ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (СDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისა და ვაქცინაციის პროცესის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ასევე პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხებს. „განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოში პრიორიტეტულია C ჰეპატიტის ელიმინაცია, ასევე მუშაობა სხვადასხვა გადამდები დაავადებების პრევენციისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხები და ყველა ამ მიმართულებით სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმუშავებს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა…

მეტი...

უცხოელი ექსპერტები გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს სწავლობენ

გელათის ტაძარში არსებულ ხარვეზებს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან. სპეციალისტები უკვე ტაძარში იმყოფებიან. ამ დროსთვის სამონასტრო კომპლექსში შესასვლელი მედიისთვის, ასევე სტუმრებისთვის დაკეტილია. ადგილზე იმყოფება კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ექსპერტები არსებულ მდგომარეობას ეცნობიან, შეისწავლიან, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები. მისივე თქმით, ექსპერტთა ვინაობა მათივე მოთხოვნის გამო არ სახელდება. “კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგად, პანდემიის პირობებში მოხერხდა უსწრაფეს ვადებში ევროპელი ექსპერტების ჩამოყვანა გელათის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩამოსული არიან ფერწერის ექსპერტები, სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, რა სიტუაციაა, შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, იქ გაკეთდება ყველაფრის…

მეტი...

ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აღარ გადავა

ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აღარ გადავა – ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ განაცხადა. მიხეილ გახელაძის განცხადებით, გადაწყვეტილება პატრიარქის პატივისცემის გამო მიიღო, თუმცა აღნიშნავს, რომ აქციაზე უარის თქმას არ აპირებს. გახელაძის ოჯახთან სამღვდელოების წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ზაზა გახელაძის ოკუპანტების უკანონო ტყვეობიდან დასახსნელად საკუთარ ძალებს საპატრიარქოც გამოიყენებს. კერძოდ, პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მიმართავს თხოვნით, იშუამდგომლოს რუსეთის ხელისუფლებასთან. დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით და უკანონო ტყვეობის გასაპროტესტებლად ოჯახი აქციას სიმბოლურად სწორედ დღეს გეგმავს. უსაფრთხოების მიზნით, ქვემო ჭალიდან საოკუპაციო საზღვართან მიმავალ გზაზე სამართალდამცველები არიან…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,49 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,49 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,04 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,42 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 773 პირს დაუდასტურდა, 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 211 -ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 773 პირს დაუდასტურდა, 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 22 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევა გამოვლინდა, 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.

მეტი...

გამოვლინდა ინფიცირების 773 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 923 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 636 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 773 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  360 828-ს.

მეტი...

ზაზა გახელაძეს დღეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში 34 წელი უსრულდება – მამა შვილის დაბადების დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავს

ზაზა გახელაძეს დღეს ოკუპირებული ცხინვალის ციხეში 34 წელი უსრულდება. რუსი სამხედროების მიერ გატაცებული და დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახი სიმბოლურად საპროტესტო აქციას სწორედ დღეს აპირებს. საკუთარი შვილის დაბადების დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავს ზაზა გახელაძის მამა. ის ამბობს, რომ მისთვის ეს შვილთან შეხვედრის ერთადერთი გზაა. ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში პატრიარქი ერთვება. ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრის გათავისუფლებაზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვს. უკვე მზად არის შესაბამისი წერილიც. ამის შესახებ ინფორმაცია სამთავისისა და გორის ეპარქიების ხელმძღვანელებმა ზაზა გახელაძის ოჯახს თავად მიაწოდეს. სასულიერო პირები სოფელ ქვემო ჭალაში გვიან ღამით იმყოფებოდნენ.

მეტი...

“მსოფლიოში, გასულ კვირაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 6%-ით შემცირდა” – ჯანმო

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 6%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 505 344 შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა, რაც 11%-ით მეტია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით. შემდეგ მოდის ინდოეთი 441 976 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 30%-ით ნაკლებია, მესამე ადგილზეა კოლუმბია, 193 907 ახალი შემთხვევით, სადაც წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 10 %-ითაა გაზრდილი, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი არგენტინა ( 149 673 ახალი შემთხვევა)…

მეტი...

დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებენ

რა გახდა ვაქცინაციის პროცესში შეფერხების მიზეზი – არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებს. ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ეკატერინე ტიკარაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დროულად მივა. ოფიციალური მოთხოვნა უკვე გაგზავნილია. უმრავლესობა ხარვეზს აღიარებს. არ არის გამორიცხული მომხდართან დაკავშირებით კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ფაქტის შესწავლა დაწყებულია.

მეტი...

დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 10:00 საათზე დაიწყება. საბჭოს დღის წესრიგი უცნობია, თუმცა სხდომაზე სავარაუდოდ, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

მეტი...

სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში ელოდებიან

სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ნინო ლომჯარია სესიაზე წლიური ანგარიშით წარსდგება. ანალოგიური დოკუმენტი ომბუდსმენმა მანამდე კანონმდებლებს საკომიტეტო მოსმენაზე გააცნო. ოპოზიციონერი დეპუტატები სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას დადებითად აფასებენ, თუმცა აქვთ შეკითხვები და რჩევებიც. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, კითხვების მთავარი ადრესატი არა სახალხო დამცველი, არამედ მთავრობაა, რომელიც მის ანგარიშსა და რეკომენდაციებს არასათანადოდ ასრულებს. “გირჩში” თვლიან, რომ ომბუდსმენის ანგარიშში უამრავი რეკომენდაციაა და უმჯობესი იქნებოდა რჩევები ნაკლები ყოფილიყო, რაც უმრავლესობას სპეკულაციის საშუალებას არ მისცემდა. კითხვებისთვის ემზადება უმრავლესობაც. მათი თქმით, კითხვები იქნება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხედავს სახალხო დამცველი იმ გამოწვევებთან გამკლავების გზებს, რა…

მეტი...

პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში, დღეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას ელოდებიან. ომბუდსმენი დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგება. „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ – ასეთია  ომბუდსმენის ანგარიშის შინაარსი. დოკუმენტი დაახლოებით 500 გვერდია და საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევებსა და პროგრესზე. ნინო ლომჯარია მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზეც ისაუბრებს. დეპუტატების შეფასებით, სახალხო დამცველთან საკმაოდ ბევრი კითხვა აქვთ. ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, უმჯობესი იქნებოდა, რეკომენდაციების ნაწილი დიდი მოცულობის არ ყოფილიყო და მხოლოდ ის ნაწილი მოხვედრილიყო, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

მეტი...

„ეს გამოვიცალეთ საკუთარი ხელიდან, ადამიანები აცრილი არ გვყავს“ – ბიძინა კულუმბეგოვი ახალი შტამების გავრცელებაზე

​ალერგოლოგ-იმუნოლოვი ბიძინა კულუმბეგოვი არსებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს  გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ვირუსის და ახალი შტამების გავრცელების რისკი მაღალია. „შეზღუდვების შემსუბუქება არ მიმაჩნია გამართლებულად ერთი გამონაკლისის გარდა, ეს არის პირბადის ღია სივრცეში ტარების აუცილებლობა. ღია სივრცეში დისტანციის პროცესი დაცულია და პრობლემა არ არის, თუმცა, სურვილს ვიტოვებდი, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულიყო და თუნდაც ეს კომპონენტი ჩვენ კი არ გაგვეთანაბრებინა, არამედ ვაქცინირებული ადამიანებისთვის წახალისების წყაროდ გამოგვეყენებინა, მათთვის შეგვემსუბუქებინა ეს, რომ სხვებსაც ინტერესი გასჩენოდათ“ – აცხადებს კულუმბეგოვი. მისი შეფასებით, რეგულაციების გამარტივების მოუხედავად, პირბადის ტარება აუცილებელია და ეს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს.  …

მეტი...

„ადამიანები მიდრეკილები არიან ქეიფისკენ, მათ გავუხსენით ხელ-ფეხი, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ქმნის“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„კომენდანტის საათის“ მოხსნა არავაქცინირებულ საზოგადოებაში ადამიანებს თავშეყრისკენ უბიძგებს“ – აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და შიშობს, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს ქმნის. „კომენდანტის საათის“ მოხსნა არავაქცინირებულ საზოგადოებაში ადამიანებს თავშეყრისკენ უბიძგებს. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა ეს იყო, რომ ადამიანები მიდრეკილი არიან ქეიფისკენ, ერთად შეკრებებისკენ და ახლა პირიქით, ამით მათ გავუხსენით ხელ-ფეხი. ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში დაიწყებენ ჯგუფურად დროის გატარებას, რაც ქმნის ვირუსის გავრცელების დიდ რისკს. როცა ადამიანების უზარმაზარი სეგმენტი გყავს აუცრელი,  ეს რისკის მატარებელია“, – ამბობს  ბიძინა კულუმბეგოვი. შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამით, გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა 24…

მეტი...