ტაძრებში დატირების რიტუალი შესრულდება

„წითელი პარასკევთან“ დაკავშირებით, საქართველოშ მოქმედ ყველა ტაძარში მართლმადიდებელ ტაძრებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, გარდამოხსნის და დატირების რიტუალები შესრულდება. დღეს, ყველაზე მძიმე დღეა ქრისტიანული სამყაროსთვის. მორწმუნეები ამ დღეს, სიმბოლურად, კვერცხებს წითლად ღებავენ. სამების ტაძარში  საქართველოს პატრიარქი მიბრძანდება. რიტუალი სამების საკათედრო ტაძარში 14:00 საათზე შესრულდება და მას პატრიარქი შეასრულებს.

მეტი...

განადგურებულია ვენახი, ბოსტნეული, ხილი – სეტყვა კახეთში

სეტყვამ კახეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. ლაგოდეხში სეტყვამ და ძლიერმა ქარმა სოფელ კაბალისა და ბარისუბნის სოფლების მოსახლეობა მოსავლის გარეშე დატოვა. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეული, ხილი, ვენახი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სეტყვამ მოსავალს ფოთლებიც კი არ შეარჩინა და მხოლოდ ტოტები დარჩა. ადგილობრივების თქმით, ბოსტნეულის 80-90% განადგურებულია, ვენახი არც არსებობს, მალინის ბაღი, ხილის ბაღი, ყველაფერი გაფუჭდა,  ყველა კულტურა გაანადგურა.   

მეტი...

100 000 დოზა ჩინური „სინოვაკი“ ჩამოვიდა

საქართველომ ჩინური წარმოების ვაქცინა – „სინოვაკი“ მიიღო. 100 ათასი დოზა ვაქცინა უკვე საწყობებში გადაანაწილეს. მისი გამოყენება მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას მიანიჭებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს. თუ ჯანმომ ავტორიზაციის მინიჭება დააგვიანა, გამორიცხული არ არის, საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

მეტი...