10 საათის მონაცემებით, არჩევნებზე 154 163 ამომრჩეველია მისული, რაც საერთო რაოდენობის 7.38%-ს შეადგენს

ცესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 საათის მონაცემებით, არჩევნებზე 154 163 ამომრჩეველია მისული, რაც საერთო რაოდენობის 7.38%-ს შეადგენს. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა.

მეტი...

“საარჩევნო უბანზე დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება, მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, დაიცვან დადგენილი ნორმები” – ცესკო

ცესკო კვლევით კომპანიებს მოუწოდებს, დაიცვან უბნებზე საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. უწყება განცხადებას ავრცელებს. “როგორც ცნობილია, არჩევნების მეორე ტურზე, რამდენიმე კვლევითი კომპანია აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. ამ ტიპის გამოკითხვები ყოველ არჩევნებზე ხორციელდება და კვლევით კომპანიებს აქვთ სრული თავისუფლება, საარჩევნო უბნის გარეთ გაესაუბრონ მოქალაქეებს.შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული და დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება. მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, რომ გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები აღნიშნულის თაობაზე და დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას,” – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

მეტი...

“პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, თუ არა და ხეირობს მხოლოდ ერთი – ჩვენი მეზობელი” – სალომე ზურაბიშვილმა არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა კოტე აფხაზის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ხმა ერთიანობას, სიმშვიდეს და პოლარიზაციის დასრულებას მისცა. “მე მგონი საჭიროა რომ თქვენც და ჩვენც ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და წინა პერიოდში, დასრულდება. იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს, თუ არა და ხეირობს მხოლოდ ერთი – ჩვენი მეზობელი,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

“მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით სხვადასხვა საარჩევნო უბანს სტუმრობს. კელი დეგნანმა პირველი კომენტარი რუსთავში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან გააკეთა. აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და ამომრჩეველს თავისი ნების დაფიქსირების საშუალება მშვიდ ვითარებაში აქვს. კელი დეგნანმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სწორედ არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობა უზრუნველყოფს იმას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი: “ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ, როგორც დამკვირვებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის იმისათვის, რომ მისცეს ხმა, უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მათი არჩეული ლიდერების და გააკეთონ განაცხადი იმაზე, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული. ჯერჯერობით, რა…

მეტი...

“მნიშვნელოვანია, შეიქმნას დამაკავშირებელი ხიდები და გაიზარდოს ნდობა ყველა მონაწილე მხარეს შორის” – კარლ ჰარცელი

დღეს არის არჩევნების დღე, მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა, ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს, რომ შეძლონ საკუთარი არჩევანის გაკეთება მშვიდობიან გარემოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჰარცელმა ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. „დღეს ეს არის ჩვენი პირველი გაჩერება. დავიწყეთ მეორე ტურის მიმოხილვა და დაკვირვება.  დღეს არის არჩევნების დღე და ამიტომ, ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, მეც და ჩემნაირებმა, არამედ ეს არის ის მომენტი, როდესაც ხალხი უნდა გამოვიდეს და თვითონ გააკეთოს პოლიტიკა. არჩევნების დროს, თუ რა ხდება და რა…

მეტი...

ვირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 655 129.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 003 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა – 154, იმერეთი – 871, ქვემო ქართლი – 324, შიდა ქართლი – 324, გურია – 118, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 316, კახეთი – 577, მცხეთა-მთიანეთი – 83, სამცხე-ჯავახეთი -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.

მეტი...

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცველებმა ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული პირები გააშველეს. დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე მოხდა, ადგილზე მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ამბობს, რომ ენმ-ს აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს. მამუკა წოწერიამ ამომრჩევლებსა და გუნდის წევრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მეტი...

კორონავირუსით 4 610 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 55 815 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 624  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.26%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  715 865-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.82%.

მეტი...

„მისი ჩამოსვლა იყო ორგანიზებული კომედია…. ის პოლიტიკური პატიმარი არ არის“ – გახარია სააკაშვილზე

საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად მისულმა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ კომენტარი მიხეილ სააკაშვილზეც. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი და მისი საქართველოში ჩამოსვლაც იყო ორგანიზებული კომედია.  „სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო ორგანიზებული კომედია, რომელიც არჩევნების წინა დღეს მოგვიწყვეს. მთავრობას მეტი გონიერება მართებს, რომ ეს ტრაგიკომედია არ გახდეს. მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აპარატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე არ უნდა იზრუნოს. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, ისე არ გააკეთონ, რომ სახელმწიფო და ქვეყანა დააზიანონ“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

მეტი...

„სამხედრო ვეტერანების მხარდაჭერის სტრუქტურული ქსელები’’_ უწყებაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის DCAF მხარდაჭრით, უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას: ‘’ზრუნვის კონცეფციები: სამხედრო ვეტერანების მხარდაჭერის სტრუქტურული ქსელები’’. შეხვედრა ზუმ ფორმატში წარიმართა და მას უძღვებოდა მოწვეული სპეციალისტი, სესილია ვან პესკი.  შეხვედრაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლელა კიკნაძე, სესილია ვან პესკის იმ პროგრამებზე ესაუბრნენ, რომლებსაც სამსახური სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართველ ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად ახორციელებს; მსჯელობის საგანი იყო ის საკითხები,…

მეტი...

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს სააკაშვილთან გადაღებული ფოტო-კომპრომატით დახვდნენ

ბა­თუ­მის 55-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, სა­დაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მე­რო­ბის კან­დი­და­ტი არ­ჩილ ჩი­ქო­ვა­ნი ხმას აძ­ლევ­და, ცოტა ხნის წინ ხმა­უ­რი იყო. ჩი­ქო­ვანს ად­გილ­ზე ერთ-ერთი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი-დამ­კვირ­ვე­ბე­ლი ალექ­სან­დრე მი­ლო­რა­ვა ფო­ტო­სუ­რა­თით დახ­ვდა, რომელზეც მერობის კანდიდატი სააკაშვილთან ერთად არის გადაღებული.  ალექ­სან­დრე მი­ლო­რა­ვამ ჩი­ქო­ვანს მი­მარ­თა, სუ­რათ­ზე ავ­ტოგ­რა­ფი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის თავ­მჯდო­მა­რემ მი­ლო­რა­ვას სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა. მისი თქმით, ეს არის ოპოზიციის მცდელობა, პროვოკაცია მოაწყოს.

მეტი...

გიორგი გახარიამ ორივე კანდიდატი გადახაზა

საარჩევნო უბანზე მისულმა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ არჩევანი „საქართველოს“ სასარგებლოდ გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ „ცუდს“ შორის არც ერთი კანდიდატი შემოხაზა. „ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. საერთოდ, ყველა თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ, შესაძლოა, არჩევნებმა აზრი დაკარგოს. ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მე მოვიხადე ეს ვალდებულება. ჩვენ, საქართველოსთვის მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ. როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია,…

მეტი...

“ხმა მივეცი კახა კალაძეს” – “ოცნების” მერობის კანდიდატი არჩევნებზე შვილთან ერთად მივიდა

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა – ის საარჩევნო უბანზე საკუთარ შვილთან ერთად მივიდა. კახა კალაძე საბურთალოს ოლქის 64-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. “მე ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე, 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც გვაქვს დაწყებული 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს ყველაფერი…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იყო მისული. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

მეტი...

„დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს“ – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს. „მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი. დღეში სამი ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც მიხეილ სააკაშვილი  წარმოადგენს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. მისი განმარტებით, ლიმონათს ის ციხის მაღაზიაში ყიდულობს და მისი შიმშილობაც იმიტირებულია.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისი უწყებები მალე წარმოადგენენ მტკიცებულებას მიხეილ სააკაშვილის იმიტირებულ შიმშილობასთან დაკავშირებით. „დაველოდოთ უწყებებს და ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს. პრემიერმა განმარტა, თუ რა იგულისხმა, იგულისხმა ის, რომ შიმშილობა არის პატიმრის უფლება. თავად განმარტა მან, რომ გულისხმობდა შიმშილობის უფლებას, რაც ნებისმიერი პატიმრის კონსტიტუციური უფლებაა. შეუძლია იშიმშილოს, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მას აქვს ერთი პასუხისმგებლობა, დაიცვას ადამიანის უფლებები და მას აქვს ვალდებულება, რომ ამის მიღმა არ იმოქმედოს“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან, სადაც საუბრობდა, რომ რეალურად, მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ეს ციხეში ყველამ იცის.  

მეტი...

„დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს გახდეს ცუდად – ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გეგმაა, ისიმულიანტოს, დღეს გახდეს ცუდად, რომ მხარდამჭერებში გარკვეული გრძნობები გააძლიეროს. „რაც შეეხება მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მაინც და მაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს გახდეს ცუდად. აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის. როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, მას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ის არის უმძიმესი დამნაშავე, სამარცხვინო დამნაშავე… ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს“, – განაცხადა კობახიძემ…

მეტი...