საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 727-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“1 056 პირს დაუდასტურდა, 1 071 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 27 მაისს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 481 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

შსს-ს ინფორმაციით, გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირებისას 8 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში პოლიციასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირების დროს 8 პირი დააკავეს. როგორც „”მედიაცენტრ მთავარს“ უწყებაში განუცხადეს, აქციის მონაწილეთა დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა. შეგახსენებთ, სოფელ გუმათში, სადაც ბარიკადებია აღმართული, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირის მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

მეტი...

“მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდნენ” – სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინას – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა. სტოლტენბერგმა რუსეთისა და ბელარუსის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის არადემოკრატიულ მეთოდებზეც ისაუბრა. “ეს არღვევს იმ ღირებულებებს, რისიც ნატოს სჯერა, ესენია: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება და ის ასევე ქმნის არასტაბილურობასა და გაურკვევლობას ჩვენს სამეზობლოში. ესაა მიზეზი, რატომაც ნატო გააგრძელებს ცვლილებებსა და რეაგირებას თავდაცვის გზით. მხარს ვუჭერთ ნატოს ორ პარტნიორ ქვეყანას – უკრაინასა და საქართველოს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო დაზარალდნენ,”- აღნიშნა ნატოს გენერალურმა…

მეტი...

გლდანში 5 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა- არიან დაშავებულები, ორის მდგომარეობა მძიმეა

გლდანში, გვუან ღამით, ხიდებთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ორი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

მეტი...

“უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია” – მარიტა მუსელიანი

რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად უნდა ვიმოქმედოთ, აქ უკან დახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია, – განაცხადა, წუხელ, გვიან ღამით, „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიტა მუსელიანმა. „ჩვენ ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია და რამდენადაც შეგვეძლება, კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილებაში ხელს შევუშლით. ამ მანქანებმა აქ უნდა გაიარონ, ყველა შემთხვევაში და ჩვენი კარავი ყველა გზაზე გვაქვს, ორივე მხრიდან. ამ მხრივ, მოძრაობას სრულად ვაკონტროლებთ. თუ ამ კარვებს პოლიცია კიდევ დაგვიშლის და შემდეგ ძალადობაში გადავა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჯერჯერობით, არ მოძრაობენ. ეტყობა, ერიდებიან, რადგან პროტესტი ახალი ძალებით, ახალი დაბრუნებულია და იმ კორდონს მიღმა არიან შეკეტილი. ჯერჯერობით, მათი…

მეტი...

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” თანადამფუძნებელზე ფიზიკური ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ა.ქ. მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” თანადამფუძნებლის ​მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსის” ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს – 1994 წელს დაბადებულ პ. გ.-ს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი…

მეტი...