“მოსახლეობის 60 პროცენტი თუ ორჯერადად იქნება აცრილი, გარე სივრცეში უკვე პირბადეს მოვიხსნით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება. ამირან გამყრელიძემ „სინოფარმით“ ვაქცინაციის შემდეგ მოსახლეობას მოუწოდა, იაქტიურონ და ვაქცინის ჩასატერებლად ამცრელ პუნქტებში მივიდნენ. „აცრების, იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება. მთავარუ გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. პირბადის ტარება აუცილებელია და კიდევ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება. მაგრამ თუ ორჯერ ავიცრებით მოსახლეობის 60 პროცენტი, გარე სივრცეში ჩვენ უკვე პირბადეს მოვიხსნით. თუ ჩამოგვიყალიბდა საზოგადოებრივი იმუნიტეტი. მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

მეტი...

„სინოფარმზე“ ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზამ ვაქცინის 78.1%-იანი ეფექტურობა აჩვენა” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგოჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის თანახმად, რომელშიც 13 765-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვაქცინამ 78. 1%-იანი ეფექტურობა აჩვენა. სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინასწარი კლინიკური ან რეპრო /ტოქსური გამოკვლევების შედეგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა. კვლევისას გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო – ტკივილი აცრის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა. გამოვლინდა ორი სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან – ძლიერი…

მეტი...

ამირან გამყრელიძე ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს იმუნიზაციის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ცნობისთვის, დღეიდან ჩინური წარმოების Sinopharm-ით ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. აცრა 18 წელს გადაცილებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ ვისაც, წინასწარი რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს. ამასთან, ჯანმო Sinopharm-ის ​და Sinovac-ის ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ექსპერტების შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ამ ვაქცინის ორი დოზა 18-დან 59-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში COVID-19-ის პრევენციისთვის ეფექტურია. რამდენიმე ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია. ამირან გამყრელიძე პირველი პირია ვინც საქართველოში ჩინური წარმოების Sinopharm-ით აიცრა. 

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 09:36 საათზე, დაბა ჯავასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავცრელებს. 

მეტი...

„რაც ახლა ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შესაძლებელია, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მოხდეს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ ბოლო ორ კვირაში, კორონავირუსის შემთხვევები კატასტროფულად მატულობს. „მსოფლიოში ბოლო ორ კვირაში „კოვიდ-19“-ის უფრო მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე პირველ ექვს თვეში. ახალი შემთხვევების დიდი წილი ინდოეთსა და ბრაზილიაზე მოდის, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანო. ჯანმო მოსახლეობას უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს. „რაც ახლა ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შესაძლებელია, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მოხდეს, თუ არ დავიცავთ წესებს, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასაწყისიდან ავრცელებს. ვაქცინაცია ამ პასუხის ნაწილია“, – ასეთია ჯანმოს გაფრთხილება.

მეტი...