საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 592-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 616 პირს დაუდასტურდა, 880 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 880 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 880 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 375 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 825, „პისიარ“ ტესტით – 13 550. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,19%, ბოლო 14 დღის – 4,77%, ბოლო შვიდი დღის – 5,24%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 390 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 367 130 გამოჯანმრთელდა, 5 592 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 368 179 ადამიანი, დღიურად აცრილია 11…

მეტი...

უაქციზო ელექტროსიგარეტების შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქვემო ქართლში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 800 კოლოფი ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტროსიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს შეადგენს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

მეტი...

„მარტო გაუშვეს სტუმარი ფრონტის ხაზზე“ – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის კონფლიქტის ზონაში ჩასვლას ეხმაურება. ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს წერს: „მარტო გაუშვეს სტუმარი ფრონტის ხაზზე. თანმხლებაც ვერ გაბედა პუტინის შიშით უმაღლესმა ვაი—ხელმძღვანელობამ. აი ვის ხელშია ქვეყანა,“ – წერს ნათელაშვილი.

მეტი...

აბიტურიენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდნენ, გამოცდების ჩაბარება ხვალიდან შეეძლებათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა. 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება. დამატებითი საგამოცდო სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გოგროძე ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში დააკვირდა. “დღეს სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტები ფიზიკის, ლიტერატურის და უნარების გამოცდებს აბარებენ. ხვალიდან დაიწყება დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთა გამოცდები კორონავირუსის გამო გადაიდო. ზოგადად, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დრომდე აბიტურიენტების გამოცხადებას რაც შეეხება, ყველაზე კარგი გამოცხადება იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ყველაზე ნაკლები არასავალდებულო გამოცდაზე. რაც…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის – “საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფებოდა. მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვლადიმირ ზელენსკიმ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვლადიმირ ზელენსკიმ ორი ქვეყნის საერთო გამოწვევაზე – რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრეს და კონფლიქტის…

მეტი...

ეჭვი, რომ ლევან ვასაძე შესაძლოა მოწამლეს, ისევ რჩება

ბიზნესმენს, საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედის,“ დამფუძნებელ ლევან ვასაძეს მის მოწამვლასთან დაკავშირებით ეჭვები რჩება, თუმცა, აცხადებს, რომ ამის გარკვევა მან ვერ მოახერხა. როგორც ბიზნესმენი განმარტავს, ექიმები მსგავს მანიპულაციებს ვერც ადასტურებენ და ვერც გამორიცხავენ.   „არსებობს თუ არა სამხედრო ან გასაიდუმლოებული ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ და ალბათ, ვერც ვერავინ გაარკვევს. მე გავიკითხე ეს ექიმებში აშშ-ში, ისრაელში, რუსეთში და თურქეთში. ექიმები ამას ვერც მიდასტურებენ და ვერც უაყროფენ“ – აცხადებს ლევან ვასაძე. შეგახსენებთ, რომ მას მსოფლიოში უიშვიათესი დაავადება დაუდასტურდა, რომელიც მოდებულია გულზე. ეს…

მეტი...

ლევან ვასაძეს დაუდგინდა დაავადება, რომელიც მილიონ ადამიანში ორს ემართება

ბიზნესმენი, საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედის,“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მან შეიძინა დაავადება, რომელიც მსოფლიოში, მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ორს ემართება. დიაგნოზს არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ მას ეს დაავადება აქვს მხოლოდ გულზე.   „ეს დაავადება არის რამდენიმე სახის. არის სისტემური, რომელიც ემართება ადამიანს სხვადასხვა ორგანოებზე, მე ეს არ დამიდგინდა. მე მაქვს ის მარტო გულზე. ასევე, ეს დაავადება არის გენეტიკური, რომელიც მოსდგამს განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ხალხს. მე ეგეც არ დამიდგინდა. მე მაქვს შეძენილი ფორმით, რაც მახარებს, თუმცა, რა არის გასახარებელია ამაში. 8 შვილის მამას, რა თქმა უნდა, მადარდებდა,…

მეტი...

ლევან ვასაძეს მსოფლიოში უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა

ბიზნესმენისა და საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედი,“ დიაგნოზი ცნობილია. მას მსოფლიოში უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა, რომელიც გულზეა მოდებული.   „დამიდგინდა დიაგნოზი, როგორც იქნა, ერთი თვის ანალიზების, კვლევების, ოპერაციებისა და პროცედურების შედეგად. დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას არ დავასახელებ განზრახ, რათა ამ კერძო სივრცეში არ შევიჭრა. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ეს დაავადება არის რამდენიმე სახის. არის სისტემური, რომელიც ემართება ადამიანს სხვადასხვა ორგანოებზე, მე ეს არ დამიდგინდა. მე მაქვს ის მარტო გულზე“ – აცხადებს მოსკოვში, კლინიკაში მყოფი ლევან ვასაძე.  

მეტი...