საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 56 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 56 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 192 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 838 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 192 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის  2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 56 პაციენტი. ამასთან, 16 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის ​2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 838 პაციენტი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.

მეტი...

„ნაწილობრივ უკვე ვთქვი, რაც 2007 წელს უნდა მეთქვა მისთვის“ – ირაკლი ოქრუაშვილი მეუფე ანდრია გვაზავაზე – („სუსის ფაილები“)

სუსის ფაილები – [16.05.20, 16:41:40] „გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, ძმასთან გია გვაზავასთან საუბრისას უარყოფითად შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის და პოლიტიკური პარტია ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების ფაქტი,“ – ერთ- ერთი მორიგი ფაiლის შინაარსი ასეთია, რასაც სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა: „მინდა რაღაც ვთქვა ამ ყველაფერზე, მასზე (მიტროპოლიტ ანდრია გვაზავაზე), ფარისევლობაზე და სიყალბეზე, მაგრამ რაღაც შინაგანი მიჭერს და მბორკავს. არადა ჩემი შემაკავებელი, რომ რაც მინდა ვთქვა, არაფერი არსებობდა აქამდე. სჯობს არაფერი ვთქვა და უბრალოდ ველოდო ასევე შინაგან ხმას,…

მეტი...

“გიორგი გახარიამ ავსტრიაში ჩააბარა თმის ღერის ანალიზი, ირაკლი კობახიძეს წარმოდგენა აქვს, თმის ღერის ანალიზი რას ნიშნავს?” – კახა ქემოკლიძე

გიორგი გახარიამ ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ ლაბორატორიაში ჩააბარა თმის ღერის ანალიზი, ირაკლი კობახიძეს წარმოდგენა აქვს თმის ღერის ანალიზი რას ნიშნავს? – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „ირაკლი კობახიძის მთელი ეს ნერვიული გამოსვლა ცრუპენტელობის, არაკომპეტენტურობის, უთავმოყვარეობის, მე არ ვიცი. ფიზიკურ გეოგრაფიაში არის ასეთი გეოგრაფიული ერთეული „მარიანის ღრმული“, მგონი, კობახიძე ამ „მარიანის ღრმულსაც“ კი ჩასცდა, იმდენი ტყუილის კასკადი მოვისმინე ამ 30-წუთიან გამოსვლაში.  ძნელად წარმომიდგენია პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, დეიურე დონეზე, ასე ვთქვათ, რომელიც კადრულობს ტყუილების მთელ ჯაჭვს. კობახიძეს ძალიან საინტერესო პათოსი ჰქონდა ამ ე.წ. ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ადამიანმა, რომელმაც დეტალები არ იცის, ან…

მეტი...

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს ლოს-ანჯელესის სასამართლოში უჩივის

ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, – ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმე ეხება სერიალ „დედოფლის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. მედიის ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით მილიონობით დოლარს ითხოვს იმ სიცრუის გამო, რომელმაც „მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მოჭადრაკის მიღწევები დაამცირა და შელახა“. ის ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვს. სარჩელში ნათქვამია, რომ Netflix– მა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზნით იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს…

მეტი...