ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. განათლების სამინისტროს ცნობით, კოვიდის პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება გრძელდება. „ამჯერად, ტესტირება N133 სკოლაში ჩატარდა, სადაც 1 600 მოსწავლის უსაფრთხოება ზედმიწევნით არის დაცული. N133 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით. ამასთანავე, შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლაც, რათა ბავშვები ყველა გარეშე პირისგან იყვნენ დაცული. N133 სკოლაში ჩატარებული ოთხი ტესტირების შედეგად, ამ დრომდე ვირუსი არავის გამოვლენია.…

მეტი...

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. მელიას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა 8 აპრილს გამართულ პროცესზე დააყენეს. როგორც ისინი შუამდგომლობაში განმარტავდნენ, ნიკა მელიასთვის საშუალება უნდა მიეცათ, რომ სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და უშუალოდ ყოფილიყო მართლმსაჯულების პროცესში ჩართული. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და…

მეტი...

გარდაცვლილი ექთნის ოჯახი პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვას ითხოვს

ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ინტერესების დამცველები  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელია, პაატა იმნაძისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით, ადვოკატები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ. ამავდროულად, როგორც ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, ისინი იმ „ფლაკონის“ მიღებასაც ელოდებიან, რომლითაც მეგი ბაქრაძე აცრეს. „გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში ჩაიდება. ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ეს ფლაკონი დავათვალიეროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რატომ აწერია ფლაკონს 11 სთ და 40 წუთი, ან თუ 11 სთ-სა და 40 წუთზე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, რანაირად…

მეტი...

“უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის” – ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში მგზავრობისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შესაძლებლობა საკმაოდ რეალურია და სახელმწიფო ამისთვის მზად არის. “რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის შესაძლო შემოჭრა საკმაოდ რეალურია. ჩვენ ეს ვიცით: 2014 წლიდან ეს შესაძლოა ყოველ დღე განხორციელდეს. რუსეთი მზად არის, თუმცა ჩვენც ვართ მზად იმიტომ, რომ ეს ჩვენი მიწა და ჩვენი ტერიტორიაა,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...