“9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა” – კახა კალაძე

დილიდან, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიც. კახა კალაძის განცხადებით, 9 აპრილი ეროვნული ერთობის სიმბოლოა: “9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, როდესაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

“დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა” – გიორგი გახარია

დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სოციალურ ქსელში 9 აპრილთან დაკავშირებით წერს. როგორც გახარია განმარტავს, საამაყოა ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოიტანა. „უკვე 32 წელია ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს. გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა. გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ…

მეტი...

„და ეს წამი არის ერთ – ერთი უდიდებულესი“ – მერაბ კოსტავას მიერ წარმოთქმული სიტყვა 9 აპრილს

1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიის ყველაზე საამაყო და ტრაგიკული თარიღია, 9 აპრილის ტრაგედიის ღამეს მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებმა რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს მიმართეს. მერაბ მიერ წარმოთქმული სიტყვა 1989 წლის 9 აპრილს: „საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ – ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლის ღვრაში პირველად ასე შეკრული ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე. გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.“

მეტი...

“1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება – საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. „9 აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და, ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც, დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით, და ამავდროულად, სიამაყით ვიხსენებთ. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის…

მეტი...

მთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  3.2 მაგნიტუდის ბიძგები თბილისის დროით 01:49 საათზე ქალაქ ონის აღმოსავლეთით, სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ვებგვერდზე ვრცელდება.

მეტი...

9 აპრილის ტრაგედიიდან, 32 წელი გავიდა

1989 წლის, 7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოსკოვში, საბჭოთა ხელმძღვანელობას წესრიგის აღსადგენად დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა. იმავე დღეს პერმიდან და ვორონეჟიდან თბილისში შემოვიდნენ საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები. 8 აპრილს, აშშ-ს საიდუმლო სამსახურების სახელზე გაგზავნილ დაშიფრულ ცნობაში წერია, რომ საქართველოში არსებობს ეთნიკური კონფლიქტის საფრთხე. დოკუმენტში პარალელია გავლებული მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებულ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან. 9 აპრილს, 11 საათზე, თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ 22 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.…

მეტი...

მიწისძვრა საქართველოში

წუხელ, 01:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა.  „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის  მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონის აღმოსავლეთით, სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერე კი 3.2 (ML) მაგნიტუდა იყო.

მეტი...

ენგურში დამხრჩვალ ოჯახზე ოკუპირებული აფხაზეთი განცხადებას ავრცელებს და ქართველების სპეკულაციაზე საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის „ხელისუფლება“, 2 დღის უკან,  მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ტრაგედიასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ქართულ მხარეს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, ეს არის ქართული მხარის ყალბი პატრიოტიზმი. „საქართველოში, ეს ტრაგიკული მოვლენა ისტერიისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახადეს. საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას და მათ პოლიტიკურ ოპონენტებს აწუხებთ არა ხალხის დაღუპვის ფაქტი, არამედ ცდილობენ, აჩვენონ თავიანთი ყალბი პატრიოტიზმი და კიდევ ერთხელ დაესხან თავს რუსეთს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით.  მომხდარია გარემოებებს აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ,“ – ვკითხულობთ  აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2 დღის უკან,…

მეტი...