ტაძრებში დატირების რიტუალი შესრულდება

„წითელი პარასკევთან“ დაკავშირებით, საქართველოშ მოქმედ ყველა ტაძარში მართლმადიდებელ ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალები შესრულდება. დღეს, ყველაზე მძიმე დღეა ქრისტიანული სამყაროსთვის. მორწმუნეები ამ დღეს, სიმბოლურად, კვერცხებს წითლად ღებავენ. სამების ტაძარში  საქართველოს პატრიარქი მიბრძანდება. რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე შესრულდება და მას პატრიარქი შეასრულებს.

მეტი...

განადგურებულია ვენახი, ბოსტნეული, ხილი – სეტყვა კახეთში

სეტყვამ კახეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. ლაგოდეხში სეტყვამ და ძლიერმა ქარმა სოფელ კაბალისა და ბარისუბნის სოფლების მოსახლეობა მოსავლის გარეშე დატოვა. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეული, ხილი, ვენახი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სეტყვამ მოსავალს ფოთლებიც კი არ შეარჩინა და მხოლოდ ტოტები დარჩა. ადგილობრივების თქმით, ბოსტნეულის 80-90% განადგურებულია, ვენახი არც არსებობს, მალინის ბაღი, ხილის ბაღი, ყველაფერი გაფუჭდა,  ყველა კულტურა გაანადგურა.   

მეტი...

100 000 დოზა ჩინური „სინოვაკი“ ჩამოვიდა

საქართველომ ჩინური წარმოების ვაქცინა – „სინოვაკი“ მიიღო. 100 ათასი დოზა ვაქცინა უკვე საწყობებში გადაანაწილეს. მისი გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას მიანიჭებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს. თუ ჯანმომ ავტორიზაციის მინიჭება დააგვიანა, გამორიცხული არ არის, საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

მეტი...

„დავურიგეთ ბევრი წამალი, აბი გლუკოზა, ვიტამინები“ – მეუფეს დამცინავი შეფასება

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი მეუფე გრიგოლ კაცია, რომელიც ისევ წალკაში დააბრუნეს, მარტვილში, ბოლო პერიოდში. სასულიერო პირებსა და მრევლს შორის მიმდინარე დაპირისპირებას აფასებს და აცხადებს, რომ მათ დამამშვიდებლები დაუმთავრდათ.    როგორც გრიგოლ კაცია განმარტავს, ეპარქიაში, მისი მმართველობის დროსაც იყო ქაოსი, თუმცა, დამამშვიდებლებმა და ვიტამინებმა უშველათ.    „ყველას ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან ვაჟკაცურად. ვარ ძიუდოისტი, სამბისტი. გინდა ძიუდო, სამბო გინდა წესების გარეშე… მაგრამ, ისე კი არა კამერების წინ. ვაჟკაცურად მოდით. ჩვენ მათ დავურიგეთ ბევრი წამალი, დამამშვიდებელი, აბი გლუკოზა ვიტამინები და დაუმთავრდათ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების…

მეტი...

2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია

მთავრობის 322-ე დადგენილებით, სასაფლაოებზე შესვლა 3 დღით იკრძალება.   „2021 წლის 2 მაისიდან 2021 წლის 4 მაისის ჩათვლით აიკრძალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ეხება იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლასა და გადაადგილებას, რომლებიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის” – ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.  

მეტი...

„ვირუსი წელში უნდა გადავტეხოთ, არ დაიწყოთ დაცდა „ნოვოვაქსისთვის“ – თენგიზ ცერცვაძე

„ნოვაქსი“ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა იქნება“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და მოსახლეობას მოუწოდებს, მას ნი დაელოდებიან. „ნოვოვაქსი“ იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა მსოფლიოში, ოღონდ ახლა არ დაიწყოთ დაცდა „ნოვოვაქსისთვის.“ ის იქნება ივლის-აგვისტოში და ივლის-აგვისტომდე ჩვენ ვერ მოვითმენთ, ივლის-აგვისტომდე ჩვენ უნდა გადავტეხოთ წელში ეპიდემია და რადგან ჩვენ მთელი მოსახლეობა უნდა ავცრათ წლის ბოლომდე, „ნოვოვაქსიც“ მოგვისწრებს“ – განმარტავს ცერცვაძე.   მისივე ინფორმაციით, „ნოვოვაქსი“ არის სუფთა, გასუფთავებული ცილები, რომელიც პრაქტიკულად თავისუფალია ყველანაირი გვერდითი მოვლენებისგან.

მეტი...

სექსუალური ძალადობა 7 წლის ბავშვზე

თბილისში კიდევ ერთი უმძიმესი დანაშული მოხდა. საუბარია 7 წლის ბავშვზე, რომელზეც სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა და ერთმა სრულწლოვანმა სექსუალურად იძალადა. მსხვერპლი ბავშვი ბიჭია. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

მეტი...

საქართველოს ერთი მილიონ დოზა „ფაიზერს“ და ერთ მილიონ დოზა „ნოვოვაქსის“ მოლოდინშია

კლინიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის გამოყენება 55 წელს ქვევით არ მოხდება. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალიტებს განუცხადა, ასაკის დაწევა არ მოხდება. „საუბარია  იყო, ხომ არ დავწიოთ ასაკი 55 წლის ქვემოთ.  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, იმიტომ რომ, ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები ასე იქცევიან“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ვაქცინა 55 წლის ქვევით არ გამოიყენება, თრომბის განვითარების რისკია. „ის მინიმალური თრომბოზიც კი, რომელიც არის, სწორედ 55 წლის ქვემოთ არსებობს. მართალია, ეს არის ერთეული შემთხვევები, მიზერი იმასთან შედარებით,…

მეტი...

წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ერთხელ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით. პროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას…

მეტი...

შესაძლოა, რომის პაპი ზელენსკი-პუტინის შეხვედრის შუამავალი იყოს

რომის პაპი ფრანცისკე მზად არის, ვლადიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე, შუამავალი იყოს. ინფორმაციას იტალიური მედია ვატიკანის დიპლომატ, კარდინალ ლეონარდო სანდრიზე დაყრდნობით ავრცელებს. ლეონარდო სანდრის განცხადებით, პაპ ფრანცისკეს შერიგების ხელშესაწყობად, შეუძლია შეხვედრაზე დასწრება. იტალიურ გაზეთ „ლა რეპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ზელენსკიმ დარწმუნებით თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და შესაძლებელია, ეს ადგილი ვატიკანი იყოს. ზელენსკი ასევე ვარაუდობს, რომ მისმა პირდაპირმა მოლაპარაკებებმა პუტინთან შეიძლება, ხელი შეუშალოს რუსეთის აგრესიული ქმედებების ესკალაციას.

მეტი...

“მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია და საინფორმაციო ომი რჩება” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ქვეყნის მთავარი გამოწვევები და საფრთხეები – პარლამენტი 3 საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს უსმენს. ამ წუთებში სხდომა დახურულია და კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია და საინფორმაციო ომი რჩება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს დიალოგი “ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან”, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რომ პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც “რეალურად ახორციელებს დღესდღეობით ეფექტურ კონტროლს.” “ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც რეგიონალურ ჭრილში ჩვენ წინაშე, იდგა ეს იყო ჩვენს მეზობლად არსებული კონფლიქტი, ყარაბაღს ვგულისხმობ. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე საქართველოს…

მეტი...

რიონში ცხედარი იპოვეს

მდინარე რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ის, ვარციხე ჰესთან ნახეს. ჯერჯერობით გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. თუმცა, შესაძლოა ის, ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცი იყოს. ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ.

მეტი...

სააღდგომო ამანათები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსგან 100-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აქციას.  გუშინ სააღდგომო ნობათი თბილისში გლდანის რაიონის გმირ კურსანტთა ქუჩის მე-3 კორპუსში განსახლებულ 50 დევნილ ოჯახს გადაეცა. დღეს კი სასურსათო პროდუქტები ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოსა და ზედა ეწერის საბავშვო ბაღის შენობაში განსახლებულებს ჩაუტანეს. ინფორმაციას უმაღლესი საბჭო ავრცელებს.  „სამუშაო მივლინებით რეგიონში მყოფი უმაღლესი საბჭოს დელეგაცია დღეს ხონის მუნიციპალიტეტსაც ეწვია. კერძოდ ხონის დევნილთა დასახლებაში არსებულ  კულტურის ცენტრს, რომელთაც მათივე თხოვნით, საჩუქრად  საჭირო ტექნიკა, ინვენტარი და წიგნები ჩაუტანეს. დევნილებთან შეხვედრაზე ხონის მერი ლადო ჯურხაძეც იმყოფებოდა. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობა კოორდინირებულად ხორციელდება, მათ…

მეტი...

ალაზანში კაცი დაიხრჩო – ის ცხენით დინებამ გაიტაცა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მდინარე ალაზანში კაცი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, 56 წლის კაცი საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ცხენით მდინარეში გასვლა სცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ გაიტაცა.  ამ დროისთვის მხოლოდ მისი ცხენია ნაპოვნი.  სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივი მოსახლეობა.

მეტი...

„ვაქცინირებული ადამიანების წახალისება აუცილებელი, კარგი და აპრობირებული მეთოდია“, – ივანე ჩხაიძე

საქართველო ვაქცინირებული ადამიანების წახალისებაზე მუშაობს. კონკრეტულად, რა იქნება წახალისების ფორმა, ამ ეტაპისთვის დაზუსტებული არ არის, თუმცა, ვიცით ის, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ვაქცინირებულებს არ შეეხებათ.   „ევროპა მწვანე პასპორტებზე ლაპარაკობს, რომელთა შემთხვევაშიც, ვაქცინირებულ ადამიანს უფლება ექნება, შეზღუდვის გარეშე გადაადგილდეს, შეუზღუდავად განახორციელოს ნებისმიერი აქტიურობა“, – ამის შესახებ, „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. პედიატრის შეფასებით, ჩვენთან, სრულად იმუნიზირებული ადამიანების რაოდენობა ბევრი არ არის, თუმცა ადამიანების წახალისება აუცილებელია. „ჩვენ არ შეგვიძლია დასჯა, შეზღუდვა. ერთადერთი მექანიზმი, ეს არის წახალისება…

მეტი...

ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან იწყება, მას ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია

„სინოფარმზე“ კარგი და კეთილსაიმედო მონაცემები უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია. ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის წინა მსჯელობის შედეგები იყო, რომ „სინოფარმი“ მართალია რეკომენდირებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა 60 წლის ზემოთ მისი ეფექტურობის შესახებ მონაცემი შედარებით მცირეა“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მოუხედავად იმისა, რომ „სინოფარმს“ ჯანმოს ავტორიზაცია არ მიუღია, საქართველოში მისი გამოყენება 4 მაისიდან დაიწყება. „კვირის ბოლომდე, დღეს ან  ხვალ, ჯანმოს  წინასწარი რეკომენდაცია უკვე ცნობილი გახდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება 4…

მეტი...

შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის საკრებულოს შენობასთან, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრების აქციაზე 6 პირი დააკავეს

მარნეულში, საკრებულოს შენობასთან, სადაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ, პოლიციამ 6 პირი დააკავა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს. ცნობისთვის, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები მარნეულში, საკრებულოს შენობასთან აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლება მისი ძმის, გიორგი მუმლაძის სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ისინი საკრებულოს შენობაში შესვლას და განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ მოხდა აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლება.

მეტი...

ბიბილოვის დაცვამ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს სასტიკად სცემა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დაცვის წევრი დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა.  დაშავებულს სახეზე ნაკერები დაადეს. ფოტოს და შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადგილობრივი აქტივისტი, გიორგი აბაევი ავრცელებს.  “ყურადღება! მნიშვნელოვანია! იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთში ამჟამინდელი “მთავრობა” წარმოადგენს დამნაშავეთა და უკანონო ადამიანთა შეკრებას, ცხადყოფს ეს ფოტოც. ინფორმაციის თანახმად, “ჯანდაცვის მინისტრს”, გეორგი ტოტჩიევს სასტიკად სცემა “პრეზიდენტ” ბიბილოვის დაცვის ერთ-ერთმა დაცვამ. ჩემი წყაროების თანახმად, დაცვის ეს თანამშრომელი გაბარაევია,” – წერს ადგილობრივი აქტივისტი.

მეტი...

ჩინურ ვაქცინაზე 14 000 ჯავშანი შეივსო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, როგორც ჩინურ „სინოფარმზე“ ისე „ასტრაზენეკაზე“ ჯავშანი აქტიურად მიმდინარეობს. როგორც გაბუნია განმარტავს, ვაქცინაციის პროცესი აქტიურია პენიტენციურ დაწესებულებებშიც. „გუშინ დაიწყო რეგისტრაცია „სინოფარმის“ ვაქცინაზე. შესაძლებელია, დარეგისტრირდეს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი 18 წლის ასაკიდან ზემოთ. დღევანდელი დღის მონაცემებით, 14 000-მდე ჯავშანი იყო შევსებული „სინოფარმზე“. ასევე, ასტრაზენეკაზე მიმდინარეობს აქტიური ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის. პენიტენციური სამსახურიც აქტიურადაა ჩართული, მისი თანამშრომლების ვაქცინაცია მოხდა გუშინ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. ეს პროცესი გრძელდება სხვა უწყებებშიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დოზები, „ასტრაზენეკაც“ და „სიმოფარმიც“ დროულად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა გაბუნიამ. 

მეტი...

„ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან. ამასთან, თუ ბრუნვაში წავა „სინოფარმი“, ამით აცრის შესაძლებლობა ყველა ასაკის ადამიანს ექნება. „ლაპარაკი იყო ვაქცინაზე, ხომ არ დავწიოთ ასაკი 55 წლის ქვემოთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, იმიტომ, რომ ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები ასე იქცევიან. მათ ჩაატარეს დიდი კვლევები და ჩათვალეს, რომ ეს ასეა საჭირო, რადგან ის მინიმალური თრომბოზიც კი, რომელიც არის, სწორედ 55 წლის ქვემოთ არსებობს. მართალია, ეს არის ერთეული შემთხვევები, მიზერი იმასთან შედარებით, რა…

მეტი...

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ვირუსით ინფიცირებულებისთვის ქვეყანაში მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი

ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში, კოვიდინფიცირებულებისთვის კლინიკებში ადგილები არ არის. როგორც მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, ამ ეტაპისთვის, ქვეყანაშ მობილიზებულია 6 000-მდე ადგილი. „ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებით მოახდინა საწოლების მობილიზება. ამ დროისთვის, 6 000-მდე საწოლია მობილიზებული. ქვეყანაში საწოლების პრობლემა არ არსებობს“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. შეგახსენებთ, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა გააკეთა განცხადება, რომ მის კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის.

მეტი...

„გადაახურა “ДШК” ხომ ხედავთ და ვეღარ არტყამს მიზანში“ – ოქრუაშვილი ელისაშვილზე

“ამ კახელებისაც გამკვირვებია, კაცი ყოველ ღამეს თქვენი გულისთვის თავს საფრთხეში იგდებს და კახეთში შემოჭრილ აღა მაჰმად ხანს ეომება,” – ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ალეკოს ელისაშვილზე წერს. „გადაახურა “ДШК” ხომ ხედავთ და ვეღარ არტყამს მიზანში. არ ეხმარებით, არ ეხმარებით და ერთი საარაყე ქვაბის გაგრილების სისტემა მაინც ათხოვეთ რომ ლულა გააციოს,“ – წერს ოქრუაშვილი. ცნობითვის, რამდენიმე დღის წინ ალეკო ელისაშვილმა ერთ – ერთ ეთერში გაანცხადა, რომ სიზმარში აღა მაჰამ ხანს ეომება.

მეტი...

ვახო სანაიას და მის მეუღლეს მუქარის წერილებს უგზავნიან – პროკურატურამ ცალკე საქმე გამოყო

საკრებულოს ყოფილი წევრი,  ვატო შაქარაშვილი და მომღერალი, გია გაჩეჩილაძე ამბობენ, რომ სასამართლო მედიის გავლენის ქვეშაა მოქცეული, მათ დღეს სასამართლოში მიიტანეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ვახო სანაიას თავდსხმაში ბრალდებულებს, 2000 ადამიანი უდგება თავდებში: „სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს ადამიანები აღდომას დატოვეს ციხეში, სანაია ასამართლებს ხალხს,“ – თქვა უცნობმა სასამართლოს ეზოში. გარდა არსებული საქმისა, აღძრულია ახალი საქმეც, ვახო სანაისა და მის მეუღლეს ადვოკატის ინფორმაციით მუქარის წერილებს უგზავნიან, პროკურატურის ინფორმაციით კი წერილები პენიტენციალური დაწესებულებიდან არ იგზავნება. “სახელმწიფოს რეაქცია უდნა იყოს ადეკვატური მსგავს შემთხვევებზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, უცნობის ინტერესი რა…

მეტი...

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. თბილისის ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა და მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა. საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ გაზრდილი 78 მილიონი ლარიდან 30 მილიონი ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერია, დანარჩენი კი სხვადასხვა შემოსავლები.

მეტი...

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 4 თვეში 121 725 ლარი ჩამოაწერა

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2021 წლის იანვრიდან დღემდე 19 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 146 საკითხი განიხილა,“ – ინფორმაციას სემეკი ავრცელებს, მათივე ცნობით მათ შორის, განსახილველი საკითხები შეეხებოდა  მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. „საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. ამასთანავე,  კომისიის მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ბოლო 4 თვის განმავლობაში მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ჯამმა  121 725 ლარი შეადგინა.   სემეკში განხილული მოქალაქეთა საჩივრები კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.   სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის,…

მეტი...

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვიცე-სპიკერი გახდა

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე, 86 ხმით არცერთის წინააღმდეგ, თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია არჩილ თალაკვაძე, რომელიც ბოლო დრომდე იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას. „ბატონო არჩილ, გილოცავთ და დიდ წარმატებებს გისურვებთ“, – ასე მიმართა არჩევის შემდეგ ახალ მოადგილეს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, რომელმაც სპიკერის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე 27 აპრილს შეცვალა. მანამდე თავად კახა კუჭავა იკავებდა თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება 24 აპრილს გამოაცხადა: “ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში”. არჩილ თალაკვაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელმძღვანელობდა ევროკავშირის ინიციატივით, ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევას, აცხადებდა, რომ სჯობს, პარლამენტს გაუძღვეს ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში მხარე არ იყო. თალაკვაძის…

მეტი...

“ჩინურ ვაქცინაზე ჯანმოს ავტორიზაციას არ დაველოდებით” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში“

„სამი ვაქცინა, რომელიც დღეს საქართველოშია: „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ 100 პროცენტიანი დაცვაა, საავადმყოფოში მოხვედრისაგან. თორემ, გავიკეთებ ვაქცინას და არაფერი დამემართება, ეს ილუზიაა. საერთოდ, მსოფლიოში 100 პროცენტიანი ეფექტურობის მქონე, არცერთი ვაქცინა არ არსებობს“, – ამის შესახებ, „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც საქართველომ ჩინური ვაქცინა შეიძინა, ცნობილი იყო რომ, ჯანმო-ს ავტორიზაციის სტატუსის მიუხედავად, საქართველოში მისი გამოყენება შესაძლებელი იყო, გარდა ამისა, ჩხაიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერთან“ შედარებით, ეს არის უსაფრთხო ვაქცინა, რადგან არცერთი გვერდითი მოვლენა…

მეტი...

„ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას, მაგრამ მათ ქმედებებს ექნება შედეგები“ – ჯო ბაიდენი რუსეთზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში გამოსვლის დროს რუსეთზე საუბრის დროს განაცხადა, ამერიკა ესკალაციას არ ეცდება, მაგრამ აგრესიული ქმედებებისთვის, რუსეთს, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ქვეყნებს, პასუხს მოსთხოვს. „მე ძალიან ნათელი გავხადე პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ მართალია ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას, მაგრამ მათ ქმედებებს ექნება შედეგები. მე ვუპასუხე პირდაპირ და პროპორციულად რუსეთის ჩარევას ჩვენს არჩევნებში, კიბერ-თავდასხმებს ჩვენს მთავრობასა და ბიზნესზე – მათ ეს ყველაფერი გააკეთეს და მე ვუპასუხე. მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ იმ საკითხებში, რომლებიც ორივე ჩვენგანის ინტერესებშია, ჩვენ გავაგრძელეთ „ახალი სტარტის“ ხელშეკრულება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და და ვმუშაობთ, რომ იგივე გავაკეთოთ…

მეტი...

“ვინც მთვრალი შეყვარებულს უმღერის და ვინც ბაბუის ტოლ კაცს აგინებს იგივენაირად არ უნდა ისჯებოდეს” – დავით ზილფიმიანი

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, “ევროპელი სოციალისტების” წევრმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ ის ვინც წვრილმან ხულიგნობას ჩამდენი, ვინც მთვრალი ხმაურობს, ან შეყვარებულს უმღერის თანაბარი სასჯელით არ უნდა ისჯებოდნენ.  “მეგობრებო ჩვენ ვიხილავთ წვრილმან ხულიგნობას. როდესაც ეს კანონი დაიწერა, 80-იანი წლებისაა ეს დეფინიცია და ქუჩაში რომ გავდიოდით სხვა სიტუაცია იყო. წვრილმანი ხულიგნობის ჩამონათვაში არც კი მოიაზრებოდა ისეთი ამაზრზენი ქმედებები, რომელიც დღეს არსებობს. წვრილმანი ხულიგნობაა ის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანმა შეიძლება შემთხვევით დალია და ხმაურს იწვევს ქუჩაში ან შეყვარებულს უმღერის და აღვიძებს ვიღაცას.…

მეტი...

ოზურგეთში საფლავები გაძარცვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის სასაფლაოზე რამდენიმე საფლავი გაძარცვეს. წაღებულია ღობის და კარების ფრაგმენტები. გაძარცვულია დაახლოებით 10-მდე საფლავი. გამოძიება 258-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მეტი...

“დანაშაულის ჩადენის რისკის” გამო მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სამივე ბრალდებული, რომელსაც გამოძიება “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობდა დანაშაულის ჩადენის განმეორების მაღალი რისკი. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა “აი იას” შეგროვებული ხელწერილები, რომლითაც მომღერალი გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”) და თბილისის საკრებულოს წევრი, ვატო შაქარიშვილი დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მეტი...

„შესაძლოა, ინდური შტამი ინდოელმა არ შემოგვიტანოს და შემოგვიტანოს გერმანელმა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ინდურ შტამთან დაკავშირებით, საკითხი ასე უნდა დავსვათ: არის თუ არა, ინდური შტამი გლობალური საფრთხე? ამ შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს საქართველომ? არის თუ არა რაიმე მექანიზმი, რომელიც ამ შტამით ინფიცირებული ადამიანების მოხვედრას საქართველოში, თავიდან აგვაცილებს?“ – ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავრში“, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა – ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხაიძის თქმით, პირველი მუტირირებული შტამი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მუტაციისა და შტამების უკეთ გაცნობაში და უფრო მეტად გადამდები აღმოჩნდა, ბრიტანული შტამი იყო, მისივე განმარტებით, ინდური შტამის გარშემო კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია,…

მეტი...

“ყველაზე ბოროტი და მავნებლური საბჭოთა ნორმა” – იაგო ხვიჩია ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტში, სადაც დეპუტატები დღეს ამნისტიის 2 კანონპროექტს განიხილავენ, პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი, ქვეყნის მომავლისთვის “ყველაზე ბოროტი დოკუმენტია”. იაგო ხვიჩიამ აღნიშნულ კანონპროექტს, მავნებლური საბჭოთა ნორმა უწოდა. “ამნისტიის კანონპროექტი არის ყველაზე ბოროტი პროექტი ამ ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ამით ფაქტობრივად 12 საათიანი პატიმრობის ვადა აქტივიზმზე გავზარდეთ 48 საათამდე. მე ეს უკან გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია და ჩემი აზრით, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ამის გაკეთებით კი, ჩვენ ძალიან ცუდ საქმეს ვაკეთებთ და იმით, რომ ასეთ დროს ვიდროვეთ და დაჩქარებული წესით, ქართველი ხალხის ზურგს უკან, ერთი ჩვეულებრივი მავნებლური საბჭოთა…

მეტი...

“უცნობი” და გოგა ხაინდრავა ცდილობენ ფონი შექმნან, რომ ეს ადამიანები ციხიდან გამოვიდნენ – ვახო სანაია

საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით უნდა წარსდგნენ. საქალაქო სასამართლოში მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი, რომელიც ვახო სანაიას წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს. “არ ვემხრობი იმას, რომ ადამიანს, ვიდრე სასჯელი არ გამოუტანიათ, მათ ვეძახოთ მოძალადეები და დამნაშავეები. ამის მოსმენა მინდა რა მოხდა. მოვუსმინეთ სანაიას, ახლა მინდა ამ ბიჭებს მოვუსმინო და სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ, დასკვნას ჩემით ვერ გამოვიტან,”- აღნიშნა გია გაჩეჩილაძე.  დაზარალებული ჟურნალისტი ვახო სანაია კი, გოგა ხაინდრავასა და გია გაჩეჩილაძე, ხელისუფლებისგან დაქირავებულებს უწოდებს. “ხელისუფლება ცდილობს დაიხსნას ეს ადამიანები პატიმრობიდან. თავის მიერ დაქირავებულ ჯგუფებს აძლევს აქტიურობის დავალებებს,…

მეტი...

„რეგიონებში კატასტროფული ვითარებაა, თუ ასე გაგრძელდა, მხოლოდ ერთი ქალაქი იქნება უსაფრთხო“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„28 აპრილს რეკორდულად ბევრი ადამიანი აიცრა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, ყოველდღიურად მატულობს, დიდი ალბათობით, 4 მაისიდან ეს რიცხვი გაორმაგდება, რადგან თბილისში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ყველა დღე და ადგილი დაჯავშნილია“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,” იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძის განცხადებით, რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა, როგორც მედიკოსი განმარტავს, თბილისში ვაქცინირებული ადამიანების 73 პროცენტია. 9 პროცენტია აჭარაში, 9 პროცენტი იმერეთში, 4 პროცენტი შიდა ქართლში, 2 პროცენტი ქვემო ქართლში და ყველა დანარჩენ რეგიონში, ერთი პროცენტი. „სამწუხაროდ, არის რეგიონები, სადაც ვაქცინირებული…

მეტი...

“ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნისა და ხალხის ერთგული” – სალომე ზურაბიშვილი

ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნის, მისი ხალხის ერთგული და ამდენად ერთიანობის უდიდესი მაგალითი. ვულოცავ ამ დღესასწაულს საქართველოს სრულიად მოსახლეობას. ვულოცავ მათ, ვინც საერთაშორისო მისიებში თავდადებით მსახურობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეზე განაცხადა. პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს ქართული ჯარის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ 30 წელი კი არა, ქართული ჯარი საუკუნეებს ითვლის და დღევანდელი ჩვენი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის მემკვიდრე ღირსეული მემკვიდრე. დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომელიც მრავალი…

მეტი...