მოსკოვი საქართველოს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

მოსკოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ნოტა გაუგზავნა, – ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. „ინტერესთა განყოფილებამ (საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია) გაუგზავნა ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თხოვნით, მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში არსებული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ, ასევე გაეწიოს საჭირო იურიდიული დახმარება გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფად გადაცემის საკითხში,“- აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში. სამინისტროს ცნობით, საკონსულო განყოფილების თანამშრომლები უშუალო კონტაქტში არიან თბილისში ჩამოსულ გარდაცვლილის მამასთან. „საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება ყველა საჭირო ზომა საქართველოში მყოფი გარდაცვლილის ნათესავების ინტერესების დასაცავად, მათ…

მეტი...

ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 08:45 საათზე, რუსეთის ფედერაციაში, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრა 4.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო. ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კილომეტრში იყო.

მეტი...

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე გაიხსნა, დაკავებულია 3 ადამიანი

თბილისში, ახალგაზრდა ქალის – ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მკვლელობის საქმე გახსნილია. დაკავებამდე კი დამნაშავეებმა ხელყუმბარაც გახსნეს. „ღონისძიებების შედეგად, თბილისში, 18 ოქტომბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი – 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ.- მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ, ა.შ.- ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, მიღებული დაზიანებების შედეგად ა.შ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ.ლ.-მ…

მეტი...