საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 566 შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 848 პირს დაუდასტურდა,  1 231 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 231 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 231 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 194 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 607, „პისიარ“ ტესტით – 8 587. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,66 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,6 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,92 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 388 329 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 366 250  გამოჯანმრთელდა, 5 566 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია – 357…

მეტი...

“აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა და სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს ვიზიტი ჩაიშალა” – მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი. „გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, – განაცხადეს მთავრობის პრესამსახურში.

მეტი...

“კოვიდზე ტესტი დადებითია და მიშელთან შეხვედრას ვერ დავესწრები” – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების დარღვევის შემდეგ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება არასწორი იქნება და მათი მხრიდან საჭიროა დაფიქსირებდეს, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ გეზს“. ამის შესახებ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის დადასტურების გამო ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრას ვერ დაესწრება. „პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები. შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტი. გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს, რომ პასუხი დადებითია. არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია, რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები. რის თქმას ვაპირებდი შეხვედრაზე: მას…

მეტი...

კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ქალს საკეისრო კვეთა 36-ე კვირაზე ჩაუტარდა. ოპერაცია 1 თვის წინ გაუკეთეს, თუმცა ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო ის 2 დღის წინ გარდაიცვალა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

ბათუმში შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება

ბათუმში უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ელოდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ შარლ მიშელთან და საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციაში ჩაერთვებიან. იგეგმება ასოცირებული ქვეყნების ლიდერებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი შეხვედრა და განცხადებები პრესისათვის. 10:00 საათზე კი ბათუმში დაიწყება შარლ მიშელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის მთავარი თემა 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის დეტალებთან ერთად 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებიც იქნება.

მეტი...

“გვეზიზღებით ჟურნალისტები, მოშორდით ჭინკებო“ – ვარლამ გოლეთიანის მესიჯი და აგრესია სოციალურ ქსელში

„როდესაც მედია ჩვენთან ხეობაში ჩამოდიოდა, აქ შეკრებილ ადამიანებს მათთან ჰქონდათ სერიოზული პრობლემები“- ეს განცხადება ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა, გოლეთიანის გზავნილი მის მხარდამჭერ ჯგუფებში მედიის მიმართ აგრესიის მიზეზი გახდა: „გვძულხართ ჟუნრალისტები, მოშორდით, ჭინკებო“ , „ჟუნრალისტებს ნუ უწოდებთ, ეგენი 30 ვერცხლის მათხოვრები არიან“ – მსგავსი შინაარსის პოსტებით გოლეთიანის მხარდამჭერ ჯგუფებში მედიის წარმომადგენლებს მიმართავენ. შეგახსნებთ ვარლამ გოლეთიანმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მედიის მიმართ საზოგადოებაში აგრესია არის: „„როდესაც მედია ჩვენთან ხეობაში ჩამოდიოდა, აქ შეკრებილ ადამიანებს მათთან ჰქონდათ სერიოზული პრობლემები და ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, კონფლიქტის მოგვარებას. ადგილზე მნიშვნელოვანი იყო მედიასთან კონფლიქტისგან თავის არიდება. ჩვენ მუდმივად…

მეტი...

უკრაინელი მეზღვაურები და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ

საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, რომლებსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ პატიმრობა შეუფარდა, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე – იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო მათი განცხადების გარეშე გაათავისუფლეს. ბასილაიას შეფასებით, ეს ლუსტრაციაა იმისა, რომ პატიმრები თვეების განმავლობაში ციხეში უკანონოდ ისხდნენ. შეწყალების აქტის გამოცემის საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. „იყო უკანონო გადაწყვეტილება მიღებული, ისინი პოლიტიკურ პატიმრებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ფაქტობრივად, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლება იძულებული…

მეტი...

PCR ტესტის გარეშე სემინარები, ტრენინგები და სხვა ტიპის შეკრება აკრძალულია

უწყებები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს, სემინარებს და მსგავს შეკრებებს დაგეგმავენ, ვალდებულები არიან, მონაწილეები PCR ტესტირების გარეშე არ დაუშვან.   მთავრობის შესაბამისი დადგენილება დღეს, 19 ივლისს ამოქმედდა. მის მიხედვით,  კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეებმა  PCR ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ. ცვლილებებით, ასევე აკრძალულია ე.წ. ბანაკის ტიპის შეკრებები; 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების შედეგად.

მეტი...

შარლ მიშელის დღის წესრიგი ოპოზიციასთან შეხვედრით იწყება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში იმყოფება და შეხვედრებისთვის ემზადება. მაღალი რანგის სტუმარი შეხვედრებს დილიდან გამართავს და ეს იქნება პოლიტიკოსებთან საუბარი. ჩანიშნულია ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან გასაუბრება, რომელიც დღეს გაიმართება. ოპოზიცია ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან მწვავე შეხვედრას გეგმავს და აცხადებენ, რომ ისაუბრებენ როგორც 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობაზე, ისე 5-6 ივლისის მოვლენებზე, სადაც მედიის მიმართა ანგარიშსწორება განხორციელდა, მმართველმა გუნდმა კი არაფერი გააკეთა.   შარლ მიშელი ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა, რომელიც დღეს იხსნება. კონფერენციის მთავარი თემა კი  მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის, ე.წ. ასოცირებულთა სამეულის კიდევ უფრო გაძლიერებაა. ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ –…

მეტი...