ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია – ინფორმაცია და ფოტომასალა ფეისბუქჯგუფში “დიდი დიღომი” გავრცელდა. პოსტის ავტორის თქმით, ფოტოები დავარის ქუჩაზეა გადაღებული.  ამასთან, გუშინ ღამიდან დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის მონაკვეთი პატრულმა გადაკეტა – ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებარე კორპუსიდან ქარის გამო საგნები ცვივა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან – პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცე-პრემიერ არტან გრუბისთან. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც „ვილა ვოდნოს“ სასახლეში გაიმართება, დაგეგმილია ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს – შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.…

მეტი...

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის ზუსტი დრო დღეს დილით გახდება ცნობილი. ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს საქართველოს პროკურატურამ გუშინ მიმართა. ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გადასცა. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 13 აპრილს. ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის…

მეტი...

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ზე კიბერშეტევა განახორციელეს, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა  

„სიენენის“ ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა აშშ-ში ნავთობსადენზე კიბერშეტევა განახორციელეს და გამოსასყიდს ითხოვენ. აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა. საუბარია ამერიკულ კომპანია „კოლონიალ პაიპლაინზე“, რომელზე კიბერთავდასხმა, თავდაპირველი ცნობებით, ჰაკერულმა დაჯგუფება „დარქ საიდმა“ განახორციელა. მილსადენი  დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, რაც აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწოდებული დიზელის, ბენზინისა და რეაქტიული საწვავის 45%-ია. ამერიკული მედიის ცნობით, ჰაკერებს ნავთობსადენის მფლობელი კომპანიის მონაცემები ჩაუვარდათ ხელში, რომელთა ნაწილი ახლა დაბლოკილია და თავდამსხმელი ჰაკერები მათგან გამოსასყიდს ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა ქსელში შეაღწიეს,  100 გბ მონაცემები „მძევლად აიყვანეს,”  სერვერზე მონაცემები ჩაკეტეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი მონაცემების ინტერნეტით გაჟონვით იმუქრებიან.

მეტი...

26 წლის ყაზახი გოგოს დედა აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლეს

ქართულ-ყაზახურ კომპანიაში მომუშავე ახალგაზრდა გოგონას დედა თბილისშია. როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, მისი შვილი მაღალი სართულიდან თავად არ გადმომხტარა, ის გადმოაგდეს.    გარდაცვლილი აისელ აიპტაევას დეს დღეს  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივა, სადაც გვამის ამოცნობა უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, აისელი  საქართველოში რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. “ვფიქრობ, ჩემი შვილი მოკლეს და ფანჯრიდან გადმოაგდეს. ისეთი ბავშვი არ იყო, რომ ფანჯრიდან გადმომხტარიყო. საქართველოში 5 დღის ჩამოსული იყო და აქ მუშაობდა. დაკავებულთან აისელს კავშირი მანამდე არ ჰქონდა, აქ გაიცნო და ერთად მუშაობდნენ. საქართველოში ჩემი ქმარიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. ყაზახეთის საკონსულოში მელოდებიან, ასევე, გვამის ამოცნობაზე…

მეტი...