“აჟიტირებულები არიან, თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო – “ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ვერ ვაგებთ” – ირაკლი ზარქუა

აჟიტირებულები არიან – თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის “ქართული ოცნების” წევრია. როგორც ზარქუა Facebook-ზე წერს, პარტიას ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ვერ აგებს. „დაახლოებით ნახევარ საათში ათზე მეტი ზარი განხორციელდა ნაცმოძრაობის ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან – თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი…

მეტი...

„ჩემი მეგობარი სრულიად უმიზეზოდ სცემა ორმა ტყიურმა მთაწმინდაზე“ – შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული სხვა დანაშაულზეც ამოიცნეს

„რამდენიმე თვის წინ ჩემი მეგობარი სრულიად უმიზეზოდ სცემა ორმა ტყიურმა მთაწმინდაზე“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საოქალაქო აქტივისტი, ანი გაგუა წერს. „პოლიციის შუშის კარზე კაკუნის მიუხედავად, საქმე თაროზე შემოიდო. დღეს ჩემმა მეგობარმა ტელევიზორში ნახა იმ ორიდან ერთ-ერთი – ავსტრალიელი გოგოს მკვლელობისთვის დაუკავებიათ. მაშინ რომ ტრაკი გაენძრიათ, დიდი შანსია, დღეს ის გოგო ცოცხალი ყოფილიყო. ხვდებით ხო სად ვცხოვრობთ და ვზრდით შვილებს“,- წერს ანი გაგუა. შეგახსენებთ, ავსტრალიელი ტუსიტის მკვლელობის საქმეზე რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. 

მეტი...

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. მისმა ადვოკატმა დაკავებული გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მას საქმის მასალები დღეს გადაეცემა. “შევხვდი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, მოვისმინე მისი პოზიციები. რაც შეეხება ოფიციალურ ბრალს, ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ მისთვის. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, ასე რომ მესამე პირები მონაწილეობდნენ თუ არა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. სიღრმისეულ დეტალებზე ვერ გესაუბრებით. რაც შეეხება კითხვას, ის იცნობდა თუ არა, აცხადებს რომ მას არ იცნობდა,”…

მეტი...

მთავრობის ახალი დადგენილება – ვეტერანების შვილები შეღავათებით ისარგებლებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გაცნობებთ, რომ უწყების ინიციატივით საქართველოს განათლების სამინისტროსთან აქტიური, უწყებათაშორისი თანამშრომლობის შედეგად, 2021 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ მიიღო N 435 დადგენილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის, ‘’ე’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაფინანსებით უკვე ისარგებლებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (ე.წ. მეორე ჯგუფის შშმ ) ვეტერანები ან მათი შვილები. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ…

მეტი...