“პოლიციის ფუნქცია არ არის „ენკას“ თანამშრომლები ხეობაში თავისი მანქანით ატაროს, დღეს გაიარა პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც კომპანიის მუშები ისხდნენ” – ვარლამ გოლეთიანი

როგორც გოლეთიანი აღნიშნავს, რიონის ხეობის მცველები ეცდებიან ბარიკადის მეორე მხარეს შევიდნენ. “ჩვენი საპოლიციო ძალები კომპანია “ენკასთვის“ ოფიციალურ გადამზიდად იქცნენ. დღეს ვხედავთ, გაიარა კოლონამ, უშუალოდ პოლიციის პიკაპებმა, რომლის უკანა სავარძელზეც ისხდნენ კომპანიის თანამშრომლები-მუშები. რადგან ვზღუდვათ კომპანიის ტრანსპორტის და სპეცტექნიკის გატარებას, ამ ხერხს მიმართეს, რომ პოლიციის მანქანებით გადაიყვანეს კომპანიის მუშახელი. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ ვეცდებით, შევიდეთ ბარიკადის მეორე მხარეს“,-აღნიშნავს გოლეთიანი. როგორც გოლეთიანი განმარტავს, “რიონის ხეობის მცველები” პოლიციასთან დაპირისპირებას არ აპირებენ. „მნიშვნელოვანია გზის გადაკეტვა, ტექნიკა მეორე მხარეს რომ არ გადაიყვანონ, რაც აუცილებლად დასჭირდება კომპანიას. ჩვენ პოლიციასთან დაპირისპირებაში ვერ შევალთ, ეს არ არის სწორი…

მეტი...

“ოცნებისთვის” გახარია ტროას ცხენივითაა, რომელიც მას 43% ქვემოთ დატოვებს” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება და წერს, რომ “ოცნებისთვის” გახარია ტროას ცხენივითაა”.  უგულავა ასევე წერს, რომ “ფოკუსის ნეოქოც გახარიაზე გადატანა აწყობს მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენილ არქიქოცებს”. “რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა გახარიელმა ქალბატონმა დეპუტატმა ტელეკამერას თვალი ჩაუკრა. ამ კადრს გახარიას თვალისჩამკვრელი ცნობილი კადრი მოება. ეტყობოდა რომ ეს ახალი პარტიის ბრენდია, “ფიშკაა”. როგორც სჩანს, მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ეს გახარიას მაგარ ტიპად წარმოაჩენს. დღეს ბატონმა ქემოკლიძემ უკანასკნელი ეჭვები გაფანტა, თურმე ოცნების პირობებში პოლიტპატიმრები არ გვყოლია, რომ 20 ივნისს პოლიციას ხალხი შემოეცემა, თურმე სასამართლოც თავისუფალი ყოფილა. ფაქტიურად, მანაც შეფის მსგავსად თვალი ჩაგვიპაჭუნა. არადა, მართლა ანთროპოლოგიური ქოცი უნდა იყო, რომ ვერც იგრძნო, როცა გახარია ხარ სიტყვა…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური გადატრიალება ვერ გამოუვიდა, ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები არ განხორციელდეს” – ირაკლი ქადაგიშვილი

როდესაც ქვეყანაში 800-მილიონიანი ინვესტიცია შეიძლება ასე უხეშად ჩაიშალოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მტერი ამას აკეთებს, რათა ამ ქვეყანაში არასდროს არც ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია აღარ განხორციელდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. „აქ ყველა გონივრული არგუმენტი უკვე ამოწურულია. თქვენ იცით მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ დროებით შეაჩერა თვითონ ჰესის მშენებლობის პროექტის რეალიზაცია. ჩვენ მედიატორებიც მოვიწვიეთ, ევროკავშირი. იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ცალკე გამოაცხადა საერთაშორისო კომპანიის დაქირავება, ასე ვთქვათ დამატებითი სამართლებრივი მოკვლევისთვის, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში და პარლამენტმა უკვე საკომიტეტო მოსმენებიც ჩაატარა მათივე თანდასწრებით, მაგრამ არგუმენტი არ არსებობს, არის…

მეტი...

“ყვავ-ყორნების გასაგლეჯი სამშობლო არა გვაქვს!” – ირმა ინაშვილი

“ერთხელ ვთქვი და ახლაც იგივეს ვამბობ: არის დრო ფიქრის, არის დრო დაკვირვების და არის დრო მოქმედების. თუ დავინახავ, რომ ჩვენი ენერგია, ძალისხმევა, შრომა და ბრძოლა ამ ქვეყანას და ხალხს არ სჭირდება, არავის შეგაწყენთ თავს… ” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “ერთხელ ვთქვი და ახლაც იგივეს ვამბობ: არის დრო ფიქრის, არის დრო დაკვირვების და არის დრო მოქმედების. თუ დავინახავ, რომ ჩვენი ენერგია, ძალისხმევა, შრომა და ბრძოლა ამ ქვეყანას და ხალხს არ სჭირდება, არავის შეგაწყენთ თავს… მაგრამ რას ვხედავ? ვხედავ გაცვეთილ, ათას ტოტზე გადამხტარ პოლიტიკურ ყვავებსა…

მეტი...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღესაც ეცდებიან, კომპანია „ენკას“ ტექნიკისა და მუშების გადაადგილებას ხელი შეუშალონ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილები. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მაკა სულაძის განცხადებით, მათი მიზანი დღესაც კომპანია „ენკას“ ტექნიკისა და მუშახელის გადაადგილებისთვის ხელის შეშლა იქნება. „დღესაც, როგორც წინა დღებში, ვცდილობთ, შევაფერხოთ კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებებისა და მუშახელის გადაადგილება. ნუ, ჯერჯერობით არ გამოჩენილან. მეორე გზიდან, საუბარია შემოვლით გზაზე, იქაც ჩვენი ბიჭები არიან და კარავია გაშლილი, მაგრამ არ ვიცი, წინასწარ ჰყავთ გაყვანილი. სავარაუდოდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის მანქანების იყენებენ მუშახელის გადასაადგილებლად. ჩვენ ახლა ამის შემოწმების მექანიზმი არ გვაქვს და ვერც დავამტკიცებთ ამას, რომ ნამდვილად ასეა და ეს უბრალოდ ვერსია…

მეტი...

ძალიან სამწუხაროა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას – ვიოლა ფონ კრამონი

“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ისინი პარლამენტში მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შევიდნენ,  ევროპელი კანონმდებლები ეხმიანებიან. ევროპარლამენტარი ვიოლა ფრონ კრამონი, სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლაა.  “ძალიან სამწუხაროა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა, ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. ხელშეკრულება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და უფრო სამართლიანი საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია,” – წერს ვიოლა ფრონ კრამონი. “გულდასაწყვეტი სიგნალი “ნაციონალური მოძრაობისგან”,- ასე გამოეხმაურა ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას. 

მეტი...

საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება

დღეს პოლიციის დღეა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ წელს თარიღი საზეიმოდ აღინიშნება. ღონისძიება, რომელზეც პოლიციელებს დააჯილდოვებენ 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უწყების დანაყოფების თანამშრომელთა შემოსვლით დაიწყება. პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერი და პრეზინდეტი სიტყვით მიმართავენ . ადგილზე წარმოდგენილი იქნება როგორც საპოლიციო და სამხედრო ტექნიკა, ასევე სახანძრო-სამაშველო ძალების ავტომობილებები და აღჭურვილობა.

მეტი...

20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვები მეორე მოსმენით იწყება

“ნაციონალური მოძრაობის” პოზიციიდან გამომდინარე, 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე კვირას ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გარეშე ჩაივლის. საკანონმდებლო ორგანოში, მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვები იწყება. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ მხარეებს შორის საბოლოოდ პოზიციები შეჯერდება. “კარგი იქნება, თუ ოპოზიციის კონსტრუქციულად განწყობილი ნაწილის ერთ პროექტზე შეთანხმება მოხდება. პრინციპული განსხვავება ამ ორ კანონპროექტს შორის კი დეტალებშია, რომელზეც შეიძლება საერთო ენის გამონახვა,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.  შეგახსენებთ, ამნისტიის “ქართული ოცნების” ვარიანტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

მეტი...

„20 ივნისიდან ოპოზიციის მასიურ გაქოცებამდე (გაბანძებამდე) ასე ეპოქა დასრულდა დიდი“ – ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20 ივნისის აქციის მონაწილეა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ოპოზიცია „გაბანძდა“: „20 ივნისიდან ოპოზიციის მასიურ გაქოცებამდე (გაბანძებამდე) ასე ეპოქა დასრულდა დიდი. პარლამენტის წინ კარვებში რომ ხალხი იჯდა ისინი რაღას დაყინეთ მთელი ზამთარი,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსნებთ, რომ 20 ივნისი მოვლენების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმრებული იყო.

მეტი...

“გადავიტანოთ პარლამენტი ცირკის შენობაში” – გიორგი გუგავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი „ენმ“ – ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება: „გადავიტანოთ პარლამენტი ცირკის შენობაში, რომლის დანიშნულება და შემოგარენი ზუსტად გამოხატავს დღევანდელი პარლამენტის შინაარსს,“ – წერს „ლეიბორისტური პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში.

მეტი...