ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე პროცესი გაიმართა. პროცესზე გამოიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები. სხდომას ესწრებოდნენ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე. ბრალდებულები მედიასთან საქმეში არსებულ შეუსაბამო გარემოებებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ბრალდებულის აკაკი კობალაძის თქმით, ორივე გამომძიებელი ინფორმაციის მატარებლობით შეზღუდული იყო. მისივე განმარტებით, არც ერთი დღეს დაკითხული ბრალდების მოწმე საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს არ ატარებდა. ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე თვლის, რომ საერთოდ ნებისმიერ მის ეტაპზე მთელი პროცესი იყო აბსოლუტურად უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული. “ყველა გამომძიებელი, ვინც კითხვაზე ვერ პასუხობს ხოლმე, ხელს იშვერს დავალებისკენ ან ოპერატიული ინფორმაციისკენ, ეს არის მათი წყარო ხშირ შემთხვევაში,” – განაცხადა…

მეტი...

ჟენევის დისკუსიის მორიგი, მწვავე შეხვედრა დღეს გაიმართება

უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხი როგორც აფხაზეთის საპატიმროები, ისე ცხინვალის იზოლატორში; მათი უპირობო გათავისუფლება; გადაადგილების თავისუფლება; დევნილთა დაბრუნება – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე შეხვედრაზე დღეს იმსჯელებენ. ჟენევის მორიგი დისკუსია სწორედ დღეს გაიხსნება. ასევე, მთავარი განსახილველი თემა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ქართული მხარე აპირებს, მწვავედ დააყენებს ზაზა გახელაძისა და ასევე, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხსაც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე იქნება. „ჟენევის მოლაპარაკებები…

მეტი...