ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

ევროკავშირი, დონბასის რეგიონში რუსული სამხედრო ძალების მობილიზაციასთან დაკავშირებით, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს. უკრაინის მხარდამჭერი განცხადება საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გაავრცელა. მანამდე ბორელისა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინის საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე 19 აპრილს განიხილავენ.

მეტი...

55 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო

55 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დღეიდან შეუძლიათ. მათთვის ამ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის შესაბამის საიტზე რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 2 აპრილის 18:00 საათიდან აქვთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დღემდე მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეძლოთ. მათ ორი სახის ვაქცინას: „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება, თუმცა „ფაიზერის“ დოზები უკვე ამოიწურა.

მეტი...