„ლისის მეწყერი აუცილებლად წამოვა, თუმცა, არაპროგნოზირებადია, როდის“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

„ლისის ფერდი ძალიან დიდი სხეულია, რომელიც გელოვანის გამზირის ბოლომდე გრძელდება, ის აუცილებლად წამოვა ნაწილ ნაწილ“ – აცხადებს „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავართან.“ მისივე შეფასებით, ფერდზე კორპუსებს საყრდენი გამოცლილი აქვს და გრუნტი მოძრაობაშია მოსული.     „ის, რაც მოჭრილია, აუცილებელია მათი გამაგრება. ხედავთ, რომ პრობლემები შეიქმნა, იგივე, საბავშვო ბაღს პრობლემა შეექმნა, გვერდით მდგომ კორპუსს პრობლემა შეექმნა, გრუნტი მთლიანად დაბზარულია. რადგანაც, ამხელა მასის მოჭრით უკვე არსებულ კორპუსებს საყრდენი გამოაცალეს. მთლიანად გასაჩერებელია ეს მშენებლობები და გადასახედი და შესასწავლია პრობლემა მთლიანად. მშენებლობები იქ აუცილებად უნდა შეჩერდეს“  – აცხადებს გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავართან“.…

მეტი...

„ლისის ფერდზე ნებისმიერი მშენებლობა დასაკონსერვებელია, ყველგან გრუნტი დაიძრა“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

„მე რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო, ლისის ფერდზე ნებისმიერ მშენებლობას აუცილებლად დავაკონსერვებდი, აუცილებლად, რადგანაც, დაწყებული პროცესი ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდება“ – აცხადებს „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავართან“ და მაგალითად ერთ-ერთი გეოლოგიური დასკვნა მოაქვს, წერია, რომ მშენებლობა არ შეიძლება, მაგრამ, მაინც კარგია.     საუბარია გეოლოგიურ დასკვნაზე, რომლის საფუძველზეც, ლისის ფერდობზე  გაცემულია სამშენებლო ნებართვა. „გეოლოგიურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, ძალიან დიდი პრობლემაა, თუმცა, ხელსაყრელი პირობებია მშენებლობისთვის. ანუ, თავს იზღვევს. ეს პირველი კურსის გეოლოგიაა, იცის, რომ ასეთი დაფერდებისა და ქანების გამაგრების პირობებში მსგავსი ჭრა არ უნდა განახორციელოს და იქ არ უნდა…

მეტი...

ვაქცინირების შემდეგ დაინფიცირდნენ, თუმცა, ვირუსი მსუბუქად გადაიტანეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში ადასტურებს, რო საქართველოში არაერთი შემთხვევა დადასტურდა, როცა ვაქცინირებული ადამიანები დაინფიცირდნენ. „გიდასტურებთ, რომ ჩვენთან არის შემთხვევები, როცა პირველი დოზით ვაქცინირების შემდეგ ადამიანები დაინფიცირდნენ. მათი რიცხვი ერთეულები არ არის,  თუმცა, ამ ვაქცინის მთავარი დამსახურება სწორედ ის არის, რომ არც ერთ მათგანს, ვინც  ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდა, გართულება არ ჰქონია. დაავადება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობდა და მალევე გამოჯანმრთელდნენ“ – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.    მისივე შეფასებით, თბილისში, „სინოფარმის“ აცრაზე, თვის მეორე ნახევრის ჩათვლით, ყველა ადგილი დაჯავშნილია, რაც საიმედო სურათია.

მეტი...

ვაქცინაციისთვის დიდი სივრცის – სტადიონების, ეკლესიების, დარბაზების მოწყობა იგეგმება

მსოფლიო გამოცდილების მაგალითზე, საქართველო ზაფხულის პერიოდისთვის, „კოვიდ 19“-ზე მოსახლეობის ფართო ვაქცინაციას გეგმავს. შესაბამისად, განიხილება ალტერნატიული, დიდი სივრცის მოწყობა, სადაც მასშტაბური ვაქცინაცია ჩატარდება.    როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, პროცესში სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და ვეტერანი ექიმების გამოყენებაც მოხდება.    „ვაქცინაციისთვის პოლიკლინიკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.  დაემატება პოლიკლინიკები, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება. ზაფხულის პერიოდისთვის კი ქვეყანაში დიდი სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მასიურად მოხდება ვაქცინირება. საუბარია სხვა ქვეყნების ანალოგზე – სტადიონებზე, სპორტულ მოედნებზე, ეკლესიებში, დიდ სივრცეებში პუნქტების გახსნაზე. მსგავსი სამუშაო დაწყებულია და საჭიროების შემთხვევაში, გეგმაც არსებობს“…

მეტი...

„მობილობის შემცირება იმას ნიშნავს, რომ გლდანიდან ვარკეთილში ან ერთი კუთხიდან მეორეში საქეიფოდ არ ვიაროთ“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი, ყოველდღიურად, 1500 ინფიცირებულზე ავიდა. როგორც იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში განაცხადა, აქაც, ძირითადი პრობლემა სუფრა, ქეიფი და გართობაა. „რეგულაციები იმიტომ არსებობს რომ მოხდეს მისი ზუსტი დაცვა. ტრასპორტის მოძრაობის შეჩერებაც სწორე მობილობის შემცირებას უკავშირდება. მობილობის შემცირება ნიშნავს იმას, რომ გლდანიდან ვარკეთილში ან ერთი კუთხიდან მეორეში სტუმრად,  საქეიფოდ  არ უნდა დავდიოდეთ. სხვანაირად მობილობა ვერ შემცირდება და ვერც ვირუსს შევაკავებთ. სუფრა პრობლემური სწორედ იმიტომაა, რომ სუფრაზე, ძალიანაც რომ გინდოდეს, პირბადით ვერ დაჯდები“,, – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.…

მეტი...