„ხდება არასტანდარტული ცხოვრების წესის პროპაგანდა“ – საპატრიარქო ს განცხადება ,,თბილისი-პრაიდთან” დაკავშირებით

„მედიაცენტრი მთავარი“ საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ,,თბილისი-პრაიდის” ორგანიზატორები ა.წ. 1-5 ივლისს გეგმავენ აქტივობებს; ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ: დაგეგმილი „პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც ბუნებრივია, გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი არჩევანის სხვებზე თავსმოხვევა ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად ლახავს სხვის, – ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, უფლებას, თავისუფლებასა…

მეტი...

დავით ნარმანიამ სემეკის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კომისიის 2020-2021 წლების საქმიანობის  შესახებ ონლაინ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ მონაწილეები, სტუდენტები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.   დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის, ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის, ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის, სატარიფო პოლიტიკის, 2020 წლის ძირითადი მოვლენების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, კომუნალური სერვისების ხარისხის, საერთაშორისო ურთიერთობების,  კომისიის საქმიანობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ. „ჩვენი მიზანია, რომ ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური და დროული ინფორმირება. სემეკმა შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში შეიმუშავა და მიიღო…

მეტი...

ბავშვთა სახლებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც მეუფე შიოს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარებას შეეხო. ასევე, ისაუბრეს ზოგადად,  ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციისა და ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანის პროცესებზე. მინისტრის განმარტებით, სააგენტოს დაგეგმილი აქვს და ავითარებს კიდეც ბავშვთა ზრუნვის სხვადასხვა სერვისსაც. „გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, რათა ბავშვთა სახლებთან მიმართებაში სამომავლო გეგმები განვსაზღვროთ. განვიხილეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული ვითარება, რათა მსგავსი პრობლემები მომავალში აღარ განმეორდეს. ბავშვების ინტერესები სრულად უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, ბავშვების გადაყვანა მცირე ზომის ბავშვთა სახლებსა და საკუთარ…

მეტი...

“სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას” – ანრი ოხანაშვილის ირონია დეპუტატებს, ვინც დარბაზი დატოვა

დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომიტეტი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს იხილავდა, რომელმაც პარლამენტში, ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს. ოპოზიცია კი მოსამართლეების არჩევნის წინააღმდეგია, რადგან მათი შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს. „ჩვენ ვტოვებთ დღევანდელ პროცესს, კარგად ბრძანდებოდეთ“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და სხდომათა დარბაზი დატოვა.  მაც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების შეუერთდნენ. ამ ყველაფერს კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. „ქალბატონო ანა, რომ ვიცოდეთ, პარლამენტსაც ტოვებთ, თუ მანდატებს ინარჩუნებთ ისე, რომ არ იმუშავებთ?.. საცობი რომ არ შეიქმნას, ორი მხრიდან…

მეტი...

“ჩვენთვის მოულოდნელი და ამაზრზენია, რომ სტრატეგიული მოკავშირის ელჩი მხარს უჭერს პუტინის მეფისნაცვალ ოლიგარქს საქართველოში” – შალვა ნათელაშვილი

უმრავლესობამ და მათთან მიყიდულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა მესამე მოსმენით მიიღეს კანონი, რითაც ჩვენ წაგვერთვა საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის უფლება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ნაცისტური სამართლის გამეორება საქართველოში. „გრძელდება „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვის პროცესი. ივანიშვილის უმრავლესობამ და მათთან მიყიდულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღეს კანონი, რითაც ჩვენ წაგვერთვა საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის მოპოვებული უფლება. 1933 წლის ივლისის ჰიტლერისეული კანონის შემდეგ, ეს ნაცისტური სამართლის პირველი გამეორებაა საქართველოსა და ჩვენი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ. ამ ფონზე ველოდით, რომ აშშ-ის ელჩი გააკეთებდა საპროტესტო განცხადებას, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ აქ არაფერი…

მეტი...

საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის დამსაქმებელი გადმოსვენებაზე უარს ამბობს და ცხედრის კრემაციას აპირებს

საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ქალი ათენში გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი რომელშიც ის მუშაობდა მის გადმოსვენებაზე უარს აცხადებს და განმარტავენ, რომ ცხედრის კრემაცია უნდა მოხდეს. ქალის ოჯახი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, კრემაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და სახელმწიფოს გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს. საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთბია, თუმცა გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, მიიღეს შეთავაზება, რომ მანანა ხეთაგურის ნეშტის გადმოსვენება, მხოლოდ კრემაციის შემდეგ მოხდება, რაზეც ოჯახი ეწინააღმდეგება.  გარდაცვლილის შვილის თქმით, ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას, მთელი დღის განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობს.  მანანა ხეთაგურის ცხედარი საბერძნეთში ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს.

მეტი...

პარლამენტმა ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებზე დაიწყო მუშაობა

აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილეს. მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, კოდექსის ამოქმედების საწყის ეტაპზევე პრაქტიკაში გამოვლინდა გარკვეული ნორმების დახვეწისა და ახლებურად საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროება. „მიმდინარე წლის იანვარში ძალაში შევიდა ახალი „ტყის კოდექსი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის თვალსაზრისით. მდგრადი მართვის პრინციპების უკან დგას მთავარი მოტივაცია, რომ ტყეზე ზეწოლა მაქსიმალურად შემცირდეს, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ტყიდან მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი, როგორც ეკონომიკური,…

მეტი...

“ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს” – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და „იუნისეფის“ წარმომადგენელიც ესწრებოდნენ, საუბარი ეხებოდა ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესებს და იმას, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება. ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, რომლებიც შემდეგში იქნება ნინოწმინდაში, საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. „მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შემდგომში გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა…

მეტი...

რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე

გამოცდების ეროვნული ცენტრის გაფრთხილება აბიტურიენტებს – რა შემთხვევაში მოიხსენბა აბიტურიენტი გამოცდიდან. “გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი: დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში; წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში; ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოგეცემათ შენიშვნა და მიგეთითებათ წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან. გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ. დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღის 21:00…

მეტი...

“საუბრობენ, რომ დაიკარგა ვაქცინები და ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში, ყველაფერი მშვენივრად არის დათვლილი, არაფერი დაკარგულა” – ამირან გამყრელიძე

საუბრობენ, რომ დაიკარგა ვაქცინები და ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში,  ყველაფერი მშვენივრად არის დათვლილი, არაფერი დაკარგულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძე განმარტავს, რომ ვაქცინების შემთხვევაში დანაკარგი სულ სხვა მნიშვნელობისაა. „ხალხმა ჯავშნები აიღო, რადგან ჩვენ 22 ივნისს ველოდებით 43 000 დოზა „ასტრაზენკას“ ვაქცინის შემოსვლას. ყველაფერი მშვენივრად არის დათვლილი. როცა მუსირებს აზრი, რომ დაიკარგა ვაქცინები, ეძებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კუნჭულებში, საწყობში, არაფერი დაკარგულა. დანაკარგი არის სხვა რამე. გიდასტურებთ, „ასტრაზენეკაზე“ გვაქვს ყველაზე მეტი – სამპროცენტიანი დანაკარგი, რადგან „ასტრაზენეკა“ გამოდის 10-დოზიან ფლაკონში. ვთქვათ, აცრისთვის ჩაწერილია ხუთი, ხუთი საათის…

მეტი...

გორში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი – “სემსოტა” დააკავეს

გორში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დაკავებულია. სამართალდამცავებმა კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი მეტსახელად “სემსოტა” აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა, 3 ივნისს 43 წლის ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ,სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქალაქ გორში, 1979 წელს დაბადებული ზურაბ რიკრიკაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში…

მეტი...

ამერიკის საელჩომ პროექტი “მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარება” შეაჯამა

ამერიკის საელჩომ პროექტი “მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარება” შეაჯამა. ღონისძიების ფარგლებში 10 თვის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს. პროექტი, რომელიც ამერიკის საელჩომ დააფინანსა სკოლის მასწავლებლები უნარების გაძლიერებასა და საკლასო გარემოს მოდერნიზებას ისახავდა მიზნად. ასევე გათვლილი იყო მოსწავლის საჭიროებებზე. “ამ პროექტმა მისცა შესაძლებლობაა, ორ მუნიციპალიტეტში, რეგიონში მასწავლებლები ჩართული ყოფილიყვნენ აღნიშნულ პროექტში და მიეცათ შესაძლებლობა, რომ სწორედ ის მნიშვნელოვანი უნარები, რომელიც დღეს არის საგანმანათლებლო სისტემაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. არამარტო უნარების განვითარება, არამედ საელექტრონო რესურსების მოძიება, მათი გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- აღნიშნავს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტრონული სწავლის მეთოდების გამოყენებასა და დანერგვაზე.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს და აცრის ინფრასტრუქტურის, ამცრელი ბრიგადების რაოდენობის თუ რეგისტრაციის პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტური მართვის აუცილებლობას, განსაკუთრებით შეზღუდვების შემსუბუქებასა და ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია. როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო…

მეტი...

“ამნისტია „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სჭირდება, თუ ვინმეს სჭირდება, ეს არის: გახარია-კობახიძე-ივანიშვილი-ჩუბინიძე” – ლევან ხაბეიშვილი

ამაზე ცალსახა პასუხი გვაქვს, რომ ამნისტიაზე ხელს არ მოვაწერთ, თუ ფიქრობენ, რომ ამნისტია არ უნდა მიიღონ, ძალიან კარგი,- ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი უმრავლესობის წევრების განცხადებას, რომ ამნისტიის მესამე მოსმენით კენჭისყრაზე გატანას არ ჩქარობენ, რადგან მიშელის დოკუმენტზე “ნაციონალური მოძრაობის” ხელმოწერას ელოდებიან. მისი თქმით, თუ ამ ამნისტიას არ მიიღებენ, ამით მხოლოდ საზოგადოება მოიგებს. “ამნისტია არ სჭირდება არც სამოქალაქო ატივისტებს, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და თუ ვინმეს სჭირდება ეს არის გახარია-კობახიძე-ივანიშვილი-ჩუბინიძეს და იმ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელმაც თვალები დათხარა ახალგაზრდებს რუსთაველზე. ამაზე ცალსახა პასუხი გვაქვს, რომ ამნისტიაზე ხელს არ მოვაწერთ. თუ ფიქრობენ, რომ…

მეტი...

Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში პირველი ივლისიდან ბრუნდება და პირდაპირ რეისებს ექვსი მიმართულებით შეასრულებს

პირველი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს. „ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს – „ვიზეარის“ ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში  გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან…

მეტი...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე შესარჩევად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. გასული წლის ნოემბერში გამოცხადებული კონკურსის მიხედვით, კანდიდატები შეირჩევიან უზენაესი სასამართლოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც შემდეგ პარლამენტს წარედგინება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მზია თოდუას საპენსიო ასაკის გამო უფლებამოსილების ვადა იანვარში ამოეწურა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, კონკურსში მონაწილეთა სია 18 კანდიდატისგან შედგება. „კონკურსი გამოვაცხადეთ გასული წლის ნოემბერში, შეჩერდა გასაუბრებები, იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად ვერ ჩავატარებდით გასაუბრებებს, ვინაიდან ე.წ. ცხრაკაციანი სია უკვე წარდგენილია პარლამენტში, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელდეს სხვა კონკურსები, მათ შორის კონკურსი, რომელიც ორ ნოემბერს არის გამოცხადებული. მზია თოდუას…

მეტი...

“ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე  განაცხადა. მისი თქმით, 400-ზე მეტი შემთხვევაა ტურისტებში ბოლო ერთ თვეშია გამოვლენილი და მისი თქმით, ზოგ მათგანს ადგილზე დაუდასტრდა, ზოგს კი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ.  “შემთხვევების მატება უკავშირდება თუ არა “დელტა” შტამს, ამას ვერ გეტყვით. მეტ მობილობას, მეტი ადამიანის შემოსვლას უკავშირდება, მათ შორის, “დელტა” შტამთან მიმართებაშიც. გუშინ კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა ჩვენთან. გარდა ამისა, დღეს საბჭოს ვაუწყე, რომ ტურისტებში ჩვენ დაახლოებით 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში ინფექციის შემოტანის და…

მეტი...

“გირჩი” წინასაარჩევნოდ ქართული კრიპტო-დოლარის შექმნას და გლობალურ ბაზარზე გატანას გეგმავს

პარტია “გირჩმა” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მთავარი სახეები დაასახელა, სადაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. მათ შორის, საუბარია “პოლიტიკური ნდობით გამყარებული” კრიპტოვალუტის შემუშავებაზე და მისი გლობალურ ბაზარზე გატანაა.  იდეის შესახებ პარტია “გირჩის” საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, ოთო ზაკალაშვილი საუბრობს.  “ქართული დოლარი, გირჩის ციფრული ვალუტა წინასაარჩევნოდ გახდება ნამდვილი კრიპტოვალუტა, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ რეალურად ჩვენი უნიკალური იდეა, რომ კრიპტოვალუტა, რომელიც გამყარებულია პოლიტიკური პარტიის წარმატებით, გავიტანოთ გლობალურ ბაზარზე,” – ამბობს ოთო ზაკალაშვილი.

მეტი...

“მეტი ნატო ხაჭაპურში, ვაი ჩვენს პატრონს,” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ჯეიმს აპატურაის ციტატას სოციალურ ქსელში პასუხობს: „მეტი ნატო ხაჭაპურში. ვაი ჩვენს პატრონს,“ – წერს ნათელაშვილი. ცნობისთვის ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ჯეიმს აპატურაის ციტატა, სადაც NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს:“ არა მარტო მიყვარს, ხაჭაპური და ჭაჭა, არამედ თვითონ ვაკეთებ ხაჭაპურს.“

მეტი...

შესაძლოა თუ არა, COVID რეგულაციები ისევ გამკაცრდეს – თამარ გაბუნიას განმარტება

შესაძლოა თუ არა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მომატებული მაჩვენებლის ფონზე, COVID რეგულაციები კვლავ გამკაცრდეს – ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განმარტებით, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, პრემიერთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.  თამარ გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებამ დღეს არსებული შეზღუდვები აუცილებლად უნდა დაიცვას.  “დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არ არის ჭეშმარიტი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიური სურათის, ეს დაგროვებული შემთხვევებია. უნდა დავაკვირდეთ ამ მაჩვენებელს კვირის ბოლომდე. დღეს რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი არ ყოფილა, ის ზომები, რომელიც ახლა მოქმედებს, აუცილებლად უნდა დავიცვათ,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

“მეტი სიფრთხილე გვმართებს, დადასტურდა “დელტა” შტამის 7 ახალი შემთხვევა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში გუშინ, ე.წ. ინდური შტამის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. “გიდასტურებთ, რომ გაიზარდა შემთხვევები, გუშინ “დელტა” შტამის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლებით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ 10-დან 20 პროცენტამდე შეიძლება, ქვეყანაში მერყეობდეს “დელტა” შტამის ცირკულაცია. მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო, რამდენადაც ეს შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. თუ არ ვცდები, დღევანდელი მონაცემებით, 85 ქვეყანაში არის უკვე დაფიქსირებული. მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად უნდა დავიცვათ…

მეტი...

“კვლევები, რომელიც თბილისთან დაკავშირებით ტარდება, აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა გაზრდილია” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ბოლო წლების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის. თბილისის მერმა საზოგადოებას მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში გააცნო და მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. „სამწუხაროდ, ქალაქში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა, როგორც ქალაქის მერს ძალიან მეამაყება, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ ბოლო წლების განმავლობაში. მართლაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, წამოვიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა, ქალაქში იქმნება მწვანე სივრცეები. რა თქმა უნდა,…

მეტი...

“იგეგმება რამდენიმე კლინიკის დემობილიზაცია, ბრიგადების გაორმაგება და მასიური ვაქცინაციის ცენტრების გააქტიურება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს დაფიქსირებული ინფიცირების მომატებული მაჩვენებელი, პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე მიუთითებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციას, ბრიგადების გაორმაგებასა და მასიური ვაქცინაციის ცენტრების გააქტიურებას გეგმავს.  “ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციაზე ფიქრობს. დღეს ჩვენთვის მთავარი აქცენტია ვაქცინაციისთვის მზადება. ქვეყანაში ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მასიური ვაქცინაციის პროცესი დავიწყოთ. დღეს მობილიზებულია 284 ბრიგადა, ერთი ბრიგადის შესაძლებლობა გახლავთ დღეში 60 აცრის ჩატარება, რაც ჯამურად საკმაოდ დიდ რაოდენობას ქმნის. 17 000 რაოდენობა არის დღიური შესაძლებლობა და გარდა ამისა, ბრიგადების რაოდენობის თითქმის გაორმაგება იგეგმება. ასევე იგეგმება, მასიური…

მეტი...

“დედაქალაქის მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება ოთხ მილიარდს აჭარბებს” – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი, დაპირებული ერთი მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია. როგორც მან თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშზე განაცხადა, 2018-2021 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, ორ მილიარდ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურულ, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე დახარჯა. „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2018 წელს შეადგენდა 1 086 863 570 ლარს, 2019 წელს – 1 106 066 807 ლარს; 2020 წელს – 1 121 648 105 ლარს, ხოლო 2021 წელს, დაპირებული მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია. ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული…

მეტი...

“ან უნდა მომისაჯოთ ამ სიგიჟეზე და აბსურდზე, ან ფარდა აეხდება, რომ ძიუდოისტი გავაშელიშვილი არის თქვენს მიერ მოგზავნილი “ზონდერი” – გიგი უგულავა

ტყუილად ეგონა ამ იდიოტებით დაკომპლექტებულ რეჟიმს, რომ მე ამნისტიას მივიღებდი და ამით ჩაფარცხავდნენ ამ საქმეს. არა მეგობრებო, ვერაფერს ვერ ჩაფარცხავთ, ან უნდა მომისაჯოთ ამ სიგიჟეზე და აბსურდზე, ან ფარდა აეხდება, რომ ბადრი გავაშელიშვილი არის ჩვეულებრივ თქვენს მიერ მოგზავნილი ,,ჩმორი ზონდერი”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბადრი გავაშელიშვილს მოუწევს ინტერვიუს მიცემა და მოყოლა – ვინ დაავალა, როგორ დაავალა და ეს კვალი მივა ივანიშვილამდე და მის ოჯახამდე. ,,მე კანონით მაქვს უფლება ამ სასამართლო პროცესში არ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ სპეციალურად მოვდივარ იმიტომ, რომ ისტორიაში და ცხოვრებაში შეიძლება…

მეტი...

ბენზინგასამართ სადგურ “გალფში” შეიარაღებული პირი შეიჭრა

პატარა ფოთში ბენზინგასამართი სადგური “გალფი” დააყაჩაღეს.  არსებული ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მდებარე ბენზინგასამართ სადგურში განთავსებულ მაღაზიაში ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 250 ლარამდე თანხა გაიტაცა, ასევე წაღებულია 1000 ლარამდე თანხის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი.  შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

ხობში მამაკაცი დაჭრეს

ხობში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი ხობის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარში ბრალდებული უკვე დაკავებულია, გამოძიება 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. შემთხვევა ხობში 2 დღის წინ მოხდა. 

მეტი...

“კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების” – კელი დეგნანი

მოხარული ვარ, მოსამართლეებმა გააკეთეს კომენტარი, რომ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ყველასთან, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისა. „მოხარული ვარ, მოსამართლეებმა გააკეთეს კომენტარი, რომ ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ყველასთან სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. ზუსტად ამას ვაკეთებთ აშშ-ს საერთაშორისო პარტნიორები ბოლოს 25 წლის განმავლობაში, რადგან კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისა. პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ასევე განაცხადეს თანხმობა ამ…

მეტი...

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება

“თელასი” მოსახლეობას ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს – გეგმური სამუშაოების გამო დღეს, 29 ივნისს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი: დიდუბის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას. სამგორის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი -3 X კვარტლის და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და სანზონის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონი გეგმური…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 749, იმერეთში – 122, ქვემო ქართლში – 102

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 749, იმერეთში – 122, ქვემო ქართლში – 102, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 220 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 489 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 365 068-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 678 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 678 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 709 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 220, „პისიარ“ ტესტით – 11 489. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,02%, ბოლო 14 დღის – 2,5%, ბოლო 7 დღის – 2,45%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 365 068 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 144 გამოჯანმრთელდა, 5 297 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 257 974…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 297 -ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 194 პირს დაუდასტურდა, 678 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 28 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 352 შემთხვევა გამოვლინდა, 808 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

მეტი...

ილჰამ ალიევსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დაბადების დღე მიულოცა. „სახელმწიფოს მეთაურმა მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღე, უსურვა მას წარმატებები საქმიანობაში და ჯანმრთელობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ყურადღებისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და საქართვლოს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობების წარმატებულ განვითარებას და განაცხადეს, რომ დარწმუნებულები არიან მომავალში კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაში. საუბრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების საკითხები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის…

მეტი...

“საფრთხე რეალურია” – მესამე სექტორი შს სამინისტროს პრაიდის მიმდინარეობისას, აქტივისტების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარების მოწოდების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მესამე სექტორი მოუწოდებს თბილისი პრაიდის მიმდინარეობის დროს, აქტივისტების უფლებები დაიცვას. არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ მათი და ევროპელი დეპუტატების მოთხოვნები იდენტურია და საფრთხის რეალურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თბილისი პრაიდის მონაწილე პირების უსაფრთხოება დაცული იყოს. “საფრთხე არის რეალური. ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მესიჯბოქსს, ორგანიზატორებისა და ზოგადად, თბილისი პრაიდის მხარდამჭერების წინააღმდეგ. ამ საფრთხეებს კი, სჭირდება სათანადო რეაგირება. აუცილებელია ხელისუფლებამ საპოლიციო ძალები მოაბილიზოს ამ დღეს,” – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” მედია მკვლევარი ქეთევან მურღულია.  “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ აგრესიული…

მეტი...

გაერო-ს სამშვიდობო მისიები შესაძლო დახურვისთვის ემზადებიან

გაერო-ს სამშვიდობო მისიები მთელ მსოფლიოში შესაძლო დახურვისთვის ემზადებიან, თუ გაერო-ს გენერალური ასამბლეა ექვსი მილიარდი დოლარის ოდენობის ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას 30 ივნისამდე ვერ მიაღწევს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გაერო-ს წარმომადგენლის, კეტრინ პოლარდის განცხადებით, გაერო-ს 12-მა სამშვიდობო მისიამ მიიღო რეკომენდაცია, შეიმუშაონ საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ბიუჯეტის დროულად დამტკიცება ვერ მოხერხდება. გაერო-ს სამშვიდობო მისიების უმეტესობა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთშია განთავსებული. კეტრინ პოლარდის თქმით, თუ 30 ივნისამდე ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ მოხდება, გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს ფინანსების დახარჯვა მხოლოდ გაერო-ს აქტივების დასაცავად და პერსონალისა და სამშვიდობოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეეძლება. გაერო-ს სამშვიდობო…

მეტი...

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე პროცესი გაიმართა. პროცესზე გამოიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები. სხდომას ესწრებოდნენ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე. ბრალდებულები მედიასთან საქმეში არსებულ შეუსაბამო გარემოებებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ბრალდებულის აკაკი კობალაძის თქმით, ორივე გამომძიებელი ინფორმაციის მატარებლობით შეზღუდული იყო. მისივე განმარტებით, არც ერთი დღეს დაკითხული ბრალდების მოწმე საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს არ ატარებდა. ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე თვლის, რომ საერთოდ ნებისმიერ მის ეტაპზე მთელი პროცესი იყო აბსოლუტურად უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული. “ყველა გამომძიებელი, ვინც კითხვაზე ვერ პასუხობს ხოლმე, ხელს იშვერს დავალებისკენ ან ოპერატიული ინფორმაციისკენ, ეს არის მათი წყარო ხშირ შემთხვევაში,” – განაცხადა…

მეტი...