საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 205 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 205 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 191 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 183, „პისიარ“ ტესტით – 12 008. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,16 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,91 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346 983 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 330 721 გამოჯანმრთელდა, 4 853 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ აცრილია – 155 538 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 158. კარანტინის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 853-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 833 პირს დაუდასტურდა, 1 205 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, პირველ ივნისს საქართველოში კორონავირუსით 954 ადამიანი დაინფიცირდა, 896 გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მეტი...

„ქალი 15 დღის გარდაცვლილია, საკონსულო კი ყურადღებას არ აქცევს“ – თურქეთში გარდაცვლილი ქართველის გადმოსვენებას ოჯახი ვერ ახერხებს, ადვოკატი რეაგირებას ითხოვს

მუხრანში მცხოვრები 52 წლის ირმა ამირაშვილი, 15 დღის წინ თურქეთში გარდაიცვალა, ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ გუშინ შეიტყო, ოჯახი დახმარებას ითხოვს. ადვოკატი მამუკა ნოზაძე „მედიაცენტრ მთავრთან“ ყვება, რომ  საქართველოს საგარეო უწყებამ გარდაცვლილის ოჯახის თხოვნა უყურადღებოდ დატოვა: „ის მუშაობდა ქალაქ კონიაში, ოჯახის წევრებმა, შვილმა და მეუღლემ, რომლებიც საფრანგეთში არიან მომხდარის შესახებ გუშინ გაიგეს. ქალი 15 დღე გარდაცვლილია, თურქეთის მხარესთან, როცაა ჰქონდა ოჯახს კომუნიკაცია უთხრეს, რომ ქართულ საკონსულოსთან ჰქონდათ კონსულტაცია და ყურადღება არ მიაქციეს, თურქული მხარე გარდაცვლილის დასაფლავებას აპირებს, ოჯახი დახმარებას ითხოვს,“ – ამბობს „მედიაცენტრ მთავართან“ მამუკა ნოზაძე.

მეტი...

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს. მას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა. ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. გაკეთდება მედიისთვის განცხადებებიც. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში დენის შმიგალი შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და კათოლიკოს-პატრიარქს. უკრაინის პრემიერ-მინისტრი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. აეროპორტში მას დავით ზალკალიანი დახვდა.

მეტი...

გუმათში აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გუმათში პოლიციელზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ითხოვდა, რომ დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოყენებულიყო, ამასთან, მათ სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 29 წლის ირაკლი მუკბანიანი სოფელ საყულიაში 1-ელ ივნისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მუკბანიანი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინაღმდეგო აქციაზე სამართალდამცავს თავს დაესხა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

მეტი...

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს. დენის შმიგალი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.

მეტი...

სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ცხინვალის რეგიონთან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელ სენატორებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამრეკ შჩიგელი შეხვდა, რომელთან ერთადაც ისინი სოფელ ზემო ნიქოზისკენ გაემართნენ.

მეტი...

გარდაცვლილი ექთნის ადვოკატები ვიოლეტა ინასარიძისთვის ბრალის წაყენებას ითხოვენ

ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატები პასუხისმგებელი პირების დროულად მხილების აუცილებლობაზე, კიდევ ერთხელ საუბრობენ. ოჯახის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები და ეს არის შპრიცები, რომლითაც იმუნიზაცია მოხდა. მათივე თქმით, დასტურდება, რომ მეგი ბაქრაძის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობის მიუხედავად სამედიცინო პერსონალს “ადრენალინი” არ გამოუყენებია, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. “ქალბატონ ვიოლეტა ინასარიძეს უნდა წარედგინოს ბრალი, მათ შორის სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით. ამასთან, საქმეში იკვეთება სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება, რაც ცალკე გამოძიებას საჭიროებს. მოწმეთა ჩვენებებიდან იკვეთება, რომ მეგის გაუკეთდა “დექსამეტაზონი” და “დიმედროლი”, მაგრამ არ გაკეთებია “ადრენალინი”, რაც კიდევ ერთი ირიბი მტკიცებულებით დადასტურდა. ამოღებულ იქნა…

მეტი...