გიორგი გახარიას ინტერვიუს პარალელურად, მაკო გომურმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა

გადაცემა „რეაქციაში“ გიორგი გახარიას ინტერვიუს პარალელურად, მაკო გომური ფეისბუქზე ფოტოს ავრცელებს წარწერით: „მხოლოდ სიყვარულის რეაქცია“ „20 ივნისთან დაკავშირებით, მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ჩემი ტვირთია და მე ამ ტვირთს ვატარებ,” – აღნიშნა გახარიამ გუშინდელ ინტერვიუშიც.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს სამთავროს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 9 ივნისს სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და მონაკოს სამთავროს პრინცის, ალბერ II-ის პირისპირ შეხვედრა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მონტე-კარლოში საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის და გამოფენაში მონაწილე მეღვინეებს სიტყვით მიმართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები. დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის შეხვედრა ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან. საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინცთან ალბერ II-თან ერთად დაესწრება ქართული ღვინის პრეზენტაციას – „ვაზის ფესვებთან შეხვედრა“ და პრეზენტაციის მონაწილე სტუმრებს…

მეტი...

სარაგბო კლუბების წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციას გამართავენ

მორაგბეებს შორის არსებული უთანხმოება  გრძელდება, დაპირისპირება თითქმის ერთი წელია გრძელდება. დღეს 11:30 საათზე – სარაგბო კლუბების წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ პრობლემებზე.

მეტი...

შესაძლოა მომდევნო კვირიდან ორჯერადად აცრილი პირები პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ

ქვეყანაში ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რეგულაციების ნაადრევად შემსუბუქების წინააღმდეგი არიან ეპიდემიოლოგები. მათი შეფასებით, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამ ეპიდვითარება გააუარესოს. სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან ორჯერადად აცრილი პირებისთვის მოიხსნება ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა. ისინი გათავისუფლდებიან პირბადის ტარების ვალდებულებისგანაც. პარალელურად, ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება, რომელიც ივლისში უნდა დაიწყოს. 

მეტი...

“ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვთავაზობ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზადაა, თავისი შვილი აზერბაიჯანში დაკავებულ სომეხ სამხედრო ტყვეებში გაცვალოს. „ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვთავაზობ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ აპარანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს განცხადება ფაშინიანმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების, სერჟ სარგსიანის და რობერტ ქოჩარიანის საპასუხოდ გააკეთა. ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება. „არ გეგონოთ, რომ ამას ემოციურად ვამბობ, ვამბობ ოფიციალურად წადით და აწარმოეთ მოლაპარაკებები „ განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების მისამართით. მანამდე, სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი განახლდება

დღეს, 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. შეგახსენებთ, აღნიშნული საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ძიება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის გამო დააპატიმრეს, 20 ივნისთან დაკავშირებით დაკავებული იყო მისი მეგობარი, კობა კოშაძეც.

მეტი...