საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 07:17 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის სამხრეთ-დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა. ბიძგების სიძლიერემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

ენტონი ფაუჩი ვაქცინირებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, დახურულ სივრცეებში პირბადე ატარონ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმა მხედველობაში უნდა მიიღონ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება. “თუ გსურთ, უსაფრთხოების დამატებითი მილი გაიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული ხართ, დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, პირბადის ტარების გათვალისწინება დაგჭირდებათ”, – აღნიშნა ფაუჩიმ CNBC- თან ინტერვიუში. მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები უფრო მსუბუქია. ამასთან, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დელტა ვარიანტი ძალიან გადამდებია.…

მეტი...

07:17 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა

დღეს, დილით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 07:17 საათზე მიწისძვრა დმანისთან დაფიქისრდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის სამხრეთ-დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან მოხდა. ბიძგების სიძლიერე კი  3.0 მაგნიტუდა იყო.

მეტი...