულდა დამამცირებელი მარცხით, ტერიტორიების დაკარგვით და ათიათასობით ქართველის გადასახლებით, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იყო მთავარსარდალი სააკაშვილი”. როგორც სტატაშია აღნიშნული, მისი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა, ხურავდა კრიტიკულ მედიაკომპანიებს, ძალადობრივი გზებით არბევდა საპროტესტო აქციებს, სძალავდა ფულს ბიზნესს და ათასობით ადამიანს აპატიმრებდა წვრილმანი დანაშაულისთვის. “ბოლო წვეთი იყო 2012 წლის არჩევნების საღამოს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ციხეში წამებისა და ძალადობის ფაქტები. მოსახლეობამ ხმა მისცა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რითაც დაასრულა მათი 9 წლიანი მმართველობა,“-ნათქვამია სტატიაში.

მეტი...

“რასაც ვისმენთ სააკაშვილზე, ხან დიეტა, ხან მოკვდეს, ეს დაცინვა და შეურაცხყოფა „ქართული ოცნების” დეგრადაციაზე და ამორალურობაზე მეტყველებს” – ელენე ხოშტარია

„ქართული ოცნების” განცხადებები, დამოკიდებულება, ქმედებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად ყველა საზღვარს სცდება, ადამიანურს, მორალურს თუ პოლიტიკურს, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მმართველი გუნდის წევრების დამცინავი და შეურაცხმყოფელი განცხადებები მათ ამორალურობაზე მიუთითებს. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ვის არა. ასევე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უნდა გასამართლდეს და ვინ არა იმიტომ, რომ აბსოლუტურად არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, მაგრამ სამართლიანი სასამართლოთი. ჩვენ რასაც ვისმენთ, ხან დიეტა, ხან მოკვდეს, ეს დაცინვა და შეურაცხყოფა მხოლოდ “ქართული ოცნების” დიდ დეგრადაციაზე და ამორალურობაზე მეტყველებს. არავის მიმართ ასეთი მოქცევა არ შეიძლება,…

მეტი...

“მჯერა რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას – ირაკლი ღარიბაშვილი” – პრემიერის “არჩევანი”

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პრემიერმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. “მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს ქვეყანას და ხალხს, პირველ რიგში, სჭირდება მშვიდობა, დამშვიდება, სიწყნარე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი საერთო ეროვნული მიზანი. მე მჯერა რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას ქვეყნის სტაბილურობას მისცემს და არა ქაოსსა, შფოთს და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მჯერა რომ ხვალიდნელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“სუს-მა გადაწყვიტა, დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვას” – დეკანოიძე

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, სუს-ი აპირებს დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობები ჩამოართვას. მისი განმარტებით, არსებობს კონკრეტული ფაქტებიც. “მინდა გითხრათ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ალბათ ყურადღებით მოეკიდებით და პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს, მათ შორის სუს-სს რომელმაც გადაწყვიტა, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობის მოწმობები. ჩვენ გვიკავშირდებიან ეს ადამიანები, რამდენიმეს გადასცეს ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ, მაგრამ დაუყოვნებლივ გადაეცით უკან პირადობის მოწმობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ამაზე აუცილებლად შევიტანთ მათ შორის პროკურატურაში საჩივარს”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. 

მეტი...

რუსთავის ცეხესთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება და მანქანების გადაადგილება შეინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს შსს-შიც აკეთებენ და ამბობენ, რომ მიღებულია უსაფრთხოების ზომები.    „პოლიციის დანაყოფები პენიტენციური დაწესებულების გარე ტერიტორიაზე იმყოფებიან უსაფრთხოების მიზნით. პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია. სწორედ როტაციის დროს მოხდა მედიასაშუალებების მხრიდან  ვიდეოკადრების გადაღება. განსაკუთრებული არაფერი ხდება“, -აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

„ყველაფერი თბილისიდან იწყება. გამარჯვების სუნი ტრიალებს“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის გამარჯვებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდს ხელისუფლების დათმობის შიში აქვს. „ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ. მესმის, რომ მათ ხელისუფლების დათმობის შიში აქვთ, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ეს ხდება თბილისში ეს ყველაფერი თბილისიდან იწყება. თბილისში გამარჯვების შემდეგ შევქმნით პრეცედენტს, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა ერთადერთი სწორი ფორმაა მმართველობის, რომელიც ცენტრალურ დონეზე იქნება გადატანილი“,- განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული,“- ირაკლი ღარიბაშვილი

უკრაინელი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ მიხეილ სააკაშვილი თავს მოიკლავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემა პასუხისმგებელია ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული. მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტს ურჩია, უფრო მეტად იმეცადინოს სწორი კითხვების დასმაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა სცეს მას პატივი. „პირველ რიგში, მე გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში უფრო მეტად იმეცადინოთ. მეორე – იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემა პასუხისმგებელია ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სააკაშვილი არ არის…

მეტი...

„მან ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინების და დანამატების მიღება, როგორც წინა დღეებში“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პატიმარი სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა და მას ციხეში სრული კომფორტი აქვს შექმნილი. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას აქვს სრული კომფორტი შექმნილი ციხეში და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას 24 საათიანი მომსახურება გაეწიოს, მედიკამენტების, ვიტამინების, სხვადასხვა საშუალებების მიწოდების მიზნით. ჩვენთვის ბევრი რამ არის ცნობილი, უბრალოდ, არ ვლაპარაკობთ საჯაროდ. ჩვენ არაერთი დეზინფორმაცია მოვისმინეთ, გუშინ მათი დადგმული შოუც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ გარკვეულწილად მოეხდინათ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მინისტრ ბრეგაძის განმარტება, რომ, სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მან ისევ ისე გააგრძელა…

მეტი...

„ეროვნული არჩევნები მოვიგეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. „ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. ასევე მათ წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. დღეს უკვე 20 მუნიციპალიტეტში, ჩემი ღრმა რწმენით, ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“, – განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

“ჩემს თავს გაფიცებ, კოტეს ხმა არ მისცე” – მერაბ ჭანუყვაძე ამომრჩეველს

ოზურგეთის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე შემოქმედის  ნომერ 60/45 -ე უბანზე იმყოფება. როგორც  “ქართული ოცნების”  სხვა წარმომადგენლები, ჭამუყვძეც  აქტიურდაა  ჩართული ამომრჩევლების გადაადგილების კონტროლში.  მერაბ ჭანუყვაძე ამ სოფლის მკვიდრია და მისი მიზანი “ოცნების” კანდიდატის გამარჯვებაა.  ერთ-ერთი თვითმხილველი შეესწრო ფაქტს, როგორ მივიდა ჭანუყვაძე   ამომრჩეველ მამაკაცთნ   და ყურში ხმადაბლა უთხრა: ” ჩემს თავს გაფიციებ, კოტეს ხმა რ მიცსე.” ოზურგეთში ეს თემა უკვე სასაცილოა,  რადგან,  როგორც ჩანს, “ქართული  ოცნება ”  ძველი ბიჭების მობილიზებით ფონს დიდად ვერ გავიდა და ახლა ამომრჩევლის დაფიცებაზეა გადასული.  ეს არ ეხება მხოლოდ მერაბ ჭანუყვძეს. ოზურგეთში აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ცდილობენ…

მეტი...

“დღეს თქვენ ხელშია როგორ განვითარდება ეს ქალაქი, განსაკუთრებით მინდა გახარიას პარტიის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ” – გიგი უგულავა ფოთელებს

ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ფოთში გიგი უგულავა, საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს. უგულავა გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერებსაც სთხოვს აქტიურობას. „მინდა ყველა ფოთელს ვთხოვო, მოვუწოდო აქტიურობისკენ, დღეს თქვენ ხელშია მეგობრებო, როგორ განვითარდება ეს ქალაქი, გავაგრძელებთ თუ არა წრეზე ტრიალს, სტაგნაციას, უპერსპექტივრობას, უმუშევრობას, თუ მხარს დავუჭერთ განვითარებას. განსაკუთრებით მინდა გიორგი გახარიას პარტიის და მისი კანდიდატის ამომრჩევლებს მოვუწოდო აქტიურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ ნეიტრალიტეტი დააფიქსირა, მეგობრებო, თქვენ ამ ქალაქში ცხოვრობთ, თქვენც არ მოგწონთ ის უპერსპექტივობა და კლანურობა, რომელიც აქ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, თქვენც არ მოგწონთ ის, რომ თევზის სუნად აყროლებენ აქაური ოლიგარქები ქალაქს, ფოთს უპატივცემულოდ ეპყრობიან, არ თქვენ მოგწონთ…

მეტი...

10 საათის მონაცემებით, არჩევნებზე 154 163 ამომრჩეველია მისული, რაც საერთო რაოდენობის 7.38%-ს შეადგენს

ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 საათის მონაცემებით, არჩევნებზე 154 163 ამომრჩეველია მისული, რაც საერთო რაოდენობის 7.38%-ს შეადგენს. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა.

მეტი...

“საარჩევნო უბანზე დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება, მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, დაიცვან დადგენილი ნორმები” – ცესკო

ცესკო კვლევით კომპანიებს მოუწოდებს, დაიცვან უბნებზე საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. უწყება განცხადებას ავრცელებს. “როგორც ცნობილია, არჩევნების მეორე ტურზე, რამდენიმე კვლევითი კომპანია აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. ამ ტიპის გამოკითხვები ყოველ არჩევნებზე ხორციელდება და კვლევით კომპანიებს აქვთ სრული თავისუფლება, საარჩევნო უბნის გარეთ გაესაუბრონ მოქალაქეებს.შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული და დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება. მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, რომ გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები აღნიშნულის თაობაზე და დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას,” – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

მეტი...

“პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, თუ არა და ხეირობს მხოლოდ ერთი – ჩვენი მეზობელი” – სალომე ზურაბიშვილმა არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა კოტე აფხაზის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ხმა ერთიანობას, სიმშვიდეს და პოლარიზაციის დასრულებას მისცა. “მე მგონი საჭიროა რომ თქვენც და ჩვენც ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და წინა პერიოდში, დასრულდება. იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს, თუ არა და ხეირობს მხოლოდ ერთი – ჩვენი მეზობელი,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

“მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით სხვადასხვა საარჩევნო უბანს სტუმრობს. კელი დეგნანმა პირველი კომენტარი რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან გააკეთა. აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და ამომრჩეველს თავისი ნების დაფიქსირების საშუალება მშვიდ ვითარებაში აქვს. კელი დეგნანმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სწორედ არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობა უზრუნველყოფს იმას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი: “ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ, როგორც დამკვირვებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის იმისათვის, რომ მისცეს ხმა, უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მათი არჩეული ლიდერების და გააკეთონ განაცხადი იმაზე, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული. ჯერჯერობით, რა…

მეტი...

“მნიშვნელოვანია, შეიქმნას დამაკავშირებელი ხიდები და გაიზარდოს ნდობა ყველა მონაწილე მხარეს შორის” – კარლ ჰარცელი

დღეს არის არჩევნების დღე, მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა, ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს, რომ შეძლონ საკუთარი არჩევანის გაკეთება მშვიდობიან გარემოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჰარცელმა ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. „დღეს ეს არის ჩვენი პირველი გაჩერება. დავიწყეთ მეორე ტურის მიმოხილვა და დაკვირვება.  დღეს არის არჩევნების დღე და ამიტომ, ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, მეც და ჩემნაირებმა, არამედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა. არჩევნების დროს, თუ რა ხდება და რა…

მეტი...

ვირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 655 129.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 003 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა – 154, იმერეთი – 871, ქვემო ქართლი – 324, შიდა ქართლი – 324, გურია – 118, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 577, მცხეთა-მთიანეთი – 83, სამცხე-ჯავახეთი -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.

მეტი...

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცველებმა ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული პირები გააშველეს. დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე მოხდა, ადგილზე მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ამბობს, რომ ენმ-ს აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს. მამუკა წოწერიამ ამომრჩევლებსა და გუნდის წევრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მეტი...

კორონავირუსით 4 610 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 815 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 624  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.26%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  715 865-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.82%.

მეტი...

„მისი ჩამოსვლა იყო ორგანიზებული კომედია…. ის პოლიტიკური პატიმარი არ არის“ – გახარია სააკაშვილზე

საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად მისულმა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ კომენტარი მიხეილ სააკაშვილზეც. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი და მისი საქართველოში ჩამოსვლაც იყო ორგანიზებული კომედია.  „სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო ორგანიზებული კომედია, რომელიც არჩევნების წინა დღეს მოგვიწყვეს. მთავრობას მეტი გონიერება მართებს, რომ ეს ტრაგიკომედია არ გახდეს. მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აპარატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე არ უნდა იზრუნოს. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, ისე არ გააკეთონ, რომ სახელმწიფო და ქვეყანა დააზიანონ“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„სამხედრო ვეტერანების მხარდაჭერის სტრუქტურული ქსელები’’_ უწყებაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის DCAF მხარდაჭრით, უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას: ‘’ზრუნვის კონცეფციები: სამხედრო ვეტერანების მხარდაჭერის სტრუქტურული ქსელები’’. შეხვედრა ზუმ ფორმატში წარიმართა და მას უძღვებოდა მოწვეული სპეციალისტი, სესილია ვან პესკი.  შეხვედრაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლელა კიკნაძე, სესილია ვან პესკის იმ პროგრამებზე ესაუბრნენ, რომლებსაც სამსახური სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართველ ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად ახორციელებს; მსჯელობის საგანი იყო ის საკითხები,…

მეტი...

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს სააკაშვილთან გადაღებული ფოტო-კომპრომატით დახვდნენ

ბა­თუ­მის 55-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, სა­დაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მე­რო­ბის კან­დი­და­ტი არ­ჩილ ჩი­ქო­ვა­ნი ხმას აძ­ლევ­და, ცოტა ხნის წინ ხმა­უ­რი იყო. ჩი­ქო­ვანს ად­გილ­ზე ერთ-ერთი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი-დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ალექ­სან­დრე მი­ლო­რა­ვა ფო­ტო­სუ­რა­თით დახ­ვდა, რომელზეც მერობის კანდიდატი სააკაშვილთან ერთად არის გადაღებული.  ალექ­სან­დრე მი­ლო­რა­ვამ ჩი­ქო­ვანს მი­მარ­თა, სუ­რათ­ზე ავ­ტოგ­რა­ფი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რემ მი­ლო­რა­ვას სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა. მისი თქმით, ეს არის ოპოზიციის მცდელობა, პროვოკაცია მოაწყოს.

მეტი...

გიორგი გახარიამ ორივე კანდიდატი გადახაზა

საარჩევნო უბანზე მისულმა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ არჩევანი „საქართველოს“ სასარგებლოდ გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ „ცუდს“ შორის არც ერთი კანდიდატი შემოხაზა. „ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. საერთოდ, ყველა თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ, შესაძლოა, არჩევნებმა აზრი დაკარგოს. ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მე მოვიხადე ეს ვალდებულება. ჩვენ, საქართველოსთვის მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ. როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია,…

მეტი...

“ხმა მივეცი კახა კალაძეს” – “ოცნების” მერობის კანდიდატი არჩევნებზე შვილთან ერთად მივიდა

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა – ის საარჩევნო უბანზე საკუთარ შვილთან ერთად მივიდა. კახა კალაძე საბურთალოს ოლქის 64-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. “მე ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე, 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც გვაქვს დაწყებული 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს ყველაფერი…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იყო მისული. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

მეტი...

„დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს“ – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს. „მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი. დღეში სამი ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც მიხეილ სააკაშვილი  წარმოადგენს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მისი განმარტებით, ლიმონათს ის ციხის მაღაზიაში ყიდულობს და მისი შიმშილობაც იმიტირებულია.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი უწყებები მალე წარმოადგენენ მტკიცებულებას მიხეილ სააკაშვილის იმიტირებულ შიმშილობასთან დაკავშირებით. „დაველოდოთ უწყებებს და ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს. პრემიერმა განმარტა, თუ რა იგულისხმა, იგულისხმა ის, რომ შიმშილობა არის პატიმრის უფლება. თავად განმარტა მან, რომ გულისხმობდა შიმშილობის უფლებას, რაც ნებისმიერი პატიმრის კონსტიტუციური უფლებაა. შეუძლია იშიმშილოს, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მას აქვს ერთი პასუხისმგებლობა, დაიცვას ადამიანის უფლებები და მას აქვს ვალდებულება, რომ ამის მიღმა არ იმოქმედოს“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან, სადაც საუბრობდა, რომ რეალურად, მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს ციხეში ყველამ იცის.  

მეტი...

„დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს გახდეს ცუდად – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გეგმაა, ისიმულიანტოს, დღეს გახდეს ცუდად, რომ მხარდამჭერებში გარკვეული გრძნობები გააძლიეროს. „რაც შეეხება მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მაინც და მაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს გახდეს ცუდად. აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის. როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, მას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ის არის უმძიმესი დამნაშავე, სამარცხვინო დამნაშავე… ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს“, – განაცხადა კობახიძემ…

მეტი...

„თუ საჭირო გახდება, გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა”, – მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანენ. აღნიშნული განცხადება ბრეგაძემ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გააკეთა, სადაც საუბარია, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასა და გზების ბლოკირებაში.   „ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე.  თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის. მათ შორის, თუ საჭირო გახდება,  გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

მეტი...

„სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკა, დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის გაუარესების სიმულირება“ – ირაკლი კობახიძე

სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოროტება და  რევანშისტული პოლიტიკური ძალა უწოდა, რომლის ერთადერთ მიზანს არეულობა და ქაოსი წარმოადგენს. კობახიძის შეფასებით, არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი. კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც ნაციონალური მოძრაობისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი…

მეტი...

მოგვიწევს მაიდანი… ერთი ორი ადამიანი რომ დაზიანდება, პროცესები წავა უმართავი – სუსი სკანდალური ჩანაწერს ასაჯაროებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებულ სკანდალურ ჩანაწერს, რომელიც, სუსის ინფორმაციით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. საუბარში, სავარაუდოდ ბესიკ წერედიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ეტაპირებისას ქაოსი და გზების ბლოკირება უნდა მოხდეს.  “ციხეს ვერ აიღებ, ამას სჭირდება პარტიის რესურსი. გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ გადაწყდება ეს არის – მიიყვან მანქანებს, 100-150 მანქანას, ჩაკეტავ. გლდანის ციხის ირგვლივ არის გზები, უბრალოდ უნდა ჩახერგო ერთი 500-600 კაცი სჭირდება მობილიზებული. ვერ იზამენ ვერაფერს, როგორც კი დასჭირდება გადაყვანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს, იმიტომ, რომ ესენი არჩევნებით არსად წავლენ, თუ არ ჩამოიშალა სისტემა,…

მეტი...

“თქვენ ხმაზე და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები” – მიხეილ სააკაშვილი

გაშინებდნენ სააკაშვილით, აი, ჩამოვა და ყველას დაერევაო, სინამდვილეში უხმაუროდ ჩამოვედი, თავი ავარიდე პროვოკაციას – ხვალ თქვენ გადაწყვეტთ, ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება ჩემს მიმართ, თუ მეუფე გრიგოლის წინასწარმეტყველება, რომ მე კიდევ გამოვადგები ჩემს სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებისადმი მიმართვაშია აღნიშნული. როგორც სააკაშვილი განმარტავს, მას არ სურს არცერთი თანამდებობა. „რატომ ვშიმშილობ? იმიტომ, რომ ჩემი ხმა ჩაახშეს სატელეფონო ზარების აკრძალვით, ჩემს პოზიციას ხმამაღლა ვერ გამოვხატავ, იმიტომ, რომ სასამართლოში არ მივყავარ უკვე ერთი თვე. ფანჯრიდან ერთხელ გადმოვიხედე და მთელი სართული დაგმანეს, შორიდან დაიწყეს ჩემი ტარება იმიტომ, რომ არ…

მეტი...

“სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში იგეგმება ქაოსი და გზების ბლოკირება” – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას, ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს.  “გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მის გლდანის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს,” – განაცხადეს სუს-ში.

მეტი...

“იმედმა” “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო რეკლამა ეთერში არ გაუშვა

ტელეკომპანია “იმედმა” ოპოზიციური პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა ეთერში არ გაუშვა. როგორც რადიო თავისუფლებას პარტიაში უთხრეს, არხმა მათ უარი როგორც ფასიანი, ისე უფასო საეთერო დროის დათმობაზე უთხრა. სწორედ იმ მიზეზით, რომ “იმედმა” არ გაუშვა ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო რეკლამა, კომუნიკაციების კომისიამ მას სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. “პარტიამ მაუწყებელს ორჯერ მიმართა სარეკლამო რგოლების განთავსების მოთხოვნით, თუმცა, „იმედს“ რგოლები ეთერში არ განუთავსებია”, – აღნიშნავენ კომისიაში. კომისია აქვე განმარტავს, რომ კანონი “იმედს” ყოველ სამ საათში 7,5 წუთის წინასაარჩევნო რეკლამისთვის უფასოდ გამოყოფას ავალდებულებდა, რომელიც თანაბრად და არადისკრიმინაციულად უნდა დაეთმო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის. კომისიამ არხს…

მეტი...