კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 225, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, ქვემო ქართლში – 20

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 225, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, ქვემო ქართლში – 20, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 074 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 102 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 972 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 275-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 352 პირს დაუდასტურდა, 808 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 27 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 585 შემთხვევა გამოვლინდა, 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 808 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 808 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 102, „პისიარ“ ტესტით – 7 972. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,5%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,34%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 350 466 გამოჯანმრთელდა, 5 275 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 254 737 ადამიანი, დღიურად აცრილია 604. კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 602…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ გუბერნატორთან რეგიონში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები განიხილა, რომლებიც მათ შორის პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში იგეგმება. გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე იგი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე – სხვადასხვა თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. გიორგი ურუშაძემ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი…

მეტი...

პოლიციამ საბაგიროს თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე თბილისში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მეგობართან – ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მეტი...

54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში კვლავ დგება

პარლამენტის 54 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში კვლავ დგება და ივლისის რიგგარეშე სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ამჯერად კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ჩანაწერი იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ასეთი პარლამენტის 54 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომლებმაც 31 არჩევნების შედეგების გამო, მეათე მოწვევის პარლამენტს რამდენიმეთვიანი ბოიკოტი გამოუცხადეს, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს და შესაბამისად, იმ რაოდენობის გაცდენა დაუგროვდათ, რომ პარლამენტმა ახლა მათ უფლებამოსილებაზე უნდა იმსჯელოს. რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის…

მეტი...

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი „როსი“ ოდესის პორტში შევიდა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი „როსი“ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტში შევიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო ხომალდი სამხედრო წვრთნებში, „სი ბრიზში“ (Sea Breeze) მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნები უკვე ოცდამეერთედ იმართება, რომლის დროსაც შავ ზღვაში წვრთნების ჩასატარებლად 30-ზე მეტი ქვეყანა გაერთიანდება. სამხედრო ხომალდზე „იჯისის“ სისტემის 90 გამშვები დანადგარია, რომელსაც „ტომაჰავკის“ რაკეტების გასროლა შეუძლია. სამხედრო წვრთნები „სი ბრიზი“ უკრაინის ტერიტორიაზე 1997 წლიდან იმართება, რომლის ორგანიზატორები უკრაინა და აშშ არიან. 2021 წლის სამხედრო წვრთნები 28 ივნისიდან 10 ივლისამდე ჩატარდება და ბოლო 20 წელიწადში ყველაზე მასშტაბური იქნება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს სამი ათასზე მეტი ადამიანი,…

მეტი...

“ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა დაატეხონ თავზე” – მეუფე სპირიდონი „თბილისი პრაიდზე“

ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, დადგეს იქ, არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავზე, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მეუფე სპირიდონი მოქალაქეებს მოუწოდებს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გავიდნენ. „სოდომისტებს და ნამუსგარეცხილ ხალხს ავყვეთ? ეს გვინდა, საქართველო გავანადგუროთ? ამიტომ ყოველი კაცი, ქუდზე კაცი გავიდეს, დადგეს იქ, არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავზე. როგორც რიგითი ქართველი, ყველას მოგიწოდებთ, რომ გახვიდეთ, დადგეთ იქ და ამ გარყვნილებას არ მისცეთ ადგილი საქართველოში, ამ საშინელ გათახსირებას, რომელიც…

მეტი...

თბილისში, ბაგებში მამაკაცი დაჭრეს

გვიან ღამით დასრულდა ბაგებში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირების გამოკითხვა ვაკის პოლიციაში. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა საბაგიროს დაცვის თანამშრომელი მუცლის არეში დაჭრეს. დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს საბაგიროს რიგში მყოფ პირებთან შელაპარაკება უძღოდა წინ. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის პროცედურები პარლამენტში დღეს გაგრძელდება. 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერ-მინისტრს კითხვით 70-მა დეპუტატმა მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა დამაზუსტებელ კითხვებს. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური დებატები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს სურს დებატებში მონაწილეობა, რაც ვერ მოესწრებოდა, რადგან რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია უნდა დაიხუროს ივნისის ბოლო პარასკევს, დღეს 00:00 საათამდე. კახა კუჭავამ განაცხადა, რომ 28 ივნისს მოწვეული იქნებოდა რიგგარეშე სხდომა და ამისთვის პრეზიდენტს მიმართა. დეპუტატებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დახურეს საგაზაფხულო სესია. პროცედურის შესაბამისად, დარჩენილია პოლიტიკური დებატები, რა…

მეტი...

76 მილიონი ლარის ჯარიმების გაუქმების შესახებ ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაზე ამნისტიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. საუბარია ორ კანონპროექტზე. ინიციატივის შედეგად, ამნისტია შეეხება 245 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქესა და 350-მდე იურიდიულ პირს – მათ, ვინც დაარღვიეს იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესები. საერთო ჯამში, უქმდება, დაახლოებით, 76 მილიონი ლარის ჯარიმები. ოპოზიციაში ამ ინიციატივას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. “წინასაარჩევნოდ, ყოველთვის მორიგ ტრიუკს გადმოაგდებენ ხოლმე და ცდილობენ, არაპირდაპირი გზით მოისყიდონ და მოიპოვონ ამომრჩევლის კეთილგანწყობა. ვინც დააჯარიმეს, მათთვის იქნება შეღავათი, მაგრამ რა ვუყოთ მათ, ვინც უკვე გადაიხადა ჯარიმები? მოხდება მათი კომპენსირება თუ რითი დარეგულირდება ეს თემა?”-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის, “ერთიანი ნაციონალური…

მეტი...