“სომხეთს ომის ყველა ტყვე დავუბრუნეთ” – ილჰამ ალიევი

ომის ყველა ტყვე, რომელიც ტყვედ ომის დროს ჩავარდა, სომხეთში დაბრუნდა. ჩვენ დავაბრუნეთ ისინი ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჩვენს ტყვეებს დაგვიბრუნებდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგულ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი მტკიცებით, სომხეთის ის მოქალაქეები, რომლებიც აზერბაიჯანში დაკავებული რჩებიან, ომის ტყვეები არ არიან, ვინაიდან იქ ომის შემდეგ ჩავიდნენ და დანაშაული ჩაიდინეს, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ. „ისინი, ვინც ჩვენ გვყავს, ყველა საერთაშორისო კონვენციის თანახმად, არ შეიძლება ჩაითვალონ ომის ტყვეებად. ომის ტყვეები არიან ის ადამიანები, ვინც ომის დროს დააკავეს. 10 ნოემბერს ომი შეწყდა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, დეკემბრის დასაწყისში ჩვენ აღმოვაჩინეთ დივერსიული…

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის მეთაურის ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყება, რომელიც „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართება. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს, დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

მეტი...