უბნები თბილისში, სადაც დღეს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება,  ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. სამგორის რაიონი –  10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის ჩიხის, ქიზიყის, ლორთქიფანიძისა და ბაღდავაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, შარაშიძის, შიო მღვიმელის, თუმანიშვილის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის, ღამბაშიძის, კოსტავას, ანჯაფარიძის, მახარაძისა და თარხნიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის, ღამბაშიძის, კოსტავას, ვერესა და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის…

მეტი...

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უპრეცედენტო პროექტის იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მოქალაქეები ადგილზე იღებდნენ ვროპულ განათლებას” – პრემიერი

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხიანი განათლების განვითარებას და მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთი მხრივ, გამოწვევა იყო განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ახლა პრიორიტეტულია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. „ამ მიზნით, ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა. მან და მისმა გუნდმა ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში განათლება და მეცნიერება, ზოგადად როგორ უნდა ავწიოთ დონე, იმისთვის, რომ მაგალითად, ჩვენი მოქალაქეები, ადგილზე იღებდნენ ხარისხიან განათლებას, როგორც სკოლამდელ, ასევე სკოლასა და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი…

მეტი...

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ორი პირი – 1991 წელს დაბადებული გ. გ. და 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ და გ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ცხრა აპრილის“ ბაღში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

“მმართველი პარტიის დღევანდელი „ბოსების“ გაბედულებაში ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა” – გიორგი გახარია

დღევანდელი მმართველი პარტიის ხელმძღვანელების, „ბოსების“ გაბედულებაში მე ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გარეშე მიიღებდა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მმართველ პარტიას საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს. „ამ ხალხს გამბედაობის სერიოზული პრობლემა აქვს, ამ ხალხს საკუთარი აზრის გამოთქმის პრობლემა აქვს“, – განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტი ე.წ. 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 243, აჭარაში – 419, იმერეთში კი 273 გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარაში – 419, იმერეთში – 273, ქვემო ქართლში – 149, შიდა ქართლში – 102, გურიაში – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 142, კახეთში – 175, მცხეთა-მთიანეთში -75, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 880, აჭარაში – 557, იმერეთში – 773. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, მათ შორის, თბილისში…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 793-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 712 პირს დაუდასტურდა, 1 561 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 29 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 088 პაციენტი, 17 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 561 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 126 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 775 , „პისიარ“ ტესტით – 17 351. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,93 %, ბოლო 14 დღის – 6,59 %, ბოლო შვიდი დღის – 7,09 %. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 416 338 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 381 246 გამოჯანმრთელდა, 5 793 კი, გარდაიცვალა. სულ…

მეტი...

რა მოხდა სასტუმრო „სტამბაში“ – გარდაცვლილია აზერბაიჯანელი მამაკაცი

თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ავგან მუხთარლი სოციალურ ქსელში რამდენიმე ვერსიაზე წერს. მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 34 წლის ხუსეინ ბაკიხანოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს, თუმცა მუხთარლმა მოგვიანებით ასევე დაწერა, რომ ბაიკხანოვი შენობის სახურავიდან გადმოაგდეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დღეს ბაკიხანოვი სასტუმრო „სტამბაში“ გასაუბრებაზე იყო მისული, სადაც მუშაობის დაწყება სურდა. იმავე დღეს ის სასტუმროს სახურავზე ავიდა და სავარაუდოდ, შენობიდან გადმოხტა. ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლები. შემთხვევა სასტუმრო „სტამბაში“ 14 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაკიხანოვს გარდაცვალებამდე დაპირისპირება ჰქონდა ასევე აზერბაიჯანელ მამაკაცთან, რომელთან ერთადაც თბილისში ტურისტულ ზონაში მუშაობდა. შსს-ს თქმით, 14 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 04:16 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის  ბიძგები დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

მეტი...

ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის, ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის კი ახალი რეგულაციების დაწესების ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატების ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს, 100 აშშ დოლარი გადაუხადონ. „მოვუწოდებ ყველა შტატსა და ადგილობრივ მთავრობებს, გამოიყენონ დაფინანსება, რომელიც მიიღეს, იმისთვის, რომ გადაუხადონ 100 დოლარი ყველას, ვინც სრულად აიცრება. ვიცი, რომ შეიძლება ეს უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ თუ წახალისების საშუალებები გვეხმარება ამ ვირუსის დამარცხებაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ”, – აღნიშნა ბაიდენმა. ამასთან, პრეზიდენტმა წარადგინა ახალი წესები ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის. კერძოდ, ისინი, რომლებიც ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენენ, ვალდებულები იქნებიან, კვირაში ერთხელ ან ორჯერ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ,…

მეტი...

“ეს პასუხი ფინჯანზე „მარჩიელობას” ჰგავს” – გიორგი ფხაკაძე ანტისხეულებზე ტესტების ჩატარებას აპროტესტებს

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იკლავენ ეს ადამიანები თავს. პროფესორი ანტისხეულების ტესტებზე საუბრობს და ამბობს, ეს არის აფიორა და ტყუილი „ფულის კეთება“. „ანტისხეულების ტესტების “ბიზნესის” წინააღმდეგ გამოვდივარ. ამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთდება და არაპროფესიონალიზმი ამ ქვეყანაში. ეს არის უბრალოდ “აფიორა” და ტყუილი/მცდარი მოლოდინების ილუზიის შექმნა. მეცნიერულად “ანტისხეულების ტესტი” კონკრეტულ ადამიანს არანაირ შედეგს არ აძლევს, ვინაიდან რა პასუხიც არ უნდა იყოს ეს პასუხი უფრო “ფინჯანზე მარჩიელობას” ჰგავს. ამერიკაში სადაზღვევო…

მეტი...

უკრაინაში ეროვნული წინააღმდეგობის სისტემა იქმნება

უკრაინაში ეროვნული წინააღმდეგობის სისტემა იქმნება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლებისა“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის“ შესახებ. ზელენსკის განცხადებით, „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“ კანონის ძირითადი მიზნები ტერიტორიული თავდაცვის განვითარება და ეროვნული წინააღმდეგობისთვის მოსახლეობის მომზადების სისტემის დანერგვაა. მისივე თქმით, დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის მთელი მოსახლეობა ჩართოს ქვეყნის დაცვის საქმეში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული წინააღმდეგობის სისტემის შექმნა ძლიერი სიგნალი იქნება ყველასთვის, რომ უკრაინა არ დაუშვებს 2014 წლის მოვლენების გამეორებას. კანონი „შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ“ კი, უკრაინის არმიის 250 000-დან 261 000 ჯარისკაცამდე…

მეტი...

სემეკის თავმჯდომარეს დღეს პარლამენტში ელოდებიან

პანდემიის ფონზე არსებულ გამოწვევებსა და და შექმნილ პრობლემებზე განმარტებებისთვის დღეს პარლამენტში სემეკის თავმჯდომარეს ელოდებიან. ადამიანის უფლებათა კომიტეტზე დავით ნარმანია კანონმდებლებს 2020 წლის ანგარიშს წარუდგენს. დღესვე პარლამენტში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს ენერგოომბუდსმენიც.

მეტი...

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება“ – ევროპარლამენტარები

სამი ევროპარლამენტარი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, გადაწყვეტილება შეცვალოს. როგორც მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერის და ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში ვკითხულობთ, იმედგაცრუებულები და გაკვირვებულები არიან. ევროპარლამენტარები  მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაში დემოკრატიული გზის საწინააღმდეგო ნაბიჯებს ხედავენ.   „მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება. ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დემოკრატიის მხარდაჭერით, მათ შორის ჟან მონეს დიალოგი, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში.…

მეტი...

„დასავლეთის დახმარება არ არის უპირობო“ – ლიეტუვის სეიმის წევრი

​ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინიშნებას აკეთებს და აცხადებს, რომ დახმარება, რომელსაც საქართველო დსავლეთიდან იღებს უპირობო არ არის.   აღნიშნული განცხადება საქართველოში მყოფმა სეიმის წევრმა ევროდეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრამდე განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის შეშფოთების საგანი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის. ჩვენ გვქონდა შეთანხმება ხელმოწერილი ბევრი პარტიის მიერ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ, რაც არის ერთგვარი საგზაო რუკა საქართველოსთვის, რომ მოხდეს ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციისკენ წინსვლა. იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება შესრულდება პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარის მიერ“ – აღნიშნა სეიმის წევრმა.   მან…

მეტი...

„კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტის სახელით ცნობილი ხელშეკრულების ანულირებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ეს გადაწვეტილება დაკავშირებულია არჩევნების წაგების მოლოდინთან და მმართველ გუნდს „კოვიდის“ ხელოვნურად გავრცელებამაც ვერ უშველა. „კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა, იმიტომ, რომ შარშან, არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს კოვიდი. ახლაც მასობრივად შემოჰყავთ იმ ქვეყნებიდან ყალბი ცნობებით ტურისტები, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას ადამიანების სიცოცხლე ეწირება. იგივე გეგმა აქვს წელს სექტემბრისა და ოქტომბრისთვის. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი. იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნებზე, მაინც…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სახალხო რეფერენდუმამდე ჩამოვა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე ისევ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს რეფერენდუმის ჩატარების წინ მოხდება. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ სახალხო რეფერენდუმი მაინც ჩატარდება. „ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის, რაც მან გუშინ გააკეთა, საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთადერთი პარალელია ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც 2013 წელს გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან, რა მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება მხოლოდ ევროკავშირის ან რომელიმე პარტიის წინაშე, არამედ ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე“ – აცხადებს სააკაშვილი. მისი შეფასებით, მმართველმა გუნდმა…

მეტი...

“არავინ არ უნდა დაძრას სიტყვა არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს არის „ქართული ოცნების“ – ნიკა მელია

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და პრაქტიკულად მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, 2 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დამარცხება უნდა გაფორმდეს. „რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ „ქართული ოცნება“, ოლიგარქია უნდა ჩაბარდეს წარსულს და აი, უკვე გუშინვე, „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა, რომ ბარდება წარსულს და შეშინებულებმა, აცახცახებულებმა კარს მომდგარი დამარცხების წინაშე, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. მაგრამ ეს არ ცვლის არანაირ გეგმებს ჩვენს დღის წესრიგში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არანაირი ძალა არ აქვს „ქართული ოცნების“ სურვილს,…

მეტი...

“საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივ არის, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება” – დიმიტრი პესკოვი

საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2021“ კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივ არის, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს საკითხი რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზულ მონიტორინგს ექვემდებარება. „მთავარია, რომ ის გვავალდებულებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებას. ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ჩვენმა წარმომადგენლებმა არაერთხელ ისაუბრეს და სხვადასხვა დონეზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წვრთნების სცენარები არ გულისხმობდეს რაიმე ფარულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. წვრთნების სცენარები ნატო-ში იბეჭდება…

მეტი...

“იანუკოვიჩის ბაძავენ?” – კარლ ბილდტი

19 ივლისის შეთანხმების ანულირების ფაქტს, ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა თანათავმჯდომარე ეხმაურება. ის განცხადებას საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს. “სერიოზული და ღრმად დამაბნეველი მოვლენები ვითარდება საქართველოში მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. იანუკოვიჩის ბაძავენ?” – წერს კარლ ბილდტი.

მეტი...

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატი დატოვა

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს, დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ გუშინ “ქართულმა ოცნებამ” მიშელის დოკუმენტის ანულირებით დასავლური სივრცე დატოვა. “გუშინვე ოცნებამ აღიარა რომ ის ბარდება წარსულს. ეს არ ცვლის ჩვენს გეგმებს დღის წესრიგში. გუშინ ოცნებამ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიუპ პარტნიორად რუსეთი დაასახელა. კიდევ უფრო ნათელი გახდა რა არჩევანის წიკაშე დგას ქართველი ერი.  ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. არანაირი სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს არის “ქართული ოცნების” ოცნება. რაც შეეხება პარლამენტს, მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და ხელით ტერფამდე ელენესთან ერთად გავდივწრ რეფერალენდუმში მონაწილეობის მისაღებად. გუნდის შიგნით…

მეტი...

“ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი პარტიით ძალიან იმედგაცრუებული ვართ” – ვიოლა ფონ კრამონი

ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიით, – ამის შესახებ ვროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხდა. როგორც ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, ევროპარლამენტს სურს, ნახოს, რომ საქართველომ არ გადაუხვია ტრანსატლანტიკური ევროპული გზიდან. „შეთანხმება ჯერ კიდევ ძალაშია, მიუხედავად იმისა, თუ „ქართული ოცნება“ არ გრძნობს თავს ვალდებულად შეასრულოს შეთანხმება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვნახოთ საქართველო ევროპულ გზაზე და ეს შეთანხმება არის ამ ევროპული ინტეგრაციის გზის ნაწილი. ვიზალიბერალიზაციის სანქციებზე საუბარი ძალიან ადრეა. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროპულ გზაზე, როგორც ჩვენ მანამდე შევთანხმდით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოქალაქეები ასევე ხვდებიან ამას. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში…

მეტი...

თბილისში 11 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 5,5 კგ. ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 4 პირი: 1985 წელს დაბადებული ვ.ზ., 1995 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე ი.ბ., 2001 წელს დაბადებული ე. ი. და 2000 წელს დაბადებული ნ. ნ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ვ.ზ.-ის პირადი ჩხრეკისას, 5 ლიტრზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს. რაც შეეხება 1995 წელს დაბადებულ ი.ბ.-ს, გამოძიებით დადგინდა,…

მეტი...

“მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში მოქალაქეთა ინტერესები დააყენონ” – შარლ მიშელის პირველი გამოხმაურება

შარლ მიშელის პირველი გამოხმაურება მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მისი შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, პირველ რიგში მოქალაქეთა ინტერესები დააყენონ.  “საქართველოში კონსულტაციები იწყება. 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების დღის წესრიგის უზრუნველსაყოფად. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში მოქალაქეთა ინტერესები დააყენონ,” – წერს სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. მიშელი აღნიშნავს, რომ ის უკვე შეხვდა გუშინ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სადაც პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს. 

მეტი...

ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბი დააზიანეს

თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბი დააზიანეს. ჩამსხვრეულია ოფისის მინა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მაშინ მოხდა, როცა ოფისში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შეკრება უნდა დაეწყოთ.

მეტი...

სემეკმა სს „ენერგო პორ ჯორჯია“ 20 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 20 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრული ინფორმაციის შეყვანა, რაც წარმოადგენს „ლიცენზირების წესისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესისა“ და „მომსახურების ხარისხის წესების“ დარღვევას. მიმდინარე წლის მარტში მოქალაქემ მომართა სემეკს განცხადებით, რომელშიც მიუთითა რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კობაძეში ხშირი იყო ელექტროენერგიის წყვეტები სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მხრიდან. მომხმარებელმა კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის მარტამდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიისგან“ მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების თარიღი ავარიულ გათიშვებთან დაკავშირებით. მომხმარებლის განმარტებით, ელექტროენერგიის გათიშვები გაცილებით…

მეტი...

არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსით არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი გარდაიცვალა. როგორც მან აღნიშნა, არქიმანდრიტი კლინიკაში მძიმე გართულებებით შეიყვანეს და მას კორონავირუსის საკმაოდ მძიმე ფორმა ჰქონდა. იოაკიმე ასათიანი რეანიმაციაში, დღეს დილით გარდაიცვალა. ის 92 წლის იყო. 

მეტი...

ჩოხატაურის მერიის მაღალჩინოსანი “ქართული ოცნებიდან” გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა გოგი ბოლქვაძემ პარტია “ქართული ოცნება” დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა. გადაწყვეტილების შესახებ ბოლქვაძემ განცხადება დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მმართველი პარტიიდან წასვლის მიზეზად, “ქართული ოცნების” უკვე ყოფილი წევრი აცხადებს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სწორ კურსს გადაუხვია და იმ გზას დაადგა, რომლის წინააღმდეგაც წლების წინ პარტია თავად იბრძოდა. კითხვაზე, იქნება თუ არა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ჩოხატაურში, პასუხისგან ბოლქვაძემ თავი შეიკავა. გოგი ბოლქვაძე პარტია “ქართული ოცნების” წევრი და აქტიური მხარდამჭერი 2012 წლიდან იყო. ბოლო ხუთი წელის განმავლობაში, ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში…

მეტი...

“გული მისკდება, რას იტყვიან შარლ მიშელი და ევროკავშირი” – ალეკო ელისაშვილი

გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო. რაც გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა, არის სილა გაწნული ევროკავშირისა და შარლ მიშელისთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „ფერი ფერს და მადლო ღმერთსო“, ასეა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ზუსტად ერთნაირები არიან შინაარსით, ფერი აქვთ სხვადასხვა. თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ იხედება და ვერც „ქართული ოცნება“. „ნაციონალური მოძრაობა“ იქცეოდა უპასუხისმგებლოდ მთელი ამ თვეების განმავლობაში და არ აწერდა ხელს, ეს იყო გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა და გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ…

მეტი...

“ჩვენი ამოცანაა, 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებთ” – ბადრი ჯაფარიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებთ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, განაგრძობენ ბრძოლას პარლამენტიდან, ვიდრე არ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ თავის ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა, რომ რადიკალურ დესტრუქციულ ძალად გადაიქცა, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის, სტრატეგიული პარტნიორების „გადაგდებისთვის“. სტრატეგიული პარტნიორის შეფასება ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის. „ლელო“ ქვეყნის სტაბილურობისთვის ზრუნავს, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს ქაოსისა და განუკითხაობის უფსკრულში და არ დაუბრუნდეს წარსულს. ამიტომ ვიზიარებთ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებს და იგივე ხედვა გვაქვს. ვნახეთ, რა ხედვაც…

მეტი...

“სიცანცარეა, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს” – ალეკო ელისაშვილი

ეს არის სიცანცარე, რასაც ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტში ვერმოხვედრილი პოლიტიკოსი ამბობს – “აი, გამოდით” და რა ხდება მერე? – შერცხვება ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი კობახიძეს, გაწითლდებიან? და მერე რა მოხდება?!- ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ მათ პარლამენტი უნდა დატოვონ. კითხვაზე: დარჩენის შემთხვევაში რა მოხდება, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმას მაინც წამოაძახებენ, რომ უპასუხისმგებლოები არიან, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“. „გუშინ ვისმენდი – „არიქა, გამოდით პარლამენტიდან“, მაგრამ ცხელ გულზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილებების უმეტესი ნაწილი არის ხოლმე შეცდომა. ამ კითხვის ადრესატები…

მეტი...

“მინდა, იმ იმედგაცრუებას შევუერთდე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია პოლიტიკით, რომელსაც”ნაცმოძრაობა” ატარებს” – გია ვოლსკი

მინდა, იმ იმედგაცრუებას შევუერთდე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებს “ნაცმოძრაობა” და მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მათ არგუმენტებს საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებენ. “მათი მიზანია სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსის მომრავლება, რომელსაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია. ეს იმდენად თვალსაჩინო და ნათელია, რომ სხვა კომენტარი ვერ გვექნება. რეალურად, არ შეიძლება იმ შეთანხმებაში იყო, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი…

მეტი...

რესპუბლიკურმა საავადმყოფომ პედიატრიული პაციენტების მიღება დაიწყო

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, სრული ჩაკეტვა გამოსავალი არაა. მათი თქმით, კორონავირუსს წერტილოვანი შეზღუდვებით, რეკომენდაციების დაცვითა და ინტენსიური ვაქცინაციით უნდა ვებრძოლოთ. “შეზღუდვები, განსაკუთრებით ზაფხული პერიოდში საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯია, ამიტომ დიდი ალბათობით, სახელმწიფო ეცდება ეს თავიდან აირიდოს. უნდ დავიცვათ რეკომენდაციები იმისათვის, რომ დავიცვათ, არამხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ჩვენ შვილების თაობა,”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა. რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად მობილიზებულია და საწოლფონდი არის იმ რაოდენობის, რაც ქვეყნისათვის საჭიროა. ასევე, როგორც მან აღნიშნა, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ პედიატრიული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო. “ქვეყანაში უკვე დელტა შტამი ცირკულირებს,…

მეტი...

ერთ დღეში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავიურისის საწინააღმდეგო ვაქცინებით დღიურად მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა აიცრა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 17133-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 450 026 აცრა გაკეთდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 413626 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5768 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 2796 პირი. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,71%, ბოლო 14 დღის – 6,73%, ბოლო 7 დღის – 7%-ია.

მეტი...

“აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია “ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით” – საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში “ქართული ოცნების” მერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას განცხადებით, ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო. დიპლომატიური უწყება ღიად აცხადებს, რომ აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია “ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით და ყველა პარტიას ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, მოუწოდებს რაზეც ისინი შეთანხმდნენ. “ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია “ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ…

მეტი...

„გამოდით პარლამენტიდან სასწრაფოდ“ – ლაშა ჩხარტიშვილი

არასაპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ნაბიჯს მეორე დღეა სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერებს, საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას ურჩევს: “დაგუგლეეეთ” კი არა და…გამოდით “პარლამენტიდან”, სასწრაფოდ !“ – წერს ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...