რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება

19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში 17 აპრილს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეკრება 15:00 საათზე დაიწყება. მისივე თქმით, ეს იქნება ერთგვარი პრელუდია 15 მაისის აქციისთვის, რომ მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია. „ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. ამასთან, სავარაუდოდ, მსჯელობის საგანი იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის…

მეტი...

უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დონბასში გვიან ღამით ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოპერატიულ-ტაქტიკურ ჯგუფ „აღმოსავლეთის“ პასუხისმგებლობის არეალში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს ყუმბარმტყორცნებიდან ცეცხლი გაიხსნეს. „მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად 128-ე ცალკეული სამთო თავდასხმის ბრიგადის მებრძოლი, უფროსი ჯარისკაცი დავით შარტავა დაიღუპა,“ – წერს უკრაინული მედია.

მეტი...

“20 ივნისის ამნისტიაზე ხელის მოწერა მაკო გომურის ღალატია” – ოპოზიცია

„ხელის მოწერა დოკუმენტზე, სადაც არ არის ასახული პირდაპირ ვადამდელი არჩევნები ღალატია იმ ადამიანების რომლებიც ოპოზიციური პარტიებიდან დასაჯა რეჟიმმა,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები წერენ: „ზოგს ესროლეს, ზოგი გაიტაცეს, სცემეს, დააშანტაჟეს და ათასი უბედურება სიბინძურე მიაყარეს. მოკლედ ეს ღალატია მეგობრებო ღალატი და სრული კაპიტულაცია რეჟიმთან, ვადამდელი უნდა დაიდოს იმისათვის რომ მოქალაქეთა სპექტრი სრული ნიჰილიზმიდან გამოვიდეს. არჩევნებზე მოვიდეს და ისევე მხარში ამოგვიდგეს,“ – წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ ჩომახაშვილი.

მეტი...

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები დღეიდან კარანტინს აღარ გაივლიან

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები დღეიდან კარანტინს აღარ გაივლიან. ამის ნაცვლად მათ ანტიგენის ტესტს აუღებენ. ამავე დროს, ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულ მოქალაქეებს ნებაყოფლობით ვაქცინაციის პროცესში ჩართვაც შეეძლებათ. ვაქცინის ორი დოზით აცრის შემდეგ კი, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშეც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდნიმე დღის წინ მიიღეს. მანამდე ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულებს 5 დღიან კარანტინში ყოფნის ვალდებულება ჰქონდათ.

მეტი...